როგორ შევარჩიოთ ქვაბების ნაკრები?
ნებისმიერი კარგი დიასახლისი გეტყვით, რომ ქვაბების ნაკრების არჩევა ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია, რომელსაც ყურადღებით უნდა მიუდგეთ. ის, თუ როგორი გამოვა თქვენი მომზადებული კერძი, დიდწილად დამოკიდებულია ქვაბებზე.
მოდით, ვნახოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ქვაბის ყიდვისას და რომელ ნიუანსებს აქვს ან არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
ქვაბების ტიპები
სხვადასხვა მოდელს აქვს სულ სხვა ფუნქციური დანიშნულება. ქვაბის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მთავარს - მისი გამოყენების მიზანს.
პირველ რიგში, უკეთესია დაიწყოთ სამი ან ოთხი ჭურჭლის შეძენით, რომელსაც ყველაზე ხშირად გამოიყენებთ. მსგავსი მოდელები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც, სადაც წარმოდგენილია მცირე მოცულობის ქვაბების ნაბორი(როგორც მას ხშირად იხსენიებენ). ვინც ყოველდღიურად ამზადებს მარტივ კერძებს მათთვის საკმარისი იქნება ქვაბების ძირითადი ნაკრები, რომლებიც შემდეგნაირად გამოიყურება: საშუალო ქვაბი 3-5 ლიტრი, პატარა 2 ლიტრი, ტაფა 28 სმ დიამეტრით.
აღნიშნული ქვაბების ნაკრები საკმარისია სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, პირობითად, მაკარონის ან ბრინჯის მოსახარშად, სოუსის ან ბოსტნეულის გასაკეთებლად და კარტოფილის, ხორცის ან თევზის შესაწვავად.
დიდი ქვაბები - მოიცავს ისეთ ჭურჭელს, რომელთა ტევადობაა მინიმუმ 5 ლიტრი. შეიძლება გამოყენებული იყოს წვნიანებისა და ჩაშუშული საკვების მოსამზადებლად.
საშუალო ზომის ქვაბები - გულისხმობს 3-დან 5 ლიტრამდე მოცულობის ჭურჭელს. მისი უნივერსალური ზომა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ წვნიანების მოსამზადებლად და საკვების სწრაფად გასათბობად.
მასალები და ზედაპირი
უჟანგავი ფოლადის ქვაბები - უჟანგავი ფოლადი გამძლე მასალაა, რომლის შენარჩუნება და მოვლა ადვილია ამიტომ, ისინი თითქმის ყველა სახლის სამზარეულოში გვხვდება.
უპირატესობები:
- ადვილად იწმინდება - უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოსათავსებლად;
- გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის გაზქურისა და ქურისთვის;
- ზემოქმედებისადმი წინააღმდეგობა და გამძლეობა - სათანადო გამოყენებითა და მოვლით, სამზარეულოს ქვაბები მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ;
- ამტანია მჟავებისა და საღებავების მიმართ, ხოლო საკვები არ შეიძენს უცხო გემოს;
- კოროზიის მიმართ გამძლეა.
უარყოფითი:
- უჟანგავი ფოლადის დაბალი თერმული ამტანობის გამო, ჭურჭელი შედარებით ნელა თბება.
ემალის ქვაბები
სამზარეულოს ჭურჭლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და იაფიანი ვარიანტია. ქვაბები დამზადებულია ფოლადისგან, მაგრამ ლითონის მინანქარი არის ემალირებული, რათა დაიცვას იგი კოროზიისგან.
უპირატესობები:
ემალის ქვაბები შესაძლებელია დიდხანს შეინახოთ მაცივარში. მინანქარი არ იჟანგება საკვებთან კონტაქტის დროს და არც გემოს უცვლის;
გამოსადეგია ყველა ტიპის გაზქურისა და ქურისთვის;
მოვლა-გამოყენება მარტივია;
ორიგინალური გარეგნობა - ემალი სხვადასხვა ფერის ქვაბების დამზადებას და მათ ზედაპირზე ნახატების მოხატვის შესაძლებლობას იძლევა;
კოროზიის მიმართ გამძლეა.
უარყოფითი:
- ჭურჭელი მოითხოვს ფრთხილად დამუშავებას, რაც გულისხმობს ხის ან სილიკონის კოვზების გამოყენებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ზედაპირის დაზიანებები.
ალუმინის ქვაბები
ალუმინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეკონომიური მასალაა, რომელსაც სქელი გვერდები და ფსკერი აქვს. სხვათაშორის, ალუმინის ქვაბების ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე, სადაც ასევე დაგხვდებათ სხვადასხვა მასალის ქვაბების ნაკრები.
უპირატესობები:
- ალუმინი კარგად ატარებს სითბოს, ამიტომ ჭურჭელი სწრაფად და თანაბრად თბება, რაც ხელს უშლის საკვების დაწვას.
უარყოფითი:
- ალუმინის ჭურჭელი არ უნდა გაირეცხოს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში;
- თხელკედლიანი მასალები მიდრეკილია დეფორმაციისა და ნაკაწრებისკენ;
- საკვების მომზადებისას გირჩევთ გამოიყენოთ ხის ან პლასტმასის კოვზები, რათა არ მოხდეს წებოვანი საფარის დაზიანება.
პოპულარული მოდელები