საუკეთესო ფასები და უფასო მიტანა მთელ საქართველოში!

სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ნაყინის აპარატი

ნაყინის აპარატი, საუკეთესო მოდელები, ყველაზე იაფად, 2 წლიანი გარანტიით, უფასო ადგილზე მიტანითა და ონლაინ განვადებით.

ნაყინის აპარატი სახლში, რა საინტერესოა არა? ნამდვილად.

საზოგადოების დიდი ნაწილი ერთხმად აღიარებს რომ სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სამზარეულოა, რადგან სწორედ აქ მზადდება, და ხშირად მიირთმევა კიდევაც გემრიელი კერძები.

სამზარეულო - ეს ხომ საკვების სამყაროა. მისი დაპროექტებისას ყველაფერი ისე უნდა დაიგეგმოს რომ რაც შეიძლება ადვილად მომზადდეს გემრიელი საკვები და რაც შეიძლება მარტივად მოხერხდეს მანამდეც და შემდეგაც მისი დალაგება.

თვითონ სახელი სამზარეულოც ხომ საკვების გარშემო ტრიალს ნიშნავს. ან თუნდაც მის შემადგენლობას დააკვირდით:

  • მაცივარი - პროდუქტების შესანახად.
  • გაზქურა - მოსამზადებლად.
  • სამზარეულოს კომბაინი - დასაქუცმაცებლად.
  • ბლენდერი - სმუზებისა და სოუსების მოსამზადებლად.
  • ღუმელი - გამოსაცხობად.
  • მიკროტალღური ღუმელი - გასათბობად.
  • მიქსერი - ასარევად, მათ შორის კრემის მოსამზადებლად.
  • ქვაბების ნაკრები, ტაფები - არ არის საჭირო ახსნა.
  • და კიდევ სხვა მრავალი საშუალება (ხორცსაკეპი, დანები, ჭურჭელი და სხვა)

თუმცა, ზემოთ მოყვანილი სია უფრო ტრადიციული მიმართულების პროდუქტებს მოიცავს. მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში უფრო და უფრო მეტი დანადგარი ჩნდება რომელიც დაგვეხმარება თითქოს ერთ დროს მხოლოდ გარეთ ხელმისაწვდომი კერძები სახლშიც მივირთვათ.

სწორედ ამის ერთ ერთი მაგალითია ნაყინის დასამზადებელი აპარატი.
სხვების არ ვიცი, მე პირადად მახსოვს 90-იან წლებში დედას რომ მოჰქონდა ხოლმე რაღაც ფხვნილი (სავარაუდოდ თურქული), რომელიც შემდგომ წყალში ან რძეში (არ მახსოვს ზუსტად) იხსნებოდა, მიქსერით ითქვიფებოდა და საყინულეში ცივდებოდა.

უუფ, რა გემრიელი ნაყინი იყო, დღესაც კი მახსოვს ეს გემო. და ბევრ ნაყინს სწორედ ამ გემოს ვადარებ ხოლმე.

თუმცა, მეც ვხვდები რომ იმ გემოს განმეორების ალბათობა დაბალია, ის ფხვნილები კი არა მგონია ახლა საერთოდ არსებობდეს.

ეს არ არის ალბათ ცუდი. ის გემო რომ განმეორებულიყო ალბათ დღევანდელი ნაყინის აპარატების ხარისხს ჩვეული იმ გემოს საშინლად აღვიქვამდი. ჯობია ისევ კარგ მოგონებად დარჩეს.

აი ჩვენი ნაყინის აპარატი და ნაყინის აპარატები კი სულ სხვა საკითხია. ეს არ არის ის მანუალური, მართლაც 90-იანი წლების შესაბამისი ტექნოლოგია. ეს არის უკვე შესაბამისი კომპანიების მიერ (მაგ. სამზარეულოს ტექნიკის გიგანტი Kenwood-ის) შექმნილი სპეციალური მოწყობილობები, რომელზედაც მეცნიერებისა და ტექნოლოგების მთელ დეპარტამენტს აქვს ნამუშევარი.

ეს თითქოს მცირე ზომის ნაყინის დასამზადებელი აპარატები თავი (მარტივად - ნაყინის აპარატი), თავის თავში ყველა ფუნქციას აერთიანებენ და მინდა გითხრათ, ნამდვილად ძალიან გემრიელ ნაყინს ქმნიან.

აი, რამდენად ჯობია ჩემს ოცნებაში წარმოდგენილ 90-იანი წლების ნაყინს - ეს უკვე სხვა ისტორიაა.