საუკეთესო ჰანტელების ჩამონათვალი

თუკი გსურთ, რომ სხეულის ლამაზი, გამოკვეთილი, დახვეწილი ფორმები გქონდეთ, ამისთვის ვარჯიში ყველაზე კარგი საშუალებაა.

გამომდინარე იქიდან, რომ სავარჯიშო ინვენტარები  ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, დღეს გადავწყვიტეთ, მხოლოდ ჰანტელების შესახებ გესაუბროთ.

ჰანტელი  სხვადასხვა ზომისა და წონის სავარჯიშო აქსესუარია, რომელიც შესაძლოა განკუთვნილი იყოს დამწყები და გამოცდილი სპორტსმენებისათვის. ბლოგის აღწერაში ორივე დანიშნულების ჰანტელები შეგხვდებათ ასე, რომ ვფიქრობთ, საინტერესო ინფორმაციას გიზიარებთ.  

საუკეთესო დასაკეცი ჰანტელები

ისეთი ჰანტელები   რომელთა წონის რეგულირებაც შესაძლებელია, ყველაზე კარგი  ვარიანტია სპორტსმენების ფართო სპექტრისთვის, დამწყებული ძალოსნებით,  დასრულებული ბოდიბილდერებით.

Proxima PS-ADB-5K / 40K

უნივერსალური დასაკეცი ჰანტელის  წონა შეიძლება განისაზღვროს 5-დან 40 კგ-მდე. ჯამში, გათვალისწინებულია  დატვირთვის 17 დონე. ხაზში ასევე შედის მსუბუქი სავარჯიშო ჰანტელები, რომელიც  შესაფერისია როგორც სახლის პირობებში გამოყენებისთვის, ასევე  სავარჯიშო დარბაზისთვის.

რაც შეეხება დიზაინს, აქვს  მოსახერხებელი მბრუნავი დისკი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ წონა. 2 კგ-იანი რეგულირება საშუალებას გაძლევთ, ვარჯიშის დროს თანდათან გაზარდოთ სხეულზე დატვირთვა.

სავარჯიშო აქსესუარები ჰანტელები Proxima

დადებითი მახასიათებლები:

  • კომფორტული ფორმა;
  • შესაძლებელია წონის კორექტირება;
  • მრავალფუნქციურობა;
  • დასადგამი სტენდი;
  • კომპაქტური ზომის ჰანტელები.

შესანიშნავი მოდელია სახლსა და სავარჯიშო დარბაზში სავარჯიშოდ. წონის კორექტირების შესაძლებლობა კი საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ჰანტელების დანიშნულება. იმისათვის, რათა თავიდან აიცილთ სპორტული ინვენტარის დაზიანება, შეეცადეთ არ დააგდოთ იგი იატაკზე.

Starfit DB-703

დასაკეცი, კომფორტული ჰანტელი, რომელსაც მოსახსნელი დისკები აქვს, შესაფერისია როგორც სახლში  სავარჯიშოდ, ისე - სპორტდარბაზში. რეგულირებადი დიზაინი საშუალებას იძლევა შეცვალოთ წონა 3-დან 20 კგ-მდე. ჰანტელის ზოლი დამზადებულია ფოლადისგან, რომელსაც პლასტმასის საფარი აქვს და ხელს არ უშლის ვარჯიშის პროცესს.

განტელები Starfit DB-703

ნაკრებში შედის ოთხი წყვილი დისკი, რომელთა წონა 0.75-დან 5 კგ-მდე მერყეობს. დისკები ფიქსირდება პლასტმასის რგოლებით, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაიცვითოს.

დადებითი:

  • მოსახსნელი თუჯის დისკები;
  • მაღალხარისხიანი ინვენტარი;
  • მოსახერხებელი შეფუთვა, რათა შესძლოთ ჰანტელის ტარება;
  • მის წონასთან შედარებით დაბალი ფასი აქვს.

მრავალმხრივი სპორტული ინვენტარი დასაკეცი, რეგულირებადი დიზაინით  შესანიშნავი არჩევანია ნებისმიერი ადამიანისთვის.  Starfit ჰანტელები  განკუთვნილია დამწყებთათვის, ბავშვებისთვის და გამოცდილი სპორტსმენებისთვის.

MB Barbell MB-FdbEM-B

მბრუნავი სახელური ხელს უწყობს სპორტსმენის მხრებზე დატვირთვას და ამავე დროს, გამორიცხავს მაჯის დაზიანების შესაძლებლობას. ორივე მხარეს განთავსებულია სამ-სამი დისკი, ხოლო თითოეულ მათგანს აქვს მაღალი ხარისხის რეზინის საფარი.

ჰანტელების ყიდვა MB Barbell MB-FdbEM-B

ყველა დისკი დაცულია სპეციალური ხრახნიანი საკეტით, რაც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო ფიქსაციას. ჰანტელის მთლიანი წონა 25 კგ-ია, მაგრამ ამ ხაზის პროფესიონალური სპორტული ინვენტარი 60 კგ-მდეც შეიძლება იყოს.

დადებითი მახასიათებლები:

  • კლასიკური დიზაინი მბრუნავი სახელურით;
  • კომფორტული სახელური;
  • დისკის რეზინის ზედაპირი;
  • დისკების საიმედო დამაგრება.

მინუსები:

  • საკმაოდ მაღალი ფასი.

Bradex SF 0161 / SF 0162

მარტივი ჰანტელი,  რომელსაც რეზინის ზედაპირი აქვს, განკუთვნილია ფიტნესის, თერაპიული და სხვა ვარჯიშებისთვის.  მისი წონა სულ რაღაც 2 კგ-ია და ამიტომ, ერთი ცალი ჰანტელი  კომფორტულად ჯდება ხელში, ხოლო ექვსკუთხა ფორმა ხელს უშლის იატაკზე თავისუფლად მოძრაობას.

მსუბუქი წონისა და კომპაქტურობის გამო, არ საჭიროებს დიდ შესანახ ადგილს. რეზინის ზედაპირი გამორიცხავს ვარჯიშის დროს ხელში სრიალს. გარდა ამისა, ჰანტელი დაცულია კოროზიისგან და ხელმისაწვდომია ლურჯ ან წითელ ფერში.

დადებითი მახასიათებლები:

  • მოსახერხებელი ფორმა;
  • რეზინის ზედაპირი;
  • კომპაქტური და მრავალფეროვანი;
  • გასაოცარი დიზაინი ორ ფერში;
  • ძალიან დაბალი ფასი.

მინუსები:

  • წებოვანი რეზინის საფარი.

პოპულარული მოდელები