რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კონდიციონერის დამონტაჟებამდე

ნებისმიერი კონდიციონერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი გაგრილების სიმძლავრეა, რომლებიც რიცხვების სახით აწერია მოწყობილობას. აღნიშნული რიცხვები კი სრულად შეესაბამება გაგრილების შესაძლებლობას.

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი სახლისთვის ან ოფისისთვის ისეთი პარამეტრით, როგორიცაა გაგრილების სიმძლავრე? რა სახის მოწყობილობაა საჭირო კონკრეტულ ოთახში კომფორტული ტემპერატურის შესანარჩუნებლად?

თუ ჩვენ ვსაუბრობთ პატარა სახლზე ან ბინაზე, მაშინ შესაძლებელია გაანგარიშება გამარტივებული სქემის მიხედვით და საჭირო გაგრილების ენერგიის კორელაცია ოთახის ფართობთან. მიღებულია,  რომ 1 კვტ საკმარისია 10 მ² ოთახის კონდიცირებისთვის (სტანდარტული ჭერის სიმაღლე 3 მ-ზე ნაკლები).

თუ გსურთ უფრო დეტალური გაანგარიშება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონდიციონერების გაგრილების საჭირო შესაძლებლობის განსაზღვრისას, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი დამატებითი პარამეტრები, მათ შორის:

  • სართულების რაოდენობა;
  • ოთახის ადგილმდებარეობა (მზიანი ან ჩრდილის მხარე);
  • ჭერის სიმაღლე;
  • ფანჯრის მინის ფართობი;
  • ოთახში ხალხის საშუალო რაოდენობა;
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და განათების მოწყობილობების მუშაობის დროს გამოყოფილი თერმული ენერგიის რაოდენობა.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კონდიციონერის დამონტაჟებამდე

მაგალითად, ოთახში თითოეულ ადამიანს დაახლოებით 100-150 ვტ სითბო მოაქვს. მზიანი ოთახის მხრიდან, ანუ, თითოეული მინიდან დაახლოებით 300-400 ვტ სითბო შემოდის.  საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ნათურების მუშაობის დროს  გამოყოფილი სითბო გამოითვლება მათი ნომინალური სიმძლავრიდან და სითბოს გაფრქვევის კოეფიციენტის გამოყენებით.

კონდიციონერის გაგრილების სიმძლავრის დეტალური გაანგარიშებისას ბევრი ფაქტორი და პარამეტრია გასათვალისწინებელი, ამიტომ უმჯობესია ეს სამუშაო პროფესიონალებს მიანდოთ.

სიმძლავრის გარდა რა მახასიათებლებია მნიშვნელოვანია კონდიციონერის შერჩევისას

გაგრილების სიმძლავრე საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის აღჭურვილობის ერთადერთი მახასიათებელი. ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე სხვა მახასიათებელსაც, რომელსაც შეგიძლიათ მიაქციოთ ყურადღება.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კონდიციონერის დამონტაჟებამდე

აქვე კი შეგახსენებთ იმასაც, რომ სასურველი მოდელის კონდიციონერის ყიდვა  შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, სადაც წარმოდგენილი გვაქვს სხვადასხვა ღირებულების, ბრენდის, შესაძლებლობების მქონე კონდიციონერები. შეთავაზებაშია როგორც დასადგამი კონდიციონერები, ასევე კედლის სპლიტ სისტემები.

ენერგოეფექტურობის კლასი

ეკონომიურობა - მახასიათებელი, რომლის  გაგება შესაძლებელია მხოლოდ კონდიციონერის წიგნაკის საშუალებით. მოწყობილობის ენერგოეფექტურობის კლასი მითითებულია ლათინური ასოებით A-დან G-მდე.

A კლასის შესაბამისი კონდიციონერები ყველაზე ეკონომიურია. დღეს წარმოებული კონდიციონერების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე კლასიფიცირებულია როგორც A ++ ან თუნდაც A +++.

მაურის დონე

კონდიციონერების მრავალი პოტენციური მყიდველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პარამეტრი, როგორიცაა ხმაურის დონე. ყველაზე წყნარი სპლიტ სისტემის, ინვერტორული ტიპის  ხმაურის დონე 20 დბ-ზე ნაკლებია.

20 დბ-იანი მოწყობილობის ხმაური შედარებულია კედლის საათის ხმასთან ან ადამიანის ჩურჩულთან. არაინვერტორული მოდელები გარკვეულწილად ხმაურიანია - 30-დან 45 დბ-მდე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კონდიციონერის დამონტაჟებამდე

დამატებითი ფუნქციები

კონდიციონერის ზოგიერთ მოდელს შეიძლება ჰქონდეს დამატებითი რეჟიმები და ფუნქციები. ყველა მათგანი კი ემსახურება მხოლოდ დამატებითი კომფორტის შექმნას. ზოგიერთ მოდელს ძალიან ბევრი დამატებითი ფუნქციაც კი აქვს. ამდენად, ბინისთვის ან აგარაკისთვის ასეთი კონდიციონერის არჩევის დაწყებამდე იფიქრეთ - რამდენად გჭირდებათ ყველა ეს ფუნქციები, რადგან გაზრდილ კომფორტში მეტი თანხის გადახდა უდაოდ მოგიწევთ.

Mitsubishi კონდიციონერების მიმოხილვა იხილეთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები

კონდიციონერი 70-80მ2 Indesit IRFPB240/IRFPB241
კონდიციონერი 35-40მ2 Indesit IRFPB120/IRFPB121
Regular price 1,199.00 ლარი 999 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
კონდიციონერი 70-80მ2 Indesit IRFPB240/IRFPB241
კონდიციონერი 70-80მ2 Indesit IRFPB240/IRFPB241
Regular price 2,099.00 ლარი 1,799 ლარი / თვეში 97 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
კონდიციონერი 70-80მ2 Indesit IRFPB240/IRFPB241
კონდიციონერი 50-60მ² Indesit IRFPB180/IRFPB181
Regular price 1,599.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
კონდიციონერი 70-80 მ² (ინვენტორული) TCL BreezeIn TAC-24CHSA/TPH21I
კონდიციონერი 70-80 მ² (ინვენტორული) TCL BreezeIn TAC-24CHSA/TPH21I
Regular price 2,249.00 ლარი 1,849 ლარი / თვეში 99 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი