როგორ შევარჩიოთ ბავშვის საწოლი
როდესაც ოჯახში ახალი წევრი გემატებათ, ჩნდება იმის საჭიროება, რომ პატარასთვის განკუთვნილი საწოლი უნდა შეარჩიოთ.
ბავშვის საწოლის არჩევას ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოთ, რისთვისაც არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. ბავშვის საწოლი არა მხოლოდ მაღალი ხარისხის, კომფორტული, უსაფრთხო და პრაქტიკული უნდა იყოს, არამედ ლამაზიც.
დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ რამდენიმე განსხვავებული ტიპის ბავშვის საწოლს:
პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის საწოლების ყიდვა სასურველია ასაკისთვის შესაბამისად. იმისათვის, რომ ძილის დროს ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს, საწოლი უნდა შეესაბამებოდეს მის სიმაღლეს. ამჟამად, მწარმოებლები გვთავაზობენ მრავალ ვარიანტს, რომლიდანაც ოპტიმალური მოდელის შერჩევა რთული აღარ არის. ასე რომ, ძირითადი ტიპები მოიცავს:
- ახალშობილთა საწოლებს;
- საწოლებს ბაღის ასაკის ბავშვებისთვის;
- საწოლებს სკოლის ასაკის ბავშვებისთვის;
- საწოლებს თინეიჯერებისთვის.
საბავშვო საწოლების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები
საბავშვო საწოლების არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი და დაიცვათ გარკვეული კრიტერიუმები:
საწოლი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს, ასევე ოთახის ფართობს;
მასალა, რისგანაც მზადდება ჩარჩო და ბაზა, ძალიან მნიშვნელოვანია. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მასალა უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი;
უნდა გაივალისწინოთ უსაფრთხოებაც;
სწორად უნდა შეარჩიოთ საწოლის ქვედა სიმაღლე;
საბავშვო მატრასები უნდა იყოს მაღალხარისხიანი;
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ნიუანსია საწოლის მიმზიდველი გარეგნობა და ფორმა.
თუ ბავშვის ოთახი ძალიან პატარა ზომისაა, აზრი არ აქვს იფიქროთ ორსართულიანი ან ასაწევი სტრუქტურის მქონე საწოლების შეძენაზე. ასევე არსებობს საწოლების მთელი კომპლექტი, რომელიც აერთიანებს საძილე, სამუშაო და შესანახ ადგილს.
ახალშობილთათვის საწოლის შერჩევა
საბავშვო ავეჯის მწარმოებლები და გამყიდველები გვთავაზობენ საბავშვო საწოლების უზარმაზარ არჩევანს. ბავშვის საწოლის არჩევისას, მისი ფუნდამენტური წერტილი მოხერხებულობა, დამზადებული მასალების ეკოლოგიურობა და ფუნქციონირებაა.
კლასიკური მოდელები
ტრადიციულად, კლასიკური საბავშვო საწოლები ხისგან მზადდება, რომლებსაც სტანდარტული ზომები აქვთ: 120x60 ან 140x70 სმ. მშობლების უმეტესობას ასეთი ხის საწოლები ურჩევნია, რადგან პირველი სამი წლის განმავლობაში, ბავშვი უპრობლემოდ შესძლებს მასში ძილს.
მაღალი ხარისხის საწოლის არჩევისას უნდა გახსოვდეთ, რომ საუკეთესო ვარიანტი ბუნებრივი მასალისგან დამზადებულია, რომელიც არ არის დაფარული ლაქით ან საღებავით.
კლასიკური მოდელების კიდევ ერთი დამახასიათებელია ბორბლების არსებობა, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ ავეჯი თავისუფლად გადაადგილოთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით. ასეთი საწოლები, როგორც წესი, აღჭურვილია ორი დონის სიმაღლის მარეგულირებლით, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ ლეიბების სიმაღლე. ზოგჯერ კლასიკურ მოდელებს ავსებს მოსახსნელი მხარეები და სათავსო ყუთები.
ტრანსფორმატორი საბავშვო საწოლები
თუკი ბინაში მცირე ფართი გაქვთ, მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ ტრანსფორმატორი საბავშვო საწოლები, რომლებიც ყველაზე პრაქტიკულია. საწოლი ადვილად გადაიქცევა ავეჯის მთელ კომპლექტად, მათ შორის საწოლად, გამოსაცვლელ მაგიდად და უჯრად.
ეს მოდელი განკუთვნილია 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამასთან, შესაძლებელია გარკვეული ნაწილების მოხსნა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, საწოლის ხანგრძლივობას ათ წლამდე გაზრდის. როდესაც ბავშვი წამოიზრდება, ასეთი საწოლი შეიძლება დაიშალოს ცალკეულ ნივთებად, რომლის მნიშვნელოვანი მინუსი მისი მასურობა და მაღალი წონაა.
პოპულარული მოდელები