გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი სარეცხი მანქანის შეძენისას

2019 წლისთვის, ბაზარზე სარეცხი მანქანის 250-მდე მოდელი არსებობს და შესაბამისად, არჩევანის გაკეთება ძნელია.

ისინი ვიზუალით, საერთო ჯამში, არ განსხვავდებიან, თუმცა შესაძლებლობები და ხარისხი, თავისთავად, სხვადასხვაა. 

გააკეთეთ საუკეთესო არჩევანი სარეცხი მანქანის შეძენისას

თქვენი პოზიციის მქონე ადამიანების დასახმარებლად, ჩვენ შევქმენით მყიდველთა სახელმძღვანელო, რომელიც გაჩვენებთ სარეცხი მანქანის იმ მახასიათებლებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ შეძენისას.

ტექნიკის ფასი

როდესაც ახალ მოწყობილობას ყიდულობთ, რეალური ბიუჯეტის განსაზღვრა გჭირდებათ.

ცდუნება არის ის, რომ ყოველთვის მეტი დახარჯოთ, მაგრამ, მთავარია, ტექნიკის შესაძლებლობები ემთხვეოდეს თქვენს მოთხოვნილებებს.

საშუალო ფასში, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ Bosch-ის, Whirlpool-ის, Zanussi-სა და Hotpoint-ის A +++ ენერგოეფექტური სარეცხი მანქანა.

რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდია სარეცხი მანქანის ზომა და მეტია ფუნქციები, შესაბამისად, ფასიც მაღალია.

ზომა

სარეცხი მანქანის ბარაბნის ზომები ჩვეულებრივ მერყეობს 6-დან 12 კილოგრამამდე.

ეს პარამეტრი ეხება სარეცხის მაქსიმალურ მშრალ წონას, რომელსაც შეუძლია გაუმკვლავდეს. გადატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს დრენაჟის პრობლემები და გრძელვადიანი დაზიანება.

რა ზომა გჭირდებათ რეალურად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეამცირებს ვარიანტების რაოდენობასა და შესაბამისად, გაგიმარტივდებათ არჩევანიც.

სარეცხი მანქანის ბრენდები

უამრავი განხილვაა იმასთან დაკავშირებით თუ რომელი ბრენდის სარეცხი მანქანაა საუკეთესო ვარიანტი.

ეს ყველაფერი პირადი გამოცდილებების გათვალისწინებით ხდება.

ადამიანებს ბრენდებისადმი ნდობა, მხოლოდ მისი გამოყენების შემდეგ უჩნდებათ და შესაბამისად, ჩვენი შეხედულებაც სხვების გამოცდილებაზეა დამყარებული. 

საშუალო ბიუჯეტის დონეში არის Hotpoint, Zanussi და Whirlpool, რომელიც  დიდი ხანია ბრიტანეთის ბაზარზე იმყოფება.

ხოლო გამორჩეული ალბათ სამსუნგი და სარეცხი მანქანა ინდეზიტი გახლავთ, როგორც ხარისხით, ისე არჩევნის სიდიდის კუთხით.

როდესაც გადაწყვეტთ რომელი ბრენდის სარეცხი მანქანის ყიდვას აპირებთ, ფასი ნამდვილად იქნება საკითხი, როგორც საიმედოობა.

ენერგოეფექტურობა

ენერგოეფექტურობის შეფასება კიდევ ერთი ფაქტორია სარეცხი მანქანების შეფასებაში.

როგორც მოგეხსენებათ, სარეცხი საშუალებები დიდ ენერგიას მოიხმარენ წყლის გასათბობად. კარგი ამბავი ის არის, რომ უახლესი აპარატები დაახლოებით ერთი მესამედით ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, ვიდრე 1990 წელს გაკეთებული მანქანები.

A +++ მანქანას შეუძლია ენერგიის დაახლოებით ორი მესამედი გამოიყენოს, რასაც სტანდარტული A მანქანა მოიხმარს.

EER-ის რეიტინგები ემყარება ევროკავშირის დირექტივებს და ითვლის, თუ რამდენ ენერგიას იყენებს მანქანა, სავარაუდოდ, 220 სარეცხი ციკლისთვის წელიწადში.

ტესტებში ძირითადად იყენებენ ბამბას 60 ცელსიუს ტემპერატურაზე.

ამ უკანასკნელისთვის, წაიკითხეთ მომხმარებელთა მიმოხილვები ინტერნეტში და შეეცადეთ გაეცნოთ მოდელების ხელმისაწვდომობას.

Isurve.ge გთავაზობთ სარეცხი მანქანების დიდ არჩევანსა და ხელსაყრელ განვადებას.

და გიმხელთ საიდუმლოებებსაც სარეცხ მანქანებზე :)

გისურვებთ კარგ შენაძენს!

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 6კგ Hagen HFW610S
სარეცხი მანქანა 6კგ Hagen HFW610S
Regular price 799.00 ლარი 669 ლარი / თვეში 36 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
სარეცხი მანქანა 8კგ GORENJE WNHPI84AS/AR
სარეცხი მანქანა 8კგ GORENJE WNHPI84AS/AR
Regular price 1,575.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
სარეცხი მანქანა 7 კგ INDESIT WIN710S
სარეცხი მანქანა 7 კგ INDESIT WIN710S
Regular price 1,400.00 ლარი 819 ლარი / თვეში 44 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
სარეცხი მანქანა 8კგ GORENJE WNHPI84AS/R
სარეცხი მანქანა 8კგ GORENJE WNHPI84AS/R
Regular price 1,249.99 ლარი 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE