როგორ მოვიხმაროთ ეპილატორი სწორად?
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ქალებს, ზედმეტ თმას სხეულზე არავინ პატიობს, მას ებრძვბიან ყველანაირი ხერხით: ერთჯერადი საპარსებით, ლაზერის სხივებით, ცვილით, თმის ასახევი საშუალებებით, დეპილატორული კრემით და კიდევ უამრავი ხერხით.
თუმცა ლეგენდა, რომ რომელიმე საშუალების მოხმარების შემდეგ თმა აღარ გაგეზრდებათ არასასურველ ადგილას, ლეგენდად რჩება. ამ რუტინული საქმიანობის შესრულება პერმანენტულად მაინც უწევთ.
თუ გსურთ გაპარსვის შემდგომ აბრეშუმივით კანი გქონდეთ , ყოველივე ზემოთხსენებული საშუალების გარეშე, რომელიც თმის წამოზრდას არ მოითხოვს, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. აბრეშუმივით გლუვი კანი? ეს შესაძლებელია ეპილატორის მეშვეობით, 6 კვირამდეც კი!
ადვილია იმის სწავლა, თუ როგორ გავიკეთოთ ეპილაცია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ თქვენი ეპილატორი, ისე რომ თქვენ მიიღოთ საუკეთესო შედეგი, ამას დიდი დრო არ დასჭირდება და ეს პატარა მოწყობილობა თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება.
- აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ეპილატორი
ეპილატორის (იგივე პლოიკა) ფასი 50 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. ფასის მიხედვით, რა თქმა უნდა, განსხვავდება მისი ხარისხი. მაღალი ხარისხის ეპილატორებს აქვს უფრო მეტი პინცეტი. რაც შესაძლებლობას გვაძლევს სხეული სხვადასხვა უბნებში მოვახერხოთ ეპილაციის გაკეთება.
თუ თქვენ ახლა იწყებთ ეპილატორით სარგებლობას, უმჯობესია აირჩოთ სველი და მშრალი ეპილატორი, რომლის გამოყენებაც შხაპის ქვეშ შეგიძლიათ, ეს ნიშნავს, რომ თბილი წყალი ამშვიდებს კანს და ხსნის ფორებს, რომ თქვენ ნაკლებ დისკომფრტს იგრძნობთ . ასევე მოსახერხებელია, რადგან ჩამოცვენილ თმას უბრალოდ ასუფთავებ და არ გჭირდება მისი პირსახოცის დასვრა.
ჩვენ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ეპილატორებს ჩვენს მიმოხილვაში, რა თქმა უნდა გირჩევთ, რომ ცოტა მეტი გადაიხადო ხარისხის მისაღებად.
ერთი უმთავრესი რჩევაა არ დაგავიწყდეთ ეპილატორის სატენზე შეერთება!
- ეპილაცია დაგეგმეთ წინასწარ
განსაკუთრებით მათ ვინც, ეპილატორის გამოყენება ახლახან დაიწყო, არ გირჩევთ აჩქარდეთ, გამოიყენეთ ამისთვის თავისუფალი დრო. თუკი უსიამოვნო შეგრძნებები გექნებათ, შეგიძლიათ დრო და დრო დაისვენოთ, პირველ ეტაპზე ეპილაციას უფრო დიდი დრო სჭირდება, შემდეგ ნახავთ, რომ ბევრად ნაკლებ დროში მიაღწევთ სასურველ შედეგს.
თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, შეიძლება რამოდენიმე საათში, კანზე მოწითალო ლაქები გაგიჩნდეთ, რაც ბუნებრივი და უვნებელია თუ საღამოს რაიმე ღონისძიებაზე არ მიდიხართ. ამიტომ უმჯობესია ეპილაცია საღამოს სცადოთ. ღამის განმავობაში გაგივლით.
ასევე არ არის რეკომენდირებული ეპილაციის გაკეთება, მენსტრუალური ციკლის დროს, რადგან ამ დროს ტკივილის მიმართ უფრო მომატებულია მგრძნობელობა. სანამ დაიწყებთ ეპილაციას, მანამდე კარგი იქნება კანის პილინგი, ეს ამოიღებს მკვდარ კანს ზედაპირიდან და შეამცირებს თმის ჩაბრუნების შანსს.
გირჩევთ პილინგისთვის გამოიყენოთ ჰიპოალერგიული ბუნებრივი საშუალება პარაბინის და ზეთის გარეშე. თუ თქვენ აირჩიეთ კაბელიანი ეპილატორი, დარწმუნდით, რომ კანი კარგად არის მშრალი, რათა დაეხმაროთ თმას იდგეს.
გაიშრეთ კანი თმის ზრდის საწინააღმდეგოთ. ზოგი ქალბატონი იყენებს ბავშვის პუდრს, რაც კანს კარგად აშრობს და თმას უფრო ხილულს ხდის, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, ეპილატორი არ გაგიფუჭდეთ.
თუ თქვენ გაქვთ სველი და მშრალი ეპილატორი, მაშინ აშკარად არ არის საჭირო გამშრალება, მაგრამ სუფთა კანი ყოვეთვის საუკეთესოა, რადგან დამატენიანებელმა ლოსიონებმა და ტანის კარაქმა შეიძლება თმა გააცხიმიანოს და ეპილატორის პინცეტს გაუჭირდეს თმაზე მოჭიდება .
- ჩართეთ
შემდგომი ნაწილი, შეიძლება ცოტა შემაშფოთებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ ნამდვილად არ არის ისეთი ცუდი, როგორსაც თქვენ ფიქრობთ, ეპილატორი ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება ვიდრე ის სინამდვილეშია.
დაიწყეთ ისეთ არეზე სადაც ნაკლებად მგრძნობიარეა, მაგალითად, ფეხის ქვედა ნაწილზე, ეპილატორი 90 გრადუსიანი კუთხით დაიჭირეთ, მისი ზედაპირი კანს უნდა ეხებოდეს, მაგრამ არ უნდა იყოს კანზე მიჭერილი, ყველა სხვა კუთხით საპარსები ეფექტურად ვერ მოჭრიან თმას და შეიძლება შუაში გაწყვიტონ.
ცალი ხელით გადაიჭიმეთ კანი, ეს ხელს შეუწყობს თმის უფრო მარტივად ამოსვლას და შესამჩნევად ამცირებს დისკომფორტს. ღრმად ამოისუნთქეთ და ჩართეთ თქვენი ეპილატორი, ნელა გადაატარეთ კანზე, თმის ზრდის მიმართულების საწინააღმდეგოდ.
რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ოდნავ არასასიამოვნო იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმაზე ცუდი არაა, რაც წარმოგედგინათ. მას შემდეგ, რაც თქვენ შეეჩვევით მსგავს შეგრძნებებს და ოდნავ შვებას იგრძნობთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ სხეულის სხვა ნაწილებზე. ყოველთვის იმუშავეთ თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით.
არ გაიკეთოთ ეპილაცია სწრფად, სისწრაფის შემთხვევაში შეიძლება ჩაგიბრუნდეთ თმა. კარგია პერიოდულად შესვენებების გაკეთება, რაც უფრო ხშირად იყენებთ ეპილატორს, მით უფრო ნაკლებად მტკივნეული ხდება, თმა უფრო თხელია და უფრო ადვილად ამოდის.
- ეპილაციის შემდეგ
ეპილაციის შემდეგ თქვენი კანი, ალბათ, ოდნავ წითელია, ეს ნორმალურია და შეიძლება ყოველ ჯერზე სიწითლე შემცირდეს და საბოლოოდ სულ გაქრეს, თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ყოველ ჯერზე კანი გაწითლდეს.
თქვენ შეგიძლიათ კანი დაამშვიდოთ ალოეს ან სხვა დამაშვიდებელი ეფექტის დამატენიანებელით. ბიკინის ხაზზე შეიძლება ჩაის ხის ზეთის გამოყენება ან ლავანდის ზეთი შეგიძლიათ სცადოთ.
ეპილაციის შემდგომ მოვლა მარტივია, მძიმე ნაწილი დასრულებულია.
- ეპილატორის მოვლა
გახსოვდეთ, ყოველი მოხმარების შემდგომ გაწმინდოთ თქვენი ეპილატორი, ეპილატორების უმეტესობას მოყვება პატარა ჯაგრისი, რითაც შეგიძლიათ დარჩენილი თმისგან გაწმინდოთ.
თუ თქვენ გაქვთ წყალგაუმტარი ეპილატორი, შეგიძლიათ წყლით ჩამორეცხოთ თავი და სხვა ნაწილები, ასევე შეგიძლიათ გაწმინდოთ სამედიცინო სპირტით.
- შემდგომი ნაბიჯები
რამოდენიმე დღის მერე, რაც კანი გაგიღიავდებათ, შეგიძლიათ, ისევ სცადოთ ამის გაკეთება, რადგან შეიძლება გარკვეულ ადგილებში ისევ იყოს თმა წამოზრდილი, რაც შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ ეპილატორს იქამდე იღებდი კანიდან მანამ ფესვიდან ამოიღებდა თმას, ან იმის გამო, რომ ეს თმები ზრდის ციკლის სხვადასხვა ეტაპზეა და მხოლოდ ახლაღა გახდა შესამჩნევი.
ეს რჩევები დაგეხმარებათ თქვენ, პოსტი: შეარჩიოთ საუკეთესო ეპილატორი და გამოიყენოთ ისე, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები