როგორ შევარჩიოთ თმის გასასწორებელი უთო?

 იმისათვის, რათა თქვენი თმა ყოველ დღე იდეალურად გამოიყურებოდეს, საჭირო აღარაა ყოველდღიურად სალონში სიარული ან სხვადასხვა დამატენიანებლის გამოყენება. საჭიროა მხოლოდ თმის უთოს სწორად შერჩევა.

რაც უფრო ხშირად ისწორებთ თმას, მით უფრო საიმედო უნდა იყოს თქვენი თმის უთო, რათა  მაქსიმალურად შეუნარჩუნოთ თმას სიჯანსაღე და ბზინვარება.

რით განსხვავდება მოწყობილობები ერთმანეთისგან?

  • ფირფიტის მასალა - წარმოდგენილია მეტალის, კერამიკის და ტურმალინის საფარები. პირველის შემთხვევაში,  ყველაფერი გასაგებია - ფირფიტა არათანაბრად თბება, რამაც შეიძლება თმის დაზიანებასც კი გამოიწვიოს. გარდა ამისა, ეს არის იაფიანი უთოების ბიუჯეტური მასალა.
  • კერამიკა - უფრო უსაფრთხოა, ხოლო ზოგიერთი მწარმოებელი  დამატებით კერატინის სპრეითაც უზრუნველყოფს აპარატს.
  • ტურმალინი - ითვლება ძალიან ძვირფას მასალად და რა თქმა უნდა,  მთლიანად მისგან უთოებს არავინ აკეთებს.  საფარი  ძალიან ნაზია თმისთვის და საშუალებას გაძლევთ მას აბრეშუმისებრი,  გლუვი იერი მიანიჭოთ.
  • ძალა - რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელდი,  მით უფრო სწრაფად ასწორებს თმას. საშუალო მაჩვენებელი 30-40 ვტ-ია და ამ პარამეტრის მქონე  მოწყობილობა ნახევარ წუთში თბება. კარგია,  თუ დიზაინში გათვალისწინებულია გათბობის სენსორი, რადგან როდესაც დადგენილ წერტილამდე მივა,  უთო გაითიშება და  ენერგიის ზედმეტი მოხმარება არ მოხდება.
  • გათბობის ტემპერატურა - სტანდარტული საყოფაცხოვრებო უთოებისთვის ეს არის 200 ° C, ხოლო პროფესიონალური თმის უთოებისთვის  მაქსიმალური ტემპერატურაა 230 ° C, რომელსაც 6-11 რეჟიმი აქვს.

რომელი თმის უთო უნდა გამოიყენოთ კონკრეტულად?

თხელი,  მშრალი თმის მფლობელებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დაფარვას და ტემპერატურას. აქვე  გასათვალისწინებელია თმის სიგრძე: რაც უფრო მოკლედაა თმა შეჭრილი,  მით უფრო ვიწრო უნდა იყოს ფირფიტები (30 მმ-მდე). გრძელი თმისთვის კი საჭიროა ფართო  ფირფიტები (30-60 მმ).

Rowenta Premium Care Liss & Curl SF7660

მინაკერამიკა არის სპეციალური საფარი, რომელიც მოითხოვს ფრთხილად დამუშავებას.

ფართო ფირფიტები (4.5 სმ) შესაფერისია სქელ თმასთან სამუშაოდ, ხოლო მოწყობილობას შეუძლია  140-დან 230 გრადუსამდე გათბობა. Rowenta თმის გასასწორებელი მუშაობს ქსელით,  ხოლო მისი სიმძლავრე 65 ვტ-ია.

როგორ შევარჩიოთ თმის გასასწორებელი უთო?

უპირატესობები:

  • რამდენიმე ფუნქცია;
  • თერმოსტატის არსებობა;
  • თმისთვის შესაფერისი საფარი;
  • გოფრირების გაკეთების შესაძლებლობა

ნაკლოვანებები:

  • მოყვება მხოლოდ ერთი საქშენი

Rowenta  თმის უთო შესაფერისია გაყოფილი ბოლოებისა და გაფუჭებული თმისთვის.

Philips BHS377 Straight Care Essential

Philips თმის უთოს   გამოყენება შეგიძლიათ როგორც სახლში, ასევე  სალონებში პროფესიონალური დანიშნულებისთვის. რატომ? უთო თბება სასურველ ტემპერატურაზე მხოლოდ 30 წამში და მაქსიმალურ 230 ° C-მდე.

როგორ შევარჩიოთ თმის გასასწორებელი უთო?

რა თქმა უნდა,  ეს ტემპერატურა განკუთვნილია სქელი, მძიმე ან ხვეული თმისთვის,  მაგრამ ფრთხილი მიდგომით,  შეგიძლიათ მოკლე თმაც კი ეფექტურად გაასწოროთ. ფირფიტების საფარი  კერამიკულია, რომელსაც დამატებით კერატინის მასალა აქვს. ამდენად, თმას არათუ დაწვავთ, არამედ  უფრო მოვლილ იერს შესძენთ.

თერმოსტატი გათვალისწინებულია სახელურის ქვეშ და ამიტომ, უნდა შეეჩვიოთ ამ მცირე დისკომფორტს. დენის კაბელის სიგრძე დაახლოებით 2 მ-ია, ხოლო თავად მოწყობილობა ძალიან კომპაქტური და სასარგებლოა მოგზაურობის დროს.

Remington S 1005

Remington თმის უთო  აღჭურვილია ტეფლონით დაფარული კერამიკული ფირფიტებით. თავად ტეფლონი არ არის ძალიან საიმედო, რადგან  სწრაფად იშლება და ადვილად იკაწრება.

როგორ შევარჩიოთ თმის გასასწორებელი უთო?

უთოს აქვს ვიწრო,  მომრგვალო  11 სმ სიგრძის ფირფიტები,  რომელიც მარტივად ასწორებს ძალიან ხვეულ თმასაც. ტემპერატურა რეგულირდება 150-დან 230 გრადუსამდე.

უპირატესობები:

  • დამატებითი გრძელი ფირფიტები;
  • სწრაფი გათბობის რეჟიმი;
  • ავტომატური გამორთვა

ნაკლოვანებები:

  • სუსტი საფარი.

პოპულარული მოდელები

თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
თმის მოვლის კომპლექტი 5-1 ში OEM HS01
Regular price 100.00 ლარი 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის უთო Sokany SK-955
თმის უთო Sokany SK-955
Regular price 80.00 ლარი 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის უთო SOKANY HS-025
თმის უთო SOKANY HS-025
Regular price 39 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის უთო FRANKO FFI-1131
თმის უთო FRANKO FFI-1131
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი