როგორ შევარჩიოთ ჰანტელები და გავხადოთ ვარჯიში მეტად ეფექტური
სპორტული ინვენტარის მაღაზიები დღითიდღე ფართოვდება და ისეთი უბრალო შენაძენიც კი, როგორიცაა ჰანტელები, მაქსიმალურად გონივრულად უნდა შეარჩიოთ.
კითხვას: თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ჰანტელები , ხშირად სვამენ ის ადამიანები, რომლებიც პირველ ნაბიჯს დგამენ სპორტისა და ვარჯიშისკენ. ამ საკითხზე რამდენიმე რჩევის მიღების შემდეგ, ვფიქრობთ, კონკრეტულად თქვენი საჭიროებისთვის განკუთვნილი ჰანტელების ყიდვა პრობლემური საკითხი აღარ იქნება.
პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ განტელების ტიპებს, მათ მექანიზმებს, წარმოების მასალას, მწარმოებელსა და ფასების კატეგორიას. შერჩევისას, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, თუ სად აპირებთ მათ გამოყენებას - სავარჯიშო დარბაზში თუ სახლში? როგორი ტიპის გჭირდებათ - წონის რეგულირებით თუ რეგულირების გარეშე? ყველაფერი ეს უკვე დამოკიდებულია თქვენს საჭიროებებზე.
ჰანტელების ტიპები
ყველა ჰანტელი იყოფა 2 ტიპად:
- დასაშლელი;
- დაუშლელი.
ყველაფერი დანარჩენი: წონა, ზედაპირის მასალა თუ აღჭურვილობა დამატებითი ნიუანსებია. კითხვაზე პასუხი: თუ რა ტიპის ჰანტელები უნდა შეარჩიოთ თქვენთვის, დამოკიდებულია ვარჯიშის მიზნებზე.
თუ გსურთ გაზარდოთ სიძლიერის მაჩვენებელი, შეარჩიეთ დასაშლელი სავარჯიშო ჰანტელები , რადგან მათი დამსახურებით აქტიური ვარჯიში გულისხმობს დატვირთვის ზრდას.
დასაშლელი ჰანტელები შესაფერისია დამწყებთათვის. დაიმახსოვრეთ: ასეთ დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ფიქსირებული წონის მქონე ჰანტლების ყიდვა, რომელიც ვარჯიშის საწყის ეტაპზე არ გჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ კუნთების ჰიპერტროფია მოითხოვს ვარჯიშის მოცულობის თანდათან და არა ერთიან ზრდას.
დასაშლელი ჰანტელები ასევე შესაფერისია იმ დროს, თუ გსურთ შეინარჩინოთ თქვენი სხეულის ფორმა და მთელი ცხიმი კუნთებად აქციოთ. კარდიო დატვირთვით აღჭურვილობის წონა ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ოდნავ იცვლება.
რჩევა: საშინაო ვარჯიშებისთვის შესაფერისია დასაკეცი ჰანტელები, რადგან კლასიკური ნაკრების 6-7 ვარჯიში ამუშავებს კუნთების ყველა მთავარ ჯგუფს და დიდ დროსაც არ გართმევთ.
რა უნდა იცოდეთ ჰანტელების არჩევისას?
ჰანტელები შესანიშნავი აღჭურვილობაა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ვარჯიშის დროს: ისინი შესანიშნავად ავითარებენ კუნთებს, აძლიერებენ კუნთოვან ქსოვილებს და ხელს უწყობენ ორგანიზმის მუდმივად ტონუსში ყოფნას. არჩევისას უნდა გესმოდეთ, თუ რა მიზნების მიღწევა გსურთ კონკრეტულად ამ სავარჯიშო ინვენტარით.
ფიქსირებული, იგივე დაუშლელი განტლების ყიდვა მოსახერხებელია კარდიო ვარჯიშისთვის, ხოლო დასაშლელი - კუნთების გასაძლიერებლად, რადგან თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მათი წონა და ჩამოკიდოთ საჭირო რაოდენობის რგოლები.
სხვათა შორის, ამ რგოლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან თითოეულ მათგანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჰანტელების არჩევისას, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ წონაზე.
რჩევა: მაღაზიაში სანამ ჰანტელების შერჩევით იქნებით დაკავებული, შეეცადეთ აიღოთ ისინი ხელში და შეასრულოთ რამდენიმე ვარჯიში. თუ თქვენი ვარჯიშის მიზანია სიძლიერის მაჩვენებლის გაზრდა, თქვენ უნდა აწიოთ ისინი მინიმუმ 6-8-ჯერ და დააკვირდეთ რამდენად კომფორტულია თქვენთვის. თუ 1-2-ჯერ ვერ აწევთ განტელებს, ე.ი. წონა არ არის თქვენთვის განკუთვნილი და სასურველია შეარჩიოთ 20%-ით მსუბუქი მოწყობილობა.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...