როგორ შევარჩიოთ საბავშვო აუზი?
აუზების შერჩევა ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში საკმაოდ სრულად და ფართოდ განხილული საკითხია, უამრავი პოსტით, განსაკუთრებული შენიშვნებით კატეგორიების აღწერებში და ა.შ. თუმცა, საბავშვო აუზები საკმაოდ სპეციფიური პროდუქტია და როცა საქმე ბავშვს და მათ როგორც გართობას, ისე უსაფრთხოებას ეხება, დამატებითი რეკომენდაციების გაცნობა აზრს მოკლებული ნამდვილად არ გახლავთ.
არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ტიპისა და ასაკზე გათვლილი საბავშვო აუზი.
ეს ტიპები შემდეგნაირად შეგვიძლია დავყოთ:
- გასაბერი საბავშვო აუზები;
- არაგასაბერი, ანუ აუზები, სადაც უბრალოდ წყალს ასხამთ და გამოსაყენებლად მზადაა - ეს ყველაზე დიდი კატეგორიაა ბესტვეის საბავშვო ასორტიმენტში;
- კარკასული - ასაწყობი კედლებით, სპეციალურად პატარებისთვის;
- მოდელები, რომლებსაც მხოლოდ ძირი ან ზედა სარქველი ებერებათ;
- ვარიანტები სხვადასხვა ცხოველის ფორმის - ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვების გასამხიარულებლად;
- ღია და გადახურული - მზისგან დაცვის ფუნქციებით ან მის გარეშე.
ამათგან, სასურველის შერჩევა ცხადია თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. განსხვავება არსებობს ფასში და რა თქმა უნდა სიღრმეში, თუმცა ზოგადად მოდელების უმრავლესობა 1-დან 3 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი.
რამდენად უსაფრთხოა საბავშვო აუზების მასალა?
ამ საკითხზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, ყოველ შემთხვევაში Bestway-ს შემთხვევაში. დაცულია რა ყველა საერთაშორისო სტანდარტი, ეს კომპანია საკუთარ პროდუქციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის და სპეციალური მყარი ვინილი სრულიად უსაფრთხოა ეკოლოგიური თვალსაზრისით, მათ შორის გახურების შემთხვევაშიც.
ადვილად შეძლებენ თუ არა ბავშვები აუზის გაფუჭებას?
გარე საგნების დახმარებით მექანიკური ზემოქმედების გარეშე (ლურსმანი ან სხვა წვეტიანი ნივთები) აუზების დაზიანება ბავშვის მიერ ფაქტობრივად გამორიცხულია.
გარდა იმისა, რომ მასალა საკმაოდ გამძლეა, ისე სპეციალურად გათვლილია მოძრაობაზე, მათ შორის გადაყირავებაზე, ხშირ დაწოლაზე, დარტყმაზე და ა.შ.
თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, თუ აუზი გასაბერია და ჰაერის გაჟონვა მოხდა, სპეციალური შესაკეთებელი მასალა როგორც წესი წინასწარ მოყვება მას კომპლექტაციაში, ან მინიმალური თანხა, 5-დან 10 ლარამდე ღირს.
პოპულარული მოდელები