როგორ შევარჩიოთ სწორად გრილის ტაფა

გრილის ტაფის მთავარი საიდუმლო გოფრირებული ზედაპირია, რომელზეც შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი კერძი მინიმალური რაოდენობის ზეთით და ხორციც მეტად ნაზი და სურნელოვანი გამოვა.

იმისათვის, რომ კერძის მომზადების პროცესში უსიამოვნო სიურპრიზები არ შეგემთხვეთ, უნდა იცოდეთ გრილის ტაფების შერჩევის რამდენიმე წესი:

სქელი ზედაპირი - შეარჩიეთ ტაფა სქელი გვერდებითა და ზედაპირით, რათა საკვები მათში თანაბრად გათბეს.

გვერდების სიმაღლე - ხორცის მოსამზადებლად დაგჭირდებათ უფრო მაღალი გვერდების მქონე მოდელები. თევზისა და ბოსტნეულისთვის შესაფერისია დაბალი ტაფები.

ფორმა - ადრე გაყიდვაში მხოლოდ მრგვალი ტაფები იყო. დღეს კი მწარმოებლები აწარმოებენ კვადრატულ, მართკუთხა და ოვალურ მოდელებს. რომელია უფრო მოსახერხებელი,  ეს უკვე  მყიდველის საბოლოო გადაწყვეტილებაა და მომზადებული საჭმლის ხარისხი ამაზე არ არის დამოკიდებული.

მასალა - თუჯის ტაფები შესაფერისია ხორცის მოსამზადებლად, რადგან ის გამძლეა ნაკაწრების მიმართ. ბოსტნეულისა და თევზისთვის შესაძლებელია მსუბუქი ალუმინის ტაფების გამოყენება, მაგრამ მასზე საკვები იოლად იწვის. ამისათვის კი საჭიროა კარგი წებოვანი საფარის მქონე მოდელის შერჩევა.

დიამეტრი - მინიმუმ 28 სმ დიამეტრის მქონე ტაფა  შესაფერისია ისეთი ოჯახისთვის, სადაც 3 ან მეტი ადამიანი ცხოვრობს. 26 სმ საკმარისია ორი ადამიანისთვის, ხოლო  ერთი ადამიანისთვის - 24 სმ.

Berlinger-Haus-Rosegold-Line

Berlinger გრილის ტაფები შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც აფასებს სიმარტივეს და ელეგანტურობას. აღსანიშნავია, რომ მოდელს აქვს მინის სახურავი და დამატებით ყიდვის საჭიროება არ არის (როგორც სხვა მოდელებში). გრილის ტაფა მოსახერხებელია ნებისმიერი ხორცის შესაწვავად.

როგორ შევარჩიოთ სწორად გრილის ტაფა

სამფენიანი მარმარილოს საფარი და ალუმინი უზრუნველყოფს საკვების თანაბრად გათბობას, რომელიც მეტად წვნიანი და არომატულია. ერგონომიული ფორმის რბილი სახელური უზრუნველყოფს კომფორტულ მომხმარებას, რადგან დაფარულია ელასტიური რეზინის მსგავსი მასალით, რომელიც არ თბება.

Berlinger Haus ტაფები შესაფერისია ყველა სახის ღუმელისთვის, მათ შორის ინდუქციურისთვისაც. მაგრამ, რადგან ინდუქციური ღუმელები ცოტა პრეტენზიული მოსავლელია ამიტომ, წარმოდგენილი გვაქვს ცალკე მიმოხილვა სპეციალურად ინდუქციური ღუმელის ტაფებისთვის.

უპირატესობები:

  • საკვები გამოდის მეტად წვნიანი და გემრიელი;
  • კომპლექტში შედის მინის თავსახური;
  • შესაფერისია ყველა ტიპის ღუმელისთვის.

უარყოფითი:

  • ზოგიერთი მიმოხილვის მიხედვით, სამწუხაროდ, მასზე საკვები იწვება.

Nadoba-Marmia

რეიტინგში შემდეგია ჩეხური მწარმოებლის გრილის ტაფა. პროდუქტს აქვს 5 ფენიანი წებოვანი საფარი, რომელიც შეიცავს ტიტანს. ამის წყალობით კი, ტაფის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღე ზედიზედ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. საფარის სიმტკიცე იმდენად მაღალია, რომ საჭმლის მომზადებისას დასაშვებია არასასურველი ლითონის საგნების გამოყენება.

როგორ შევარჩიოთ სწორად გრილის ტაფა

Nadoba იდეალურია ყველა ღუმელისა და გაზქურებისთვის, მათ შორის ინდუქციურის ჩათვლით. ზედაპირი დამზადებულია ალუმინისგან, რომელიც  უზრუნველყოფს საკვების თანაბარ გაცხელებას. სახელურები დამზადებულია ბაკელიტისგან, სითბოს მდგრადი პლასტმასისგან.

უპირატესობები:

  • ჭურჭლის ერთგვაროვანი გათბობა;
  • საკვების შეწვა შესაძლებელია ზეთის გარეშეც;
  • არ იკრავს საკვებს.

Travola

ეს არის სპეციალური ტაფა  არაწებოვანი საფარით, რომელიც არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და აქვს ანტიმიკრობული თვისებები. საკვების შეწვა-მოხარშვა შესაძლებელია ზეთის გარეშეც.

როგორ შევარჩიოთ სწორად გრილის ტაფა

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხის არაწებოვანი საფარი;
  • შესაძლებელია ზეთის გარეშეც მოხარშვა-შეწვა;
  • გამოიყენება ყველა ღუმელთან სამუშაოდ.

პოპულარული მოდელები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Kaiserhoff KH 4360
Regular price 220.00 ლარი 137 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
დიდი ალუმინის ქვაბი Scovo Silver
Regular price 120.00 ლარი 99 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777
Regular price 250.00 ლარი 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 8PCS
ალუმინის ქვაბების ნაკრები Scovo 8PCS
Regular price 200.00 ლარი 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია