პლანშეტი ყველა გემოვნებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კვირას, სმარტფონების ბაზარზე გაშვება ტექნოლოგიური სამყაროსთვის ნორმად იქცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება პლანშეტების შემთხვევაში. მიუხედავად უზარმაზარი პროდუქციის ბაზარზე შემოსვლისა და არსებულ მოდელებზე გამოცხადებული ფასდაკლებებისა, ახალი, ფინანსურად ხელმისაწვდომი პლანშეტები საზეიმოდ იქნა წადგენილი და ინდური ბაზრისკენ გეზიც აიღო. შესაბამისად, ტექნოფილებისთვის ზესაინტერესო ოქტომბრის თვემ ჩაიარა.

პრემიუმ მოდელი

Samsung Galaxy 10.1.

პლანშეტი ყველა გემოვნებისთვის

 

შემქმნელები ირწმუნებიან, რომ 2014 წლის გამოშვება წარმოადგენს ყველაზე პროგრესულ, 10 ინჩიან პლანშეტს, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს საუკეთესო გამოსახულებითა და მულთითასქინგისთვის აუცილებელი პირობებით. ინდოეთში გაშვებული პროდუქცია, რომლის ღირებულებაა 49,999 Rs (ვერცხლის რუპია -  ფულადი ერთეული), პირველადი შეფასებით, გამოირჩევა სუპერ წმინდა LCD ეკრანითა და მარტივად მოსახერხებელი ნავიგაციით, რომელიც საშუალებას იძლევა პარალელურად დაკავდეთ სხვა საქმიანობით.

iPad Air and mini

პლანშეტი ყველა გემოვნებისთვის

მეოთხე თაობის მოწყობილობასთან შედარებით 20 % - ით თხელი პროდუქტი, რომლის სისქე 0,3 ინჩია, დამსახურებულად ატარებს APPLE – ის მიერ შერჩეულ სახელწოდებას - iPad Air.

აშშ - ში 16 გბ - იანი მოდელის ღირებულებაა $499  (დაახლოებით 30,613 Rs). თუ აღნიშნული ფასი თქვენთვის გადაჭარბებულად გამოიყურება, წარმოდგენილია სხვა ვარიანტიც, კერძოდ iPad mini with a Retina, რომლის საწყის ღირებულებას აშშ - ში $399 (24,478 Rs) წარმოადგენს.

რაც შეეხება ინფორმაციას, იმის თაობაზე, თუ როდის და რა ფასად იქნება აღნიშნული პროდუქტი ხელმისაწვდომი ინდოეთში, ჯერჯერობით უცნობია.

Nokia Lumia 2520

პლანშეტი ყველა გემოვნებისთვის

აბუ დაბიში ბაზარზე ჩაეშვა ნოკიას პირველი ფაბლეთი (სმარტფონისა და პლანშეტის ნაზავი ტაბები) , რომელმაც, ფაქტობრივად, დაჩრდილა APPLE – ის მიერ იმავე დღეს გამოშვებული პროდუქცია. პლანშეტი გამოირჩევა მყარი დიზაინით,  ნათელი ფერებითა და რაც მთავარია, საიმედო Windows (8.1) მართვის სისტემით. აშშ -ში მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლომდე და მისი ღირებულებაა $499  (დაახლოებით 30,615 Rs).

Acer Iconia W4

პლანშეტი ყველა გემოვნებისთვის

წინამორბედებზე ბევრად სწრაფი და ნათელი პროდუქტი, გაუმჯობესებული ეკრანით. ის წარმოადგენს ACER – ის პირველ მოწყობილობას, რომელიც აღჭურვილია მაიქროსოფთის უახლესი Windows 8.1 OS სისტემით. პროდუქციის ამერიკაში გადაზიდვა ამ თვეში დაიწყება და მისი ღირებულება, 32 მბ - იანი მოდელის შემთხვევაში, იქნება $ 329,99 (დაახლოებით 20,200 Rs).

