ზაფხულის ცხელ დღეებს ცივი ნაყინით დავხვდეთ
ნელ-ნელა ახლოვდება ზღვის, ცხელი დღეებისა და, რა თქმა უნდა, ნაყინის სეზონი! მართალია, ზაფხულამდე რამდენიმე თვე დარჩა, მაგრამ ნაყინის აპარატების ყიდვა ჩვენს საიტზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
Isurve.ge-ზე წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა ბრენდისა და შესაძლებლობების ნაყინის აპარატები ამდენად, მიმოხილვების საფუძველზე, მარტივად შესძლებთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ღირებულებისა და ოპტიმალური მოდელის შეძენას.
VITEK VT-8601
VITEK ნაყინის გასაკეთებელი ნახევრად ავტომატური მოდელია, რომელსაც ძალიან ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
აპარატის გამოყენება მარტივია, რომელსაც პატარა თასი აქვს და მისი მოცულობა მხოლოდ 0.5 ლიტრია.
მოწყობილობის ტიპიური დიზაინის მიუხედავად, საკმაოდ კომპაქტურია, რაც მართვის მოქნილობას გულისხმობს. ამიტომ, ნაყინი შეგიძლიათ მოამზადოთ თუნდაც სასადილო მაგიდაზე. კიდევ ერთი პლიუსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - თავად ბრენდია.
ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს მწარმოებელთან, რომელიც ცნობილია სამზარეულო და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით, რაც ნიშნავს, რომ პროდუქციის ხარისხი, მიუხედავად ფასისა, რჩება მაღალ დონეზე. თავად ამ მოდელის ფასი საშუალოა, რაც ზოგიერთი ადამიანისთვის ნამდვილი საჩუქარივითაა.
Nemox Gelato Pro 1700
ყველაზე ძვირადღირებული მოდელი ნაყინის აპარატებს შორის Nemox Gelato-ა. რა თქმა უნდა, სხვა კონკურენტებთან შედარებით, ეს მოდელი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან საკმაოდ ბევრი ფუნქციური შესაძლებლობა გააჩნია.
აპარტის თასი წარმოდგენილია ავტომატური მართვის საშუალებითა და დიდი ზომის - 1.7 ლიტრიანი მოცულობის თასით, რომელსაც შეუძლია ერთდროულად დაანაყროს რამდენიმე ადამიანი. ეს კი ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. უფრო მეტიც, მიმზიდველი რეტრო დიზაინი, ისევე როგორც ამ ბრენდის სხვა მოდელის შემთხვევაში - საოცარია.
ნაყინის აპარატი აღჭურვილია საკუთარი კომპრესორით (რადგან ის ავტომატურია), ამიტომ დესერტის დამზადება ძალიან სწრაფად შეიძლება. თქვენ არ უნდა იდარდოთ თასის წინასწარ გაყინვაზე, რაც შრომატევადი პროცესია. უბრალოდ დაამატეთ ინგრედიენტები და დაიწყეთ მომზადების პროცესი მხოლოდ რამდენიმე ღილაკით.
Nostalgia ICMP600WD
ნახევრად ავტომატური ნაყინის აპარტი Nostalgia, რომელსაც საინტერესო დიზაინი აქვს. ამ მოწყობილობის სეგმენტში, ბრენდის ადრინდელი შეთავაზებების მსგავსად, ეს მოდელიც დამზადებულია ხის, პლასტმასისა და ლითონის კომბინაციით, რომელიც გარეგნულად ხის სათლს (ვედროს) ჰგავს.
საინტერესო დიზაინის გამო, სამზარეულოში ძალიან ლამაზად გამოიყურება, მით უმეტეს, თუ იგი დამზადებულია ძველებური კასრების სტილში. შედარებით დიდი თასის წყალობით, იდეალურია მცირე წვეულებებისთვის ან მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
მიუხედავად მოძველებული გარეგნობისა, ეს არის საკმაოდ თანამედროვე ნაყინის აპარატი, რომელიც არამარტო მარტივი გამოსაყენებელია, არამედ საკმაოდ ხელმისაწვდომიცაა.
მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტზე. ყოველ შემთხვევაში მათთვის, ვისაც ნამდვილად უყვარს ნაყინი.
პოპულარული მოდელები