როგორ შევარჩიოთ ფრეზის აპარატები?

ფრეზის აპარატები ხის მასალების დასამუშავებლად შეიქმნა, რომელსაც განსხვავებული - ღრმული ჭრის უნარი აქვს.

მისი დახმარებით შესაძლებელია  სწორი ან ფიგურული ღარების გაკეთება, ხეზე დეკორატიული ფორმების შესრულება,  კარის საკეტებზე რგოლების ამოჭრა, საბურღი ხვრელების დამზადება და ა.შ.   

განსხვავებული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ხის ფრეზი შეიძლება რამდენიმე მიმართულებით დაიყოს.

ზოგიერთი მათგანი უნივერსალურია, ზოგიც სპეციალიზირებული. ამიტომ, ყიდვის შემთხვევაში, უნდა იცოდეთ კონკრეტულად რა დანიშნულებისთვის გჭირდებათ მისი შეძენა.  

ფრეზის აპარატების შეძენისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამოდენიმე ტექნიკური მახასიათებელი: 

ძალა  

აპარატის შესაძლებლობები დიდწილად განისაზღვრება ელექტრო ძრავის სიმძლავრით.

ენერგიის ზრდა გულისხმობს ძრავის მასის და  განზომილებების მნიშვნელოვანად ზრდას. ექსპერტები კი რეკომენდაციას უწევენ ხელსაწყოს, რომელიც 1500 ვატამდეა.

ძლიერი ფრეზის აპარატი ადვილად შესძლებს გაუმკლავდეს ნებისმიერ პროფესიონალურ დავალებას.  თუმცა, დელიკატური სამუშაოების შესრულებისას, მაგალითად, კიდეების დამუშავებისას, მძიმე მანქანით მუშაობა ადვილი არ არის. 

როგორ შევარჩიოთ ფრეზის აპარატები?

სიჩქარე 

რაც უფრო მეტია საჭრელის ბრუნვის სიჩქარე, უფრო მაღალია დამუშავებული ზედაპირის ხარისხი.

თუ გჭირდებათ მაღალი სიზუსტე, დაბალი ფრეზის აპარატით მუშაობას აზრი არ აქვს. დაბალი ბრუნვის სიჩქარე საჭიროა მხოლოდ პლასტმასის დამუშავებისას, რადგან ამ შემთხვევაში, მაღალი ბრუნვის აპარატი გამოიწვევს მის გადახურებასა და მასალის დნობას.

ნახეთ ვიდეოც: როგორ მოვიხმაროთ ფრეზი?

ფრეზის აპარატების უმეტესობის სიჩქარე წუთში 20-დან 30 ათასამდე ბრუნს მოიცავს.

რაც უფრო დიდ დიამეტრზეა დაყენებული საჭრელის პირი, მით მცირეა კუთხის ბრუნვის სიჩქარე. მასალის სიღრმისა და სიმკვრივის დამუშავების დროს კი,  მნიშვნელოვანია სიჩქარის დარეგულირება. დარეგულირების შემდეგ, ფრეზის აპარატი თავად ირჩევს  ჭრის ოპტიმალურ რეჟიმს.  

ასევე გირჩევთ, თვალი გადაავლოთ  ჩვენს საიტზე წარმოდგენილ ფრეზებს, რომელთა შეძენის შემთხვევაში, ისარგებლებთ სახლში მიტანის უფასო სერვისით. 

რჩევები ფრეზის აპარატის შერჩევისას: 

რჩევა #1  

მაღალი ენერგიის საჭრელები დაგეხმარებათ სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაში; 

რჩევა #2

ხელესაწყოს სიჩქარის შეცვლა უნდა ხდებოდეს ავტომატურად; 

რჩევა #3

დარწმუნდით, რომ საჭრელს საკმაოდ კარგი „ჩაძირვის“ უნარი აქვს; 

რჩევა #4

საჭრელი თავის , ე.წ „მყვინთავის“ სიღრმის პარამეტრი ზუსტად უნდა აკმაყოფილებდეს თქვენს მოთხოვნებს; 

რჩევა #5

აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი ტიპის სახელური;  

როგორ შევარჩიოთ ფრეზის აპარატები?

რჩევა #6

შეამოწმეთ, აქვს თუ არა დამატებით დამხმარე საშუალებები. მაგალითად, მტვრის მოსაშორებელი საქშენები და LED განათება; 

რჩევა #7

შეამოწმეთ, რამდენად ხელმისაწვდომია დამხმარე ელემენტების შეცვლა თქვენს მიერ არჩეულ მოდელზე; 

რჩევა #8

შეამოწმეთ, რამდენად ხმაურიანი მოწყობილობა ან როგორია ვიბრაციის დონე.

საინტერესო პოსტი ხის ფრეზების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერ  მოდელზე შეაჩერებთ არჩევანს , ჩვენ გთავაზობთ  თქვენზე მორგებულ განვადების პირობებს. ონლაინ საბანკო განვადების პროცედურები ისურვეზე უმარტივესია და საკმარისია მხოლოდ 2 ველის შევსება პროდუქციის გვერდზე. ამდენად, სურვილს წინ ნუ აღუდგებით და მიიღეთ ნივთი ერთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!  

პოპულარული მოდელები

ფრეზი Bosch GOF 130
ფრეზი Bosch GOF 130
Regular price 489.00 ლარი 394 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ფრეზი Bosch GKF 550
ფრეზი Bosch GKF 550
Regular price 299.00 ლარი 264 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. როუტერი 2200W INGCO RT22008
ელ. როუტერი 2200W INGCO RT22008
Regular price 369.00 ლარი 334 ლარი / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. როუტერი 1600W INGCO RT160028
ელ. როუტერი 1600W INGCO RT160028
Regular price 299.00 ლარი 269 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი