როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხე 2021 წელს
ითვლება, რომ საახალწლო ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია გერმანიიდან შემოვიდა, ხოლო საშობაო ხის გაფორმების შესახებ ყველაზე გავრცელებული ლეგენდა გერმანელ მარტინ ლუთერს უკავშირდება. გერმანიის შემდეგ, ეს ტრადიცია მთელ ევროპასა და შემდეგ დანარჩენ მსოფლიოშიც გავრცელდა.
მართალია, თავდაპირველად ნაძვის ხეებს სანთლებითა და ბუნებრივი პროდუქტებით - ხილითა და ტკბილეულით ამშვენებდნენ, მაგრამ ეს ტრადიცია დროსთან ერთად შეიცვალა.

თანამედროვე სამყაროში, ახალი წლის ნამდვილი და ხელოვნური ნაძვის ხეები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რაც ტექნოლოგიისა და დეკორაციის ფართო არჩევანის წყალობით ხდება.
ამ ბლოგში ჩვენ მოგიყვებით თუ როგორ უნდა გავაფორმოთ ნაძვის ხე ლამაზად და როგორ შევარჩიოთ სწორად დეკორაციები.
ნაძვის ხის მორთვა ნამდვილი ხელოვნებაა, რომელსაც თავისი ტენდენციები აქვს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ლამაზი ნაძვის ხის გაფორმება შეუძლებელია თუნდაც პატარა გეგმის გარეშე. ამიტომ, თუ შრომისმოყვარე ხართ, მაშინ აუცილებლად ჩაერთეთ ამ სასიამოვნო პროცესში.
რომელი ფერი უნდა შევარჩიოთ?
პირველი ნაბიჯი არის იმის გადაწყვეტა, თუ რა ფერებში უნდა გავაფორმოთ ნაძვის ხე. სასურველია ეს იყოს ორი - მთავარი და დამატებითი. ხის ფერები მინიმალურად უნდა შეესაბამებოდეს იმ ოთახს, რომელშიც აპირებთ მის განთავსდებას.
საახალწლო პალიტრა არ უნდა იყოს ძალიან მრავალფეროვანი - უმჯობესია აირჩიოთ 2 ფერი. მაგალითად, ნაძვის ხის ოქროსფერი გაფორმება წითელთან ერთად ყოველთვის აქტუალური ვარიანტია.

2021 წელი, აღმოსავლეთის კალენდარის თანახმად, თეთრი (მეტალისფერი) ხარის წელია. ამიტომ, ნაძვის ხეც შეგიძლიათ გააფორმოთ რამდენიმე ფერში - თეთრში, ვერცხლისფერში ან ოქროსფერში.
თუ მხოლოდ ამ ფერებს გამოიყენებთ, მაშინ ნაძვის ხე დათოვლილი ეფექტით და ფერმკრთალი გამოჩნდება.
როგორ გავაფორმოთ სწორად ნაძვის ხე?
ბეჭდის მეთოდი - ამ ტექნიკის თანახმად, დიდი საახალწლო სათამაშოები უნდა მოთავსდეს ქვედა ნაწილში, ხოლო პატარა უფრო ზედა ნაწილში.
დღეს უამრავი ვარიანტი არსებობს, თუ როგორ უნდა დაამშვენოთ საახალწლო ნაძვის ხეები, სათამაშოების არჩევა და ყიდვა ახალი წლის ერთ-ერთი სახალისო და მთავარი ატრიბუტია, რომელიც თბილსა და ლაღ საახალწლო გარემოს გვიქმნის.

ბაზარზე ნაძვის ხის დეკორაციების მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, მაგრამ ისინი უნდა შეირჩეს გონივრულად, რათა მომავალში იმედგაცრუებულნი არ დარჩეთ მათი ხარისხით.
გირლანდები
ეს ულტრა-ნათელი გირლანდები წარმოდგენილია რამდენიმე ფერში, რომლებსაც LED განათებები აქვს. ზოგადად, საახალწლო კატალოგებში წარმოდგენილია რამდენიმე ფერში - ლურჯი, წითელი, ყვითელი, მწვანე, თეთრი ან მრავალფეროვანი. ასე, რომ მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ საახალწლო განათებების ზუსტი დიაპაზონი, რომელიც შეესაბამება ნაძვის ხის სპეციფიკურ ინტერიერს და სტილს.
თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ ნაძვის ხე, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი წინა ბლოგი, რომელიც პროდუქტის სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







