როგორ შევარჩიოთ თმის უთო?
თმის უთო, იგივე სტაილერი სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიის გაყიდვებში წამყვან პოზიციებს იკავებს, ამიტომ, ვფიქრობთ საინტერესო იქნება მისი შერჩევისას გასათვალისწინებელი ძირითადი ასპექტების პოსტის სახით განხილვა.
კატეგორიაში, სახელწოდებით თმის უთო რამდენიმე წამყვანი ბრენდის პროდუქციას შეხვდებით, ცვალებადია ფასებიც და ფუნქციური მახასიათებლებიც, ამიტომ, გირჩევთ, ჯერ ამ მიმოხილვას გადახედოთ და არჩევანიც ამის შემდეგ გააკეთოთ.
მთავარი: იდეალური თმის უთოს მეშვეობით ძირითად მიზანს უნდა მიაღწიოთ, მიიღოთ სალონის ტიპის ვარცხნილობა სახლის პირობებში.
როგორ?
- ალბათ თვლით, რომ თმის უთოს პირები სტანდარტულად ბრტყელია. ეს არცაა გასაკვირი, ბაზარზე ასეთი უამრავი მოდელი იყიდება და მათზე უმეტეს შემთხვევაში ცუდი გამოხმაურებები არც არსებობს, თუმცა აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ თუ ეს პირები ბოლოებში ოდნავ მომრგვალებულია, მაშინ უთო თმის სახვევადაც გამოგადგებათ, ხოლო თუ ბოლომდე ბრტყელი, მხოლოდ გასასწორებლად, თუმცა უშუალოდ გასწორების პროცესში შედარებით უფრო ეფექტურია.
- მნიშვნელოვანია პირების სისქეც, ცხადია, თუ მის თან ტარებას აპირებთ, ვიწრო და კომპაქტური უფრო მოსახერხებელია, მაგრამ ამის გარდა შედარებით წვრილ პირებს სხვა უპირატესობაც აქვს, ისინი თითქმის გამორიცხავენ თმის დაწვას, ამიტომ მოერიდეთ ფართო გასასწორებლებს, ე.წ <მაშებს>.
- აირჩიეთ სწორი მასალა! დიახ, თითოეულ მათგანს თქვენს თმებზე განსხვავებული ეფექტის მოხდენა შეუძლია:
- ტიტანის უთოები: სწრაფად ცხელდება და მაღალ ტემპერატურასაც უფრო თანაბრად აღწევს. ამ ტიპის მოდელები შედარებით ძვირია და თუ ჩვენს რჩევას დაუჯერებთ, არ გჭირდებათ თუ განსაკუთრებით ხვეული თმა არ გაქვთ.
- კერამიკული უთოები: თანაბრად გამოიყენება თითქმის ყველა ტიპის თმისთვის. ერთადერთი, რაზეც უნდა დაფიქრდეთ ისაა, რომ ინტენსიური გამოყენების პირობებში, 1-2 წელიწადში კერამიკის ფენა ცვდება და რჩება მეტალი, რომელმაც შეიძლება თმები დაგიზიანოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში არჩევანი მხოლოდ პრემიუმ ბრენდზე შეაჩერეთ.
- იონიზირებული პირები: გამოიყენება დაზიანებული, უკვე დამწვარი თმისთვის, სხვა შემთხვევაში მისი ყიდვა ნაკლებად ეფექტურია.
რა არის თმის სტაილერის საშუალო ფასი?
ჩვენი რეკომენდაციაა, არ იყიდოთ ანომალიურად იაფი უთოები (30-50 ლარის ღირებულების) და განსაკუთრებულ აქცენტს ნურც ყველაზე ძვირიანზე გააკეთებთ, თუ მათი სალონში ან რაიმე პროფესიული თვალსაზრისით გამოყენება არ გსურთ.
სახლის პირობებში იდეალურია 150-200 ლარამდე ფასის მქონე მოდელები, კერამიკის ან ტიტანის პირებით.
ბრენდი?
ეს თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში პრემიუმად Philips, ხოლო შედარებით იაფად, თუმცა პოპულარულად Kemei და Sokany ითვლება.
არ დაგავიწყდეთ, განსაკუთრებით ინტერნეტ მაღაზიაში ყიდვის დროს:
- ვიდეო მიმოხილვების მოთხოვნა თუ განთავსებული არ არის და გულდასმით ნახვა;
- მომხმარებლების მიმოხილვების გაცნობა;
- გარანტიის ვადისა და პირობების დაზუსტება, მინიმუმ 1 წლიანი გარანტია ნიშნავს, რომ მოდელი ხარისხიანია.
ფუნქციონალის შესახებ დამატებით რჩევებს ჩვენს შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ.
პოპულარული მოდელები