როგორ შევარჩიოთ გაზქურა კარგი ღუმელით
ელექტრო და ინდუქციური ღუმელების განვითარების ფონზე, თავის პოპულარობას მაინც არ კარგავენ გაზქურები, რომლებიც ტექნიკის ბაზარზე დღემდე საკმაოდ მოთხოვნად პროდუქციად რჩება.
პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა დღეს უკვე გაზიფიცირებულია ამიტომ, გაზქურებზე ასეთი მაღალი მოთხოვნა გასაკვირი არ არის. ამასთან, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გაზის ღუმელებზე საკვების მომზადება უფრო სწრაფად ხდება და რაც მთავარია, ელექტრო ღუმელებთან შედარებით - ძალიან ეკონომიურია.
სამზარეულო გაზქურა ძვირადღირებული და დიდი ზომის ტექნიკაა, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში ფუჭდება. ძალიან იშვიათად გაიგებთ საუბარს იმის შესახხებ, რომ მათი შეცვლა გახდა საჭირო. ეს ფაქტი კი მიუთითებს იმაზე, რომ მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ, უპრეტენზიოდ შესძლებთ მის გამოყენებას.
დღევანდელი ჩვენი ბლოგი დაეხმარება ყველა იმ ადამიანს, ვინც ახალი გაზქურის ყიდვით არის დაინტერესებული და სურს გარკვეულ მახასიათებლებში უკეთ გარკვევა. ჩვენ გეტყვით როგორ შეარჩიოთ საუკეთესო გაზქურა, რომელსაც ღუმელის ფუნქციაც ექნება.
გაზქურის ტიპები
პირველი, რასაც სამზარეულოს გაზქურის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს არის - ტიპები. გსურთ მხოლოდ გაზზე მომუშავე მოდელები თუ უპირატესობას მიანიჭებთ გაზისა და ელექტროენერგიის კომბინაციას? საბოლოო არჩევანი, რა თქმა უნდა, თქვენზეა!
ისეთი ტიპის მოდელები, რომელშიც გაზქურა და ღუმელიც გაზზე მუშაობს, ძალიან პოპულარულია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გაზის ტარიფი ელექტრო ენერგიის ტარიფთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, ბევრი მომხმარებლისთვის ძალიან ეკონომიურია ასეთი შესაძლებლობის გამოყენება.
გარდა ამისა, გაზქურა ჩვეულებრივ უფრო იაფია, ვიდრე იმავე მწარმოებლის კომბინირებული მოდელები, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაბალი ფასიდან გამომდინარე, ყველანაირ კომფორტის ვერ მიიღებთ, რადგან გაზის ღუმელებში არ არსებობს:
ზედა გათბობა;
ვენტილატორი პალატის შიგნით ცხელი ჰაერის თანაბრად განაწილებისთვის;
დაბალ ტემპერატურაზე მუშაობის რეჟიმები;
ტემპერატურის ზუსტი კონტროლი.
გაზქურა და ელექტრო ღუმელი
ელექტრო ღუმელით აღჭურვილი გაზქურა ოქროს შუალედია ეკონომიურობასა და მარტივად გამოყენებას შორის. ეს ვარიანტი, ერთის მხრივ, საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ ელექტროენერგია ლანჩებისა და სადილების ყოველდღიური მომზადებისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ თანამედროვე ელექტრო ღუმელების ყველა უპირატესობით (ზუსტი ტემპერატურის კონტროლი, კონვექცია, გრილი და ა.შ.).
იმ შემთხვევაში, თუ კი ელექტრო ღუმელიან გაზქურას შეიძენთ, ყველა ვარიანტში მოემზადეთ გაზრდილი გადასახადებისთვის, რადგან ორივეს კომბინაცია ეკონომიურ მოხმარებას ვერ შეგპირდებათ. გარდა ამისა, ასეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამონტაჟება მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და დროის დახარჯვას.
კომბინირებული ღუმელები
სამზარეულოს ღუმელები, რომლებზეც გაზისა და ელექტრო სანთურები ერთობლივადაა დამონტაჟებული, გაცილებით ნაკლებად არის გავრცელებული, მაგრამ ტექნიკის სავაჭრო მაღაზიებში მათ მაინც შეხვდებით.
ასეთი ტიპის მოდელები განსაკუთრებით მოთხოვნადია აგარაკების მფლობელებისთვის, რომლებიც გაზის დასატენ ბალონებს იყენებენ, რადგანაც შეგიძლიათ ელექტრო ქურაზე გადაერთოთ თუ ბალონში გაზი ადრე ამოიწურება.
გაზისა და ელექტრო სანთურების თანაფარდობა, როგორც წესი 3: 1-ზეა (მოდელები ორი გაზის და ორი ელექტრო სანთურით ნაკლებად გვხვდება).
გაზქურის ზომები
ყველა გაზქურა, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, სტანდარტული სიმაღლისაა - 85 სმ. სიღრმე შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ არც ისე ბევრი - 50-დან 60 სმ-მდე. რაც შეეხება სიგანეს, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიანტია ამიტომ, ფართო არჩევანის შესაძლებლობა ამ მხრივ ნამდვილად გაქვთ.
ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ისეთი გაზქურებია, რომელთა სიგანეა 50 და 60 სმ. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ნახავთ როგორც სუპერ წვრილ 30 სმ მოდელს, ისე უბრალოდ უზარმაზარ მოდელებს, რომელთა სიგანეა 90 ან თუნდაც 120 სმ.
პოპულარული მოდელები