პურის საცხობი - საინტერესო რჩევები თუ როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი

პური ნამდვილად ჩვენი არსობისაა, თუმცა მომატებული ფასები სულ უფრო და უფრო დიდ პრობლმებს გვიქმნის ცომეულის მოყვარულებს.

სიამოვნებით გასწავლით პურის სახლში აპარატით გამოცხობის რეცეპტს, რომლის წყალობითაც ყოველდღიურად თანხასაც დაზოგავთ და ოჯახს ჯანსაღი, გემრიელი პურითაც გამოკვებავთ, თუმცა მანამდე აუცილებელია კარგი პურის საცხობის შეძენა.

პურის საცხობი - საინტერესო რჩევები თუ როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი

მზარეულები გვიმტკიცებენ, რომ კარგი პურის მოსამზადებლად უმთავრესი სწორედ კარგი საცხობია, სხვა დანარჩენი კი მხოლოდ კარგ ინგრედიენტებსა და თქვენს მარჯვე ხელებზეა დამოკიდებული.

სწორედ ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა შეარჩიოთ, ვინაიდან, საჭიროა გონივრული არჩევანი გააკეთოთ და შეიძინოთ ნივთი, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს - ზედმეტი დანახარჯისა და ფუნქციების გარეშე.

როგორ ავარჩიოთ პურის საცხობი?

იხილეთ: წინა ძალიან პოპულარული პოსტი იგივე თემატიკაზე.

პურის საცხობის ფასები ქართულ ბაზარზე 300 ლარიდან იწყება. ბუნებრივია ღირებულება დამოკიდებულია მის მახასიათებლებზე, ზომაზე, სიმძლავრესა და ლიმიტზე. განვიხილოთ დეტალები, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება  პურის საცხობის არჩევისას:

  1. ზომა:

საცხობის ზომა დამოკიდებულია პურის  ზომებზე. კერძოდ, რაც უფრო დიდი პურის გამოცხობა შეუძლია მას, მით დიდია მანქანაც. ყველაზე კომპაქტური პურის საცხობები იძლევა 400 გრამი პურის გამოცხობის საშუალებას, ყველაზე დიდი კი 1500 გრამის, ამიტომ არჩევანის გაკეთებამდე, თანხისა და სივრცის ეფექტურად გამოყენების მიზნით, უნდა განსაზღვროთ:

  • დაახლოებით რა წონის პური სჭირდება თქვენს ოჯახს სულადობიდან და პურის მოხმარებიდან გამომდინარე.
  • ადგილი, რომელსაც საცხობს დაუთმობთ. მოათვალიერეთ თქვენი სამზარეულო და შეარჩიეთ მოსახერხებელი კუთხე თუ სად დადგამთ მას. ამის შემდეგ, უკვე ზუსტად გეცოდინებათ თუ რამხელა უნდა იყოს სასურველი მოდელი .
  1. მასალა:

პურის საცხობების უმეტესობა შავი ან თეთრი პლასტმასის კორპუსითაა წარმოდგენილი, ასევე გაყიდვაშია უჟანგავი ფოლადით დამზადებულებიც. ბუნებივია, ჩვენი რჩევა იქნება რომ საცხობის კორპუსი ისეთი უნდა შეარჩიოთ, რომ სამზარეულოს დანარჩენ მოწყობილობებს შეეფერებოდეს.

თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ საცხობის წონა დამოკიდებულია იმაზე თუ რა მასალისგან არის დამზადებული. არჩევანი - პლასტმასი თუ უჟანგავი ფოლადი - გემოვნების საქმეა. მთავარია კორპუსი იყოს ხარისხიანი და აღჭურვილი იყოს ორთქლის გამოსაშვები ღიობით.

  1. პურის ფორმა (კონტეინერი):

საცხობის შერჩევისას, აუცლებლად უნდა დაფიქრდეთ პურის კონტეინერზეც, იგივე ფორმაზეც, რომელშიც ცხვება და ფორმა ეძლევა მასას. კონტეინერების უმეტესობა ამზადებს ოთხკუთხა პურს, აგრეთვე  არის მოდელები, რომელთაც მრგვალი, ან კვადრატის ფორმის პურის გამოცხობა შეუძლია, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ გემოვნების საკითხია.

აუცილებელი კი რაზეც ყურადღება უნდა გაამხავილოთ, ეს, ფორმის მასალაა. ის ალუმინის ან უჟანგავი ფოლადისგან უნდა იყოს დამზადებული დაწვის საწინააღმდეგო მასალით დაფარული.

  1. სიმძლავრე:

ბუნებრივია, სიმძლავრეს განსაზღვრავს პურის მასა და დრო, რომელიც მანქანას მის გამოსაცხობად სჭირდება. რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად გამოცხვება პური, თუმცა თავისთავად დიდი იქნება ელექტროენერგიის დანახარჯიც.

ვინაიდან, თქვენი მიზანი მომატებული ფასების პირობებში ეკონომიის გაკეთება და ჯანსაღი პროდუქტის მიღებაა, ნუ შეიძენთ 1000 ვატის ან მეტი სიმძლავრის საცხობს. სახლის პირობებში 700-800 ვატი სრულიად საკმარისია და უგემრიელესი პროდუქტი 3 საათში თქვენს ხელთ იქნება.

მაშ ასე, ჩვენ განვიხილეთ პურის საცხობის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები. სხვა დანარჩენი მხოლოდ თქვენი გემოვნებისა და რესურსის საკითხია.

ჩვენი რეკომენდაცია? Panasonic-ის პურის საცხობი აპარატები ისურვეზე ყველაზე მოთხოვნადია.

წარმატებები!

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

პურის გერმანული საცხობი Weimar WE-BM9390GB
პურის გერმანული საცხობი Weimar WE-BM9390GB
Regular price 450.00 ლარი 369 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1204
პურის საცხობი FRANKO FBM-1204
Regular price 500.00 ლარი 459 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1203
პურის საცხობი FRANKO FBM-1203
Regular price 399.00 ლარი 369 ლარი / თვეში 20 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პურის საცხობი FRANKO FBM-1205
პურის საცხობი FRANKO FBM-1205
Regular price 549.00 ლარი 499 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი