რომელი დარტყმითი დრელის შეძენაა უკეთესი? - რეკომენდაციები

 ერთი შეხედვით, დარტყმითი დრელის მრავალფეროვნება არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან განსხვავებებს ან სხვადასხვა ტიპის მოდელების არსებობას. გასათვალისწინებელია მხოლოდ ის, თუ რა მასალებთან უნდა იმუშაოთ ყველაზე ხშირად: ხეზე, პლასტმასზე, აგურზე თუ ლითონზე.

დარტყმითი ბურღი არ უნდა იყოს გაიგივებული პერფორატორთან. მისი გამოყენება დაუშვებელია ისეთ მასალებთან მუშაობისას, რომლებიც შესაძლოა  ადვილად გაიბზაროს (თიხის ან კერამიკული ფილები).

ხელსაწყოს ძრავის სიმძლავრე შეიძლება მერყეობდეს 400-დან 1500 ვტ-მდე. უფრო მკვრივ და ძლიერ მასალებთან მუშაობისას კი დაგჭირდებათ უფრო ძლიერი დრელი.

მოწყობილობის  გადაცემათა კოლოფს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან ორი სიჩქარე. მეორე ვარიანტი უფრო პროფესიონალ მოდელებს აქვთ, რომლებიც ფუნქციათა მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.

შერჩევისას ასევე გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ მოდელის რამდენიმე დამატებით მახასიათებელზე, რომლებიც  არ ცვლიან ხელსაწყოს ტექნიკურ პარამეტრებს, მაგრამ მნიშვნელოვნად ამარტივებენ მუშაობის პროცესს.

ეს მახასიათებლებია:

  • საბურღი სიჩქარის მარეგულირებლის არსებობა;
  • რეზინის ბალიშები;
  • საპირისპირო როტაციის ფუნქცია (რევერსი);
  • გადატვირთვისაგან დაცვა;
  • საბურღი სიღრმის მარეგულირებელი.

შერჩეული მოდელის ყველა ეს მახასიათებელი დაზოგავს ენერგიას და გაახანგრძლივებს მოწყობილობის გამოყენების ვადას.

და ბოლოსკენ, წარმოგიდგენთ რამდენიმე კონკრეტული მოდელის განხილვას

DAEWOO DAD 950

ამ მოდელის დრელს  შესანიშნავი სიმძლავრე - 950 ვტ აქვს და დარტყმის სიხშირე წუთში 49000 მდეა. მოწყობილობის ბრუნვა  14 ნმ-მდე აღწევს, რაც  საშუალებას აძლევს მოწყობილობას წარმატებით გაუმკლავდეს მკვრივ მასალებს.

რომელი დარტყმითი დრელის შეძენაა უკეთესი? - რეკომენდაციები

უპირატესობები:

  • საიმედო ფიქსაცია;
  • სიჩქარის მარეგულირებელი;
  • მაღალი სიმკვრივის მქონე მაგნიუმის შენადნობის კორპუსი;
  • დაწყების ღილაკის დაფიქსირება

ნაკლოვანებები:

  • საკმაოდ მძიმეა

DAEWOO დარტყმით დრელს შეუძლია სხვადასხვა მასალასთან მუშაობა, რომელიც ამავე დროს გამძლე და ფუნქციონალური მოწყობილობაა. შესანიშნავი დამხმარეა  სახლის  პირობებში სამუშაოდ.

METABO SBEV 1300-2 - დაბალი ფასი, მაღალი სიმძლავრე

საიმედო გერმანული მოდელის დარტყმითი ბურღი აღჭურვილია  მტვრისგან და გადახურებისგან დამცავი მექანიზმით. მოწყობილობის  ბრუნვა კი 44/16 ნმ აღწევს (დამოკიდებულია დადგენილ სიჩქარეზე).

რომელი დარტყმითი დრელის შეძენაა უკეთესი? - რეკომენდაციები

უპირატესობები:

  • ალუმინის მძლავრი გადაცემათა კოლოფი;
  • გადატვირთვისგან დაცვა;
  • უსაფრთხოების ნორმები;
  • გამძლეობა

ნაკლოვანებები:

  • დიდი ზომები

Metabo დარტყმითი დრელი  ძალიან საიმედო მოდელად  ითვლება და ნებისმიერ სირთულეს მარტივად უმკლავდება. შედარებით დაბალი ღირებულება და ხარისხი შესანიშნავ კომბინაციას ქმნიან.

BOSCH GSB 24-2 - უსაფრთხო და ეკონომიური დრელი

მოდელს აქვს მთელი რიგი დამცავი თვისებები, მათ შორის  KickBack Control სისტემა. მცირე ღირებულებითა და ზომით, საბურღი გამოიმუშავებს 1100 ვატ სიმძლავრეს.

რომელი დარტყმითი დრელის შეძენაა უკეთესი? - რეკომენდაციები

უპირატესობები:

  • ნაკლები ვიბრაცია;
  • შედარებით დაბალი ფასი;
  • გამძლე ლითონის კორპუსი.

ნაკლოვანებები:

  • დატვირთვის  მომატებასთან ერთად, ბრუნვის სიჩქარის მნიშვნელოვნად ეცემა

Bosch დრელი შესანიშნავია ნებისმიერი სირთულის მასალებთან სამუშაოდ, რომელიც   საიმედო და უსაფრთხო  მოწყობილობაა.

MAKITA 8406 С - ნამდვილი პროფესიონალების ინსტრუმენტი

დრელი MAKITA  შეიძლება გამოიყენოთ თითქმის ნებისმიერი მასალის გასაბურღად. დაწყებული ხის მასალებით, დასრულებული რკინაბეტონით. შესაძლებელია ნებისმიერი ხვრელების 152 მმ დიამეტრამდე გაბურღვა. ინსტრუმენტი აღჭურვილია 1400 W ძრავით, რომელიც ბურღვის რეჟიმში 4000 rpm-მდე სიჩქარეს ავითარებს.

უპირატესობები:

  • ძრავის მაღალი სიმძლავრე;
  • სიჩქარის ავტომატური კონტროლი;
  • მუდმივი ბრუნვის სიჩქარის ფიქსაცია;
  • ვიბრაციის ნაკლებობა.

ნაკლოვანებები:

  • მოკლე კაბელი;
  • მაღალი ფასი

Black & Decker GoPak 12V - კომპაქტური, მსუბუქი, ფუნქციური დრელი

მოწყობილობის წონა სულ რაღაც 1.2 კილოგრამია, რომელსაც წუთში 1350 მდე ბრუნის შესრულება შეუძლია. გარდა ამისა,  გათვალისწინებულია ბურღი სახრახნისის რეჟიმი რომელსაც ბრუნვის 10 პოზიცია აქვს.

უპირატესობები:

  • მრავალფუნქციურობა;
  • მობილობა;
  • მარტივად გამოყენების შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

Black & Decker დრელი მრავალფუნქციური მოწყობილობაა, რომელიც განკუთვნილია საოჯახო სამუშაოებისთვის, რომელიც აერთიანებს მუშაობის სამ რეჟიმს და შესანიშნავია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

პოპულარული მოდელები

ელ. ბურღი, დარტყმითი 0-2800ბრ/წთ 1010ვტ Total TG111136
ელ. ბურღი, დარტყმითი 0-2800ბრ/წთ 1010ვტ Total TG111136
Regular price 199.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ელ. დარტყმითი ბურღი TOTAL TG1081316
ელ. დარტყმითი ბურღი TOTAL TG1081316
Regular price 129.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
დარტყმითი დრელი Raider RD-ID45 750W
დარტყმითი დრელი Raider RD-ID45 750W
Regular price 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხრახნდამჭერი INGCO CDLI12415
ხრახნდამჭერი INGCO CDLI12415
Regular price 99.00 ლარი 89 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი