როგორ შევიძინოთ ეპილატორი ფასდაკლებით?
ეპილატორებზე მოთხოვნა ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებულად იზრდება და ჩვენც ტრადიციულად მომხმარებლებს სხვადასხვა აქციას ვთავაზობთ.
გარდა იმისა, რომ შესაბამის კატეგორიაზე უკვე ძალიან მარტივად გახლავთ წარმოდგენილი პოპულარული, სააქციო, ყველაზე გაყიდვადი მოდელები, სულ მალე შემოგთავაზებთ სპეციალურ ფასდაკლების გვერდსაც.
მათ, ვისაც ეპილატორი ფასდაკლებით სურს შეიძინოს, წარმოგიდგენთ სრულიად ახალ შესაძლებლობას, იპოვოთ სასურველი შეთავაზება ყველაზე იოლად.
ბრენდების კუთხით, ყველაზე დიდი არჩევანი Philips-ის კატეგორიაშია, თუმცა ცხადია, სხვა მწარმოებლების პროდუქციაზეც ღირს ყურადღების გამახვილება, მაგალითად ბრაუნი, ქემეი და ა.შ.
რჩევები ეპილატორების ფასდაკლებით ან საჩუქრებთან ერთად შესაძენად
შებრძანდით თავის მოვლის კატეგორიაში და აირჩიეთ ეპილატორების შესაბამისი ქვე-კატეგორია. ამის შემდეგ:
- აირჩიეთ სასურველი მოდელი წარმოდგენილი 50-მდე ვარიანტიდან;
- ყურადღება გაამახვილეთ ფუნქციონალზე;
- საცმების რაოდენობაზე;
- მშრალი და ნოტიო მოხმარების შესაძლებობაზე;
- დატენვის დროსა და ბრუნვის სიჩქარეზე
- განკუთვნილია თუ არა მგრძნობიარე კანისთვისაც, რა მინიმალურ ზომაზე შეუძლია ფუნქციონირება;
- ირეცხება თუ არა, რამდენი თავაკი აქვს და ა.შ.
- წარმოდგენილია თუ არა ვიდეო ინსტრუქცია და რამდენად შეესაბამება ეს ვიდეო თქვენს მოთხოვნებს;
- რამდენ წლიანი გარანტია აქვს და როგორია მისი პირობები საგარანტიო ვადის მანძილზე;
- რამდენად მარტივია და რა პირობებია ონლაინ საბანკო განვადებაზე;
- ამ არჩევნის შემდეგ, შერჩეული რამდენიმე ვარიანტიდან გადაამოწმეთ უკვე გვაქვს თუ არა ეპილატორის ეს მოდელი ფასდაკლების აქციაში;
- თუ ასეთი ვერ ნახეთ, დაგვირეკეთ და მაქსიმალურად ვეცდებით აქცია თქვენს მიერ შერჩეულ კონკრეტულ მოდელზეც გავრცელდეს;
- თუ არც ეს მოხერხდა, შეგიძლიათ ნახოთ არა ფასდაკლების, არამედ სასაჩუქრე აქციები, რაც იდეურად ისევ ფასდაკლება გამოდის, ყიდულობთ რა 2 ნივთს დაახლოებით 1.5-ის ფასად, ან 3 ნივთს 2-ის ღირებულებით და ა.შ. მაგალითად, ეს შეიძლება იყო ეპილატორი, თმის უთო და სახვევი და სხვა მსგავსი შეთავაზებები.
- თუ უკვე ფასდაკლებულია, მაშინ შეგიძლიათ მაინც დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ, რათა კიდევ ერთხელ კარგად გადაამოწმოთ ყველა ფუნქციონალი და მახასიათებელი;
- თუ ყველაფერი მისაღებია, გამოგზავნეთ განვადების განაცხადი ან იყიდეთ ბარათით;
- შენაძენის დაფიქსირებისთანავე დაელოდეთ ზარს ისურვეს ოპერატორებისგან, რომლებიც თქვენთან ყველა საჭირო დეტალს შეათანხმებენ.
პოპულარული მოდელები