რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ნაყინის აპარატების ყიდვისას

პატარებს ყველაფერი ახარებთ, რაც კი გემრიელთან კავშირშია ამიტომ, უგემრიელეს ნაყინზე  ან დესერტზე უარს არასდროს გვეტყვიან. ბუნებრივია, საკუთარი შვილების სიხარული დედებსაც განსაკუთრებით ახარებთ და ამ ბედნიერი წუთების გამრავალფეროვნებითვის, სხვადასხვა ხერხსაც ხშირად მიმართავენ.

ზაფხულის ცხელ დღეებში სახლის პირობებში ნაყინის მომზადება და ხილის დესერტი არა მხოლოდ პატარებს მოგვრით სიამოვნებას, არამედ - დიდებსაც. ამიტომ,  ასეთ დროს, ნაყინის აპარატის ყიდვა  ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა.

დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაყინის აპარატს,  რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზისს isurve.ge საიტზე, სადაც აღნიშნული მოწყობილობების გარდა, სხვა უამრავი სამზარეულოს  წვრილი ტექნიკაც დაგხდებათ.

BRAND 3811

ნაყინის ავტომატურ აპარატებს შორის, რომლებიც შედარებით ძვირია, ასევე არსებობს ბიუჯეტური ვარიანტები, მაგალითად, BRAND 3811, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დაბალი ფასი უარყოფითად არ მოქმედებს მოწყობილობის მუშაობაზე.

ამ შემთხვევაში ერთ-ერთი კომპრომისია თასის მოცულობა, რომელიც 1 ლიტრია. მოწყობილობა სრულად ავტომატურია, რაც გულისხმობს მხოლოდ ორიოდე ღილაკის გამოყენების საჭიროებას.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ნაყინის აპარატების ყიდვისას

ნაყინის აპარატის კორპუსი დამზადებულია ლითონისა და პლასტმასის კომბინაციით, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო ფასზეც. ნაკრებში შედის მხოლოდ ერთი მეტალის თასი.

არა ყველაზე მნიშვნელოვან, მაგრამ სასიამოვნო და პრაქტიკულ წვრილმანებს შორის, შეგვიძლია აღვნიშნოთ ტაიმერის არსებობა, ავტომატური გამორთვა და მცირე ეკრანი, რაც მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელია.

Steba IC 20

ჩამონათვალს ემატება კიდევ ერთი ნახევრად ავტომატური ნაყინის აპარატი Steba IC 20. მოდელს მეტნაკლებად სტანდარტული ინდიკატორები და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. დიზიანით კი, კომპაქტური და რაც შეიძლება მარტივი აპარატია, რომელიც ნებისმიერი თანამედროვე სამზარეულოს სრულფასოვანი ნაწილი გახდება.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ნაყინის აპარატების ყიდვისას

დადებითიდან შეიძლება აღვნიშნოთ თასი, რომელსაც 1.5 ლიტრი მოცულობა აქვს. სტრუქტურის კორპუსი დამზადებულია პლასტმასისგან, რაც გასაკვირი არ არის იაფიანი,  ნახევრად ავტომატური მოდელებისათვის. ამის მიუხედავად, პლასტმასის თასს არ შეიძლება ეწოდოს ცუდი, რადგან საკმაოდ მტკიცეა.

Clatronic ICM 3594

ნაყინის დასამზადებელ უნიკალურ აპარატს სპეციალური დიზაინი აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ კონუსურ ფორმაში მოათავსოთ მზა დესერტი. აპარატი ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც კლასიკური ნაყინის მწარმოებელი.

მოდელს აქვს ნათელი თანამედროვე დიზაინი, ხოლო გარსი დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან. გამჭვირვალე სახურავის არსებობა საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ მომზადების პროცესი, ხოლო დამატებითი ხვრელი, რომელიც განკუთვნილია ინგრედიენტებისთვის, საშუალებას გაძლევთ გააგრძელოთ მომზადება შეფერხების გარეშე.

უპირატესობები:

  • მარტივი კონტროლი;
  • გამჭვირვალე სახურავი და ინგრედიენტების დასამატებელი ხვრელი;
  • თასის მოცულობაა 1 ლიტრი.

ნაკლოვანებები:

  • არ აქვს ტაიმერი.

Nemox Gelato Harlequin

ნაყინის აპარატი საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ 500 გ-მდე ცივი დესერტი. მოდელი აღჭურვილია უჟანგავი ფოლადის თასით, რომლის საერთო მოცულობა 1.1 ლიტრია. კორპუსი დამზადებულია უსაფრთხო, გამძლე პლასტმასისგან, გამჭვირვალე საფარი კი საშუალებას გაძლევთ დააკვირდეთ მომზადების პროცესს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ნაყინის აპარატების ყიდვისას

თასი 2 საათის განმავლობაში ინახავს ნულოვან ტემპერატურას, ამიტომ იგი  შეიძლება გამოიყენოთ როგორც ყინულის კონტეინერი. აქვს გამძლე, ნაკაწრებისადმი მდგრადი შიდა საფარი.

უპირატესობები:

  • ელეგანტური დიზაინი;
  • გამჭვირვალე საფარი;
  • ძლიერი სხეული;
  • მშვიდი მუშაობა .

ნაკლოვანებები:

  • ტაიმერი არ აქვს.

პოპულარული მოდელები

ნაყინის მოსამზადებელი ელექტრო აპარატი Ninja NC300EU
ნაყინის მოსამზადებელი ელექტრო აპარატი Ninja NC300EU
Regular price 599 ლარი / თვეში 33 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 5 წელი