რა უნდა გავითვალისწინოთ ფოტოეპილატორის არჩევისას?
ფოტოეპილაცია (ინგლისური აბრევიატურით - IPL) სხეულიდან თმის მოშორების მარტივი და თანამედროვე ხერხია, რომელიც სასურველ შედეგს კანზე მაღალიმპულსური სინათლის სხივის ზემოქმედებით აღწევს.
ფოტოეპილაცია, ლაზერული ეპილაციისგან განსხვავებით, გამორიცხავს თმის ფოლეკულის განადგურებას. ნაკლებად მტკივნეულია ვიდრე ვაქსინგი, არ აღიზიანებს კანს და საბოლოო ჯამში, სალონში სიარულზე იაფიც გამოდის.
ამ მეთოდით სასურველი შედეგის მისაღწევად, რამდენიმე პროცედურაა საჭირო, რომელთა ჩატარებაც ფოტოეპილატორის მეშვეობით, სახლის პირობებში, თავადაც შეგიძლიათ. ზოგადად, ფოტოეპილაცია უსაფრთხოა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სინათლის სიმძლავრეზე ყველაზე უკეთ ღია ფერის კანისა და მუქი თმის კომბინაცია რეაგირებს.
თუ ქერა თმა ან მუქი შეფერილობის კანი გაქვთ, ფოტოეპილაცია ნაკლებეფექტური იქნება და რიგ შემთხვევებში შეიძლება კანის დაზიანებაც გამოიწვიოს.
რომელია საუკეთესო ფოტოეპილატორი?
ზოგადად, ყველა ფოტო ანუ ლაზერული ეპილატორი თანამედროვე დიზაინითა და გამოყენების სიმარტივით ხასიათდება. IPL სისტემები მუდმივად ცდილობენ არასასურველი თმის მოშორება მომხმარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახადონ, ამიტომ, თითოეულ ფოტოეპილატორს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
აქედან გამომდინარე, საუკეთესოს ამორჩევისას, პირველ რიგში ზუსტად უნდა გავიგოთ, კონკრეტულად რა გვჭირდება აპარატისგან და საკუთარი ცხოვრების სტილის გათვალისწინებით მივიღოთ გადაწყვეტილება.
ამასთან, ნახეთ როგორია პირობები იმ მაღაზიაში, სადაც არჩევთ, თუ ფოტო ეპილატორი განვადებით გადაწყვიტეთ იყიდოთ.
ითვლება, რომ ცნობილი ბრენდის, PHILIPS -ის ფოტოეპილატორი, Philips Lumea Prestige BRI956/00, დღესდღეობით, ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე. აპარატი საშუალებას გაძლევთ სალონურ, ლაზერული ეპილაციის შედეგებს: გლუვ კანსა და უთმო სხეულს, სახლშიც მარტივად მიაღწიოთ.
როგორც მიმომხილველები გვიყვებიან, Lumea-ს შეუძლია 92%-ით შეამციროს თმიანობა, მხოლოდ 3 პროცედურაში. ის ფაქტი, რომ ბრენდი იდეალური ფოტოეპილატორის შესაქმნელად 14 წლის განმავლობაში ატარებდა კვლევებს და კონსულტაციებს გადიოდა დერმატოლოგებთან, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება რიგითი მომხმარებლისთვის.
სხეულის სხვადასხვა ზონისთვის, იქნება ეს სახე, იღლია თუ ბიკინი, აპარატს, უკეთესი შედეგის მისაღებად, სპეციალური თავსამაგრები მოყვება.
ეპილატორი Smoothskin Bare კარგი არჩევანია მოუცლელი ადამიანებისთვის:
მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ ერთ რეჟიმზე შეუძლია მუშაობა, აპარატი აღჭურვილია დანათებების ულიმიტო რაოდენობითა და სინათლის 100 იმპულსით წუთში. რაც იმას ნიშნავს, რომ თმის მოშორების პროცესი უფრო სწრაფია.
Smoothskin Bare მსუბუქია და ისევე, როგორც Lumia, არ საჭიროებს დატენვას, ამიტომ შეგიძლიათ თავისუფლად წაიღოთ ყველგან. ფოტოეპილაციის საქმეებში ჯერ გამოუცდელი დამწყებებისთვის, კარგი გამოსაყენებელია Smoothskin Muse-იც, რომელიც ავტომატურად ერგება თქვენი კანის ტონალობას და მისი გამოყენება მგრძნობიარე კანზეც თავისუფლად შეიძლება.
Panasonic ES-WH90 კიდევ ერთი პოპულარული IPL სისტემაა, რომელიც სწრაფად იტენება, მსუბუქია და გამოსაყენებლად ადვილი. ფოტოეპილატორი ერთჯერადად დიდ ფართობზე (5,4 სმ) ანათებს სხივს და სახისა და სხეულის ზონისთვის სხვადასხვა სამაგრი მოყვება.
ბუნებრივია, რომ ფოტოეპილატორი დაუყოვნებლივ შედეგს არ მოგცემთ, ის ხომ თმის სამუდამო მოშორებისთვის არაა განკუთვნილი, თუმცა, რამდენიმე პროცედურის შემდეგ, განსხვავების შემჩნევა ძალიან იოლია. სასურველია, რომ პირველ რამდენიმე პროცედურას შორის 2 კვირა იყოს შუალედი, ხოლო მეოთხე ჯერზე, შედეგი უფრო დიდხანს გაგყვებათ.
არ გამოგრჩეთ: საინტერესო საკითხავი ლაზერულ ეპილატორებზე.
ფოტოეპილაცია ტრადიციულ ალტერნატივებთან შედარებით უმტკივნეულოა, ნაკლებად აღიზიანებს კანს და მის გამოყენებას უბრალოდ მიჩვევა სჭირდება - მიჩვევას კი კარგი დიზაინი, სხვადასხვა რეჟიმები და თანამედროვე ტექნოლიგია ძალიან აადვილებს.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...