იტალიური ტაფები - მიმოხილვები
ქვაბებისა და ტაფების ნაკრების ზოგიერთი მწარმოებელი სულაც არ აწარმოებს ისეთ მაღალხარისხიან სამზარეულო ჭურჭლის ნაკრებს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ.
სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, ბლოგებისა და აღწერების საშუალებით რაც შეიძლება კვალიფიციური ინფორმაციები მოგაწოდოთ, რათა თავიდან აიცილოთ არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებთან ურთიერთობა, რომლებიც საბოლოოდ თქვენს იმედებს ვერანაირად ვერ გაამართლებენ.
Isurve.ge საიტს თუ ესტუმრებით, ნახავთ, რომ წარმოდგენილი გვაქვს მსოფლიოში აღიარებული, მაღალხარისხიანი ბრენდების ქვაბებისა და ტაფების ნაკრები, რომლებიც დიდი პოპულარობითა და აღიარებით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საიტზე წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ სანდო, ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი ხარისხის სამზარეულო ჭურჭელი, რასაც გაყიდვებისა და მოთხოვნის მაღალი რაოდენობაც მოწმობს.
დღევანდელ აღწერაში გთავაზობთ იტალიური ტაფების განხილვას, რომლებიც დიზაინის მიხედვით ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულია.
TIMA / TVS GRANITO FORTE
ტაფები მზადდება იტალიაში, ხოლო GRANITO FORTE-ს სერია მოიცავს ჭურჭლის ფართო სპექტრს, რომელიც სასურველია ნებისმიერ სამზარეულოში იყოს.
თითოეულ პროდუქციას მოყვება საკუთარი მარკირება, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
PFOA FREE - ნიშნავს, რომ გარკვეული მავნე მჟავეები და ნივთიერებები არ არის გამოყენებული საფარის დამზადებისას;
LEAD & CADMIUM FREE - გამორიცხავს ტყვიის და კადმიუმის არსებობას;
R3SISTEK - მოიცავს 4 ფენის საფარს, რომელიც სხვა მოდელებში შესაძლოა განსხვავებული იყოს;
Sand Blast +50% lifetime - ტაფის მომსახურების ვადა 50% -ით იზრდება იმის გამო, რომ საფარის დამზადებისას გამოყენება სპეციალური ქვიშა;
100% Aluminio Riciclabile - ალუმინი, როგორც პროდუქტის ძირითადი მასალა, შესაძლებელია გადამუშავდეს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ მასალა ეკოლოგიურად სუფთაა.
საფარის სტრუქტურა:
სქელი და სუპერ მყარი ფენა განკუთვნილია ნაკაწრებისა და აბრაზიის საწინააღმდეგოდ; ტაფის პირველი ფენა ქმნის დამატებით გამძლეობას;
ტაფის მეორე ფენა, რომელიც არაწებოვანი მასალისაა, გამოირჩევა გაზრდილი თბოგამტარობით.
R3SISTEK საფარის მახასიათებლები:
R3SISTEK წარმოუდგენლად გამძლე საფარია, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიის დამსახურებაა. ტაფის ტექსტურა ზრდის სითბოს გადაცემის არეალსა და თბოგამტარობას, რაც უზრუნველყოფს საკვების ცხობისა და ენერგიის დაზოგვის გარანტიას.
TIMA/TVS ART GRANIT
როგორც ზედა მოდელი, აღნიშნული ბრენდის ტაფებიც მზადდება იტალიაში. Art Granit-ის ტაფები და ქვაბები განკუთვნილია კონკრეტულად ინდუქციური ქურებისთვის.
ზედაპირის სტრუქტურა:
ალუმინის სქელი კორპუსი;
მყარი ლითონისა და კერამიკული ნაწილაკების ფენა;
ტაფის პირველი ფენა გამოირჩევა მაღალი მინერალური შემცველობით, ხოლო მეორე ფენა უფრო მტკიცეა;
გარე საფარი დამზადებულია გრანიტისგან.
დადებითი:
- ტაფა იდეალურია კერძების უსწრაფესად მოსამზადებლად, ხოლო არაღრმა, მაღალი კედლები განკუთვნილია საკვების სწრაფი შერევისთვის.
- ტაფის კედლები 9 სმ სიგრძისაა, სიღრმე კი 14.5 სმ-ია, რომელიც შესანიშნავია აზიური კერძების მოსამზადებლად. შიდა ზედაპირი ნახევარსფეროს სახისაა და აადვილებს პროდუქტების ერთმანეთში მარტივ მოქცევას.
პოპულარული მოდელები