რომელი  ქვაბები უნდა შეარჩიოთ გაზქურებისთვის?

თუ გაინტერესებთ, რომელი ქვაბების ყიდვა სჯობს გაზქურისთვის, ყურადღებით უნდა შეისწავლოთ ყველა მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ფოლადისა და ალუმინის ჩვეულებრივი ქვაბების ნაკრებით, რადგან თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ ბევრად ფართო არჩევანს, რომელთა ხილვაც ისურვე.გე-ს საიტზეც შეგიძლიათ.

თუკი ჩვენი ონლაინ მაღაზიის ვებგვერდს ესტუმრებით და ქვაბების ნაკრების კატეგორიაში გადახვალთ, სასიამოვნო სიახლე დაგხვდებათ, რადგან ფასდაკლებების გარდა, უამრავ სხადასხვა საჩუქარსაც გთავაზობთ.

მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, კატალოგს დაემატა არა მხოლოდ გაზქურის ჭურჭლის ნაკრები, არამედ ინდუქციური ქურის ქვაბების ნაკრებიც.

თითქმის ნებისმიერი ტიპის ქვაბი მშვენივრად მიესადაგება გაზქურას. მთავარია, გაითვალისწინოთ ცეცხლის მახასიათებელი. მაგალითად, კერძის მომზადების დროს, გათბობა  ძირითადად ხდება ქვედა არეში, ამიტომ ზედაპირი სასურველია იყოს სქელი.

ქვაბების ნაკრები ფასი

ყურადღება მიაქციეთ ისეთ ჭურჭელს, რომელსაც მრავალშრიანი ზედაპირი აქვს, რადგან ასეთ ქვაბში საჭმელი ბევრად უფრო სწრაფად მზადდება, ხოლო ფენებისა და მასალების რაოდენობა დამოკიდებულია უშუალოდ მწარმოებელზე.

გაზქურის კარგი ქვაბის ღირებულება არ უნდა იყოს ძალიან მაღალი. ამ შემთხვევაში, მთავარია შემდეგი მოთხოვნების დაცვა:

  • გლუვი ზედაპირი - ბრტყელი ზედაპირის მქონე პროდუქტს ცეცხლთან კონტაქტის დიდი არე აქვს, ამიტომ ის უფრო სწრაფად და თანაბრად თბება. გარდა ამისა, სტაბილურია გაზქურაზე სამუშაოდაც.
  • მჭიდროდ მორგებადი სახურავი - სახურავი არა მხოლოდ მჭიდროდ უნდა ერგებოდეს, არამედ იმდენად მძიმე უნდა იყოს, რომ დახრილობისას ძირს არ ვარდებოდეს.
  • სახელურები - კარგ ქვაბს ხრახნიანი სახელურები უნდა ჰქონდეს, მაგრამ არა შედუღებული. თუ გსურთ მომზადების პროცესი უფრო კომფორტული გახადოთ, შეარჩიეთ ტაფები სილიკონით ან ბაკელიტით დაფარული სახელურებით.
  • ნაკაწრებისა და დაზიანებისადმი მდგრადი ზედაპირი.
  • ნებისმიერი კერძის მომზადების სიჩქარე და ხარისხი უფრო მეტად დამოკიდებულია მასალაზე, მაგრამ წარმოდგენილ მრავალფეროვან მოდელებში სწორი არჩევანის გაკეთება ადვილი საქმე არ არის.
  • როგორი უნდა იყოს ალუმინის ქვაბები
  • ალუმინის ქვაბი  იდეალური ვარიანტია მაკარონისა და პილმენების მოსამზადებლად,  კვერცხის მოსახარშად და გაზქურაზე რძის ასადუღებლად. იმისათვის, რათა არ გაფუჭდეს კერძების გემო, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მასალის ზოგიერთი თავისებურება.

უპირატესობები:

ნაკლოვანებები:

ფოლადის ქვაბები და მათი მახასიათებლები

უჟანგავი ფოლადის ქვაბები დიდი ხანია სამზარეულოს ფავორიტი მასალაა, რომლებსაც რიგი უპირატესობები გააჩნიათ. მაგალითად,

მაღალი თბოგამტარიანობა - საკვები ძალიან სწრაფად მზადდება. ზოგიერთი კერძის მომზადებისას, უჟანგავი ფოლადის ტაფები  შეგიძლიათ ცეცხლიდან აიღოთ მომზადების დასრულებამდე 5-10 წუთით ადრეც კი;
ეკოლოგიურად სუფთა მასალები - მასალა არ შეიცავს ტოქსიკურ ნაერთებს და არანაირად არ შედის საკვებთან კონტაქტში;
გამძლეობა - სათანადო მოვლისა და გამოყენების შემთხვევაში, ქვაბები რამდენიმე წელი უპრობლემოდ მოგემსახურებათ;
ძალა და მდგრადობა დეფორმაციის მიმართ.

ქვაბებისა და ტაფების  ნაკრები

ქვაბების ნაკრების  არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მარკირებას, რომელიც დატანილია შეფუთვაზე ან თავად პროდუქტის ქვედა ნაწილზე: 18/10, 12/13, 08/13 ან 12/18. ეს არის ქრომის (პირველი ციფრი) და ნიკელის (მეორე) რაოდენობრივი თანაფარდობა ფოლადის შენადნობში. რაც უფრო მეტ ქრომს შეიცავს ფოლადი, მიჩნეულია, რომ მით უკეთესია.

იტალიური ტაფების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:

მრავალფუნქციური ტოსტერების საუკეთესო მწარმოებლები
მრავალფუნქციური ტოსტერების საუკეთესო მწარმოებლები
ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ტექნიკურ მახასიათებლებს. გამონაკ...
კითხვის გაგრძელება
რომელი ელექტრო შალაშინის ყიდვა სჯობს - მოდელების შედარება
რომელი ელექტრო შალაშინის ყიდვა სჯობს - მოდელების შედარება
ხის ხელსაწყოების შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მახასიათებლებს და პარამეტრებს: ელექტროძრავის...
კითხვის გაგრძელება
Rowenta  საუკეთესო ეპილატორების მიმოხილვა
Rowenta საუკეთესო ეპილატორების მიმოხილვა
ეპილატორების რეიტინგში ღირსეული ადგილი უჭირავს Rowenta ბრენდის ქვეშ წარმოებულ პროდუქციას, რომელთა...
კითხვის გაგრძელება