როგორ გამოვიყენოთ ყავის აპარატი?

თანამედროვე ტექნოლოგიები (მითუმეტეს Internet of Things)-ის გათვალისწინებით მიისწრაფიან რომ ადამიანს შეუქმნან მაქსიმალური კომფორტი. ზოგიერთი ტექნიკა ძალიან განსხვავდება სულ რაღაც 10 წლის წინანდელი ვერსიისგან. თუმცა ამავე დროს არსებობენ ტექნიკის კლასიკოსები - დანადგრები რომლებიც უკვე დიდი ხანია მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ბოლოდროინდელი პროგრესი მათ ისედაც მაღალ კლასს ფაქტიურად არ დამუქრებია. სწორად ამ ტიპს წარმოადგენენ ყავის აპარატები.

ყავის არომატის სიამოვნება ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან იყო ცნობილი, თუმდა ფუფუნების საგნიდან მისი ყოველდღიურ პროდუქტად ქცევა შეიძლება ითქვას რომ ყავის აპარატების დამსახურებაა.როგორ წარმოგიდგენიათ კაფეში ვიზიტი ფინჯანი ყავის გარეშე? ყავის აპარატები კი ამ კულტურაში იგივე როლს ასრულებს რაც ფაქტიურად ლიტერატურისთვის შეასრულა გუტენბერგის საბეჭდმა მანქანამ.

2018 წლის კვლევებმა მიხედვით ადამიანებთა 78% მონაცემების მიხედვით ყავის მომზადებას სახლში ამჯობინებენ, რაც ავტომატურად განაპირობებს თანამედროვე, ხარისხიანი და ინოვაციური ყავის აპარატების საჭიროებას.

ყავის აპარატის ტიპები

  • წვეთოვანი ტიპის (ფილტრიანი) მადუღარა.
  • ე.წ ესპრესოს აპარატი
  • გეიზერული მადუღარა.
  • კაფსულიანი მადუღარა.
  • კომბინირებული მადუღარა.
  • ფრანგული პრესი (ფრენჩ-პრესი).

ფილტრი აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად აუცილებელია იცოდეთ, რომ არსებობს სამი სახის ფილტრი

  1. ერთჯერადი ქაღალდის ფილტრი, რომელიც გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ.
  2. ნეილონის ფილტრი - ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, იგი შედის კომპლექტში და გათვლილია ყავის 60-ჯერ მოდუღებისთვის.
  3. ოქროს ფილტრი - სინამდვილეში ისეთივეა, როგორიც ნეილონის ფილტრი მხოლოდ დაფარულია ტიტანის ნიტრიტით, რაც ზრდის მისი ექსპლუატაციის ვადასა და ფასს.

როგორ გამოვიყენოთ ყავის აპარატი?

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ:

  • ყავის ხარისხი არა მარტო ყავის მარცვლების ჯიშზე და მათ ხარისხზეა დამოკიდებული, არამედ ჭურჭლის მასალაზეც, რომელშიც დუღდება ყავა, აგრეთვე დაპრესვის ხარისხზე.
  • ანუ თუ ზედმეტად სუსტად ან პირიქით ზედმეტად ძლიერად ჩაპრესავთ ჭურჭელში, ყავის საუკეთესო თვისებები შეიძლება დეფექტებად გადაიქცეს (გახდეს ზედმეტად მწარე ან მჟავე)
  • სწორად ჩაპრესვის უნარი გამოცდილებასთან ერთად მოდის, რომელიც გამოგიმუშავდებათ ხშირად გამეორების შემდეგ.

რჩევები მომზადების პროცესში:

გადახედეთ რჩევებსაც იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევარჩიოთ ყავის აპარატი.

  • ზოგიერთ მოდელს გააჩნია ფუნქცია რომლის საშუალებითაც შეიძლება ქაფის სისქის რეგულირება.
  • ქაფის მოსამზადებლად საუკეთესოა მაღალი, 3,5% ცხიმიანობობის რძე ან 11%-იანი ნაღები.
  • რძის ქაფის მისაღებად ფინჯანი რძე უნდა დადგათ ორთქლის მილაკის ქვეშ და  დააჭიროთ ღილაკს. ადღვებილ ქაფს კი შეგძლიათ დაუმატოთ გემოვნებით დაფქვილი შოკოლადი ან თხილი.
  • ყავის გურმანები თვლიან, რომ საუკეთესო არომატის და თვისებების  შესანარჩუნებლად საჭიროა მარცვლები დაიფქვას, უშუალოდ  ყავის მომზადების წინ.
  • ყავის მარცვლები უნდა შევინახოთ რაც შეიძლება დაბალ ტემპერატურაზე ისე, რომ არ ქონდეს შეხება შუქთან და ჟანგბადთან.

პოპულარული მოდელები

ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
ცივი ყავის აპარატი Hoping HSM-705 თეთრი
Regular price 90.00 ლარი 64 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ყავის აპარატი PHILIPS EP2030/10
ყავის აპარატი PHILIPS EP2030/10
Regular price 3,199.00 ლარი 2,199 ლარი / თვეში 118 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
ყავის აპარატი PHILIPS EP1000/00
Regular price 1,949.00 ლარი 1,599 ლარი / თვეში 86 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ყავის აპარატი DELONGHI Dedica Manual Espresso Coffee Maker (EC685.W)
ყავის აპარატი DELONGHI Dedica Manual Espresso Coffee Maker (EC685.W)
Regular price 839.00 ლარი 699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი