რამდენად პრაქტიკულია გრანიტის ქვაბების ნაკრები თქვენთვის?
თუ გადაწყვიტეთ, რომ შეიძინოთ გრანიტის ქვაბების ნაკრები, უმჯობესი იქნება წინასწარ მიიღოთ მასზე ინფორმაცია.
დღეს ბაზარზე უამრავი სახეობის გრანიტის ქვაბია. მათი გამოყენებისა და მოვლისათვის კი აუცილებელია გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები, რომელსაც ამ ბლოგში გაეცნობით.
პასუხს გავცემთ შემდეგ შეკითხვებს:
- რა არის გრანიტის ქვაბი?
- რა სარგებელი და ნაკლოვანებები შეიძლება ჰქონდეს?
- არის თუ არა გრანიტის ქვაბები საიმედო?
- როგორ ვიზრუნოთ მასზე?
გრანიტის ქვაბი
გრანიტის ჭურჭელი ან უბრალოდ გრანიტის ქვაბი არის მინანქრის სახეობა.
იგი პირველად გამოიყენეს გერმანიაში 1700-იანი წლების ბოლოს. ის ძალიან ეფქტური იყო მაღალ ტემპერატურაზე გამოსაყენებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია 1000 გრადუს ცელსიუსამდეც კი.
მისი პრიალა ზედაპირი განპირობებულია შენადნობი ნივთიერებებით, რომელიც არის ინერტული და არაპოროვანი.
თავდაპირველად გრანიტის ქვაბები შედარებით სქელი და მძიმე იყო ვიდრე დღეს.
საერთო ჯამში, ძალიან პრაქტიკული და უსაფრთხოა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზრუნვის მეშვეობით.
მახასიათებლები:
- გრანიტის ქვაბი არ იჟანგება
- ფაიფურის ზედაპირი არ რეაგირებს მჟავე პროდუქტზე
- დაზღვეული ხართ მავნე ქიმიკატებისგან, როგორიცაა PTFE, PFOA, ტყვია და კადმიუმი
- სითბოს კარგი გამტარებელია, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად გააცხელოს წყალი და პროდუქტი
- თუჯის ნაწარმთან შედარებით, გრანიტი უფრო მსუბუქია.
- მისი გლუვი და პრიალა ზედაპირი მარტივი მოსავლელია
- განსხვავებით ძველი გრანიტის ქვაბებისგან, არის თხელი და შესაბამისად, ნაკელბად ინარჩუნებს ტემპერატურას.
გრანიტის ქვაბის საიმედოობა
ყველა ბრენდი განსხვავებულ ქვაბებს აწარმოებს, თუმცა რაც შეეხება უსაფრთხოებას, გრანიტის ქვაბები უსაფრთხოა სხვა დანარჩენთან შედარებით, რომელთა უმრავლესობა შეიძლება შეიცავდეს PFOA, ტყვიასა და კადმიუმს.
გრანიტის ჭურჭლის უსაფრთხოების ერთი პრობლემაა დაზიანებული მინანქარი. იმ შემთხვევაში თუ ქვაბის ზედაპირი დაზიანდა, დაუყოვნებლივ ამოიღეთ ხმარებიდან.
მოვლა და გაწმენდა
- გამოყენების შემდეგ დააცადეთ, რომ გაცივდეს და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მისი გაწმენდა.
- ცხელი ზედაპირის წყალთან შეხება გამოიწვევს მის დაზიანებას.
- ამ პროდუქტის გაწმენდა ძალიან მარტივი და მოსახერხებელია.
- ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენების შემთხვევაში, ეცადეთ ფრთხილად, რბილი მეთოდით გაწმინდოთ, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი.
- გარსის შესანარჩუნებლად გირჩევთ, რომ ის უბრალოდ, მარტივად გარეცხოთ თბილ წყალში და გაწმინდოთ არაუხეში ტილოთი.
- არ გამოიყენოთ ფოლადისა და ნეილონის ღრუბელი. საუკეთესო შედეგისთვის გაწმინდეთ რბილი ქსოვილით.
- იმ შემთხვევაში თუ ზედაპირზე დარჩება ძნელად მოსაშორებელი საჭმლის ნარჩენები, ჩაასხით წყალი, დადგით გაზზე და აადუღეთ.
- შემდეგ კი მარტივად მოშორდება წყლის ნაკადითა და რბილი ღრუბელით.
- საჭმლის მომზადებისას კი, უბრალოდ, არ გამოიყენოთ მასზე მეტალის ნივთები. რეკომენდირებულია ხის მასალა.
იმედია გამოგადგებათ ჩვენი რჩევები, დამატებით ინფორმაციას გაეცანით შედარებით ძველ პოსტშიც, სახელწოდებით: როგორ შევარჩიოთ ქვაბების ნაკრები ჭურჭლის მაღაზიაში.
გისურვებთ კარგ შენაძენს!
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...