საშუალო კლასის მოდელი

Kindle Fire HD 8.9

პლანშეტი ყველა გემოვნებისთვის

The Kindle Fire HD 8.9  მოწყობილობის ჩვენ ირგვლივ მოძიება უკვე შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, Amazon - მა საკუთარ პროდუქტის შეძენაზე შეზღუდული ვადა გამოაცხადა 16 გბ - იანი; 8,9 ინჩის მქონდე პლანშეტი ხელმისაწვდომია ახალ ფასად (17,999 Rs) რაც საგრძნობლად განსხვავდება მისი თავდაპირველი ღირებულებისგან (21,999 Rs). გარდა ამისა, ტექნოფილებს შესაძლებლობა აქვთ, დაელოდონ, გაუმჯობესებული Kindle Fire HDX - ის ბაზარზე გამოჩენას.

Kobo Arc

მთელს მსოფლიოში Kindle – ის უამრავ მოდელთან კონკურენციის კვალდაკვალ, Kobo აქტიურად ჩაერთო ინდურ ბაზარში  the Kobo Touch, Kobo Glo და Kobo Aura HD e-reader - ების მეშვეობით, რაც  Kobo Arc Android ტიპის პლანშეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. საწყისი შეთავაზების ფარგლებში, მოწყობილობა, რომლის ღირებულებაც 11,999 Rs შეადგენს, 3 ნოემბრამდე ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი (9,999 Rs).

Google Nexus 7

მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, რომ  ძიების უზარმაზარი პორტალი გეგმავს Google Nexus 7 (2013 წლის ვერსია) - ის ბაზარზე შემოტანას, სამომხმარებლო სივრცეში პროდუქტის გლობალური გაშვებიდან სამი თვის შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია კვლავ არ დასტურდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Nexus - ის 2012 წლის მოდელზე არსებული ფასდაკლება, შესაძლოა, ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოჩენის ერთგვარ ინდიკატორს წარმოადგენდეს.

Xolo Play Tab 7.0

აღნიშნული ფირმის სმარტფონები შესანიშნავად ერგება გეიმინგის მოყვარულთა ინტერესებს, ამიტომ,  Play Tab 7.0 – ის გამოშვებით, Xolo - მ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა მის მიერ წარმოებული პლანშეტების ფართო არჩევანი. კომპანიის მიერ გამოშვებული Tegra – ს სერიის პირველი პლანშეტები აღჭურვილია NVIDIA Tegra mobile პროცესორითა და მეხუთე დონის ელემენტის ენერგიის შემნახველი ბირთვით, მოწყობილობის ხანგრძლივი მოხმარებისთვის.

Simmtronics XPAD Freedom

კომპანია, რომლის პორტფოლიო უკვე მოიცავს XQ1, X-722, X720, X801, X1010 და X802 ტიპის პლანშეტებს, განაგრძობს პროდუქციის გაფართოვებას, ახალი მოწყობილობის (XPAD) ამავე თვეში დამატებით. ეს არის ორმაგი სიმ ბარათის მქონე (GSM+GSM) მოწყობილობა, ხმოვანი ზარის მხარდაჭერით, რომლის ღირებულებაა 13,999 Rs. რაც შეეხება უფრო მცირე ზომის ანდროიდის პლანშეტს, ბაზარზე ის ამა წლის ადრეული პერიოდიდანვე ჩაეშვა.

ეკონომ მოდელი

Lava E-Tab Ivory

კომპანიის უახლესი პლანშეტი, რომელიც Androis OS – ის სისტემით მუშაობს, გამოშვებულია, როგორც pocket-friendly მოწყობილობა (10,199 Rs ).

მოწყობილობა წარმოადგენს Lava – ს პირველ პლანშეტს, რომელიც აღჭურვილია ორმაგი სიმ ბარათით (GSM+GSM) და მხარდაჭერილია ხმოვანი ზარის ფუნქციით. არსებული პროდუქტი მოსახერხებელია ისეთი ტიპის თამაშებისთვის, როგორიც არის Total Recall HD თუ NFS HD და აერთიანებს შემდეგ აპლიკაციებს : Twitter; Facebook ; WhatsApp.

ასევე, ერთ-ერთ საუკეთესო ეკონომ მოდელს წარმოადგენს პლანშეტი Lenovo, რომლის ბევრი მოდელიც ისურვეზე ფასდაკლებითაა წარმოდგენილი.

ჩვენ შევეცადეთ, წარმოგვედგინა ბაზარზე არსებული პროდუქციის ყველაზე ხელსაყრელი კატეგორიები. არჩევანს აკეთებთ თქვენ და მათ შორის პლანშეტი ონლაინ საბანკო განვადებით შეგიძლიათ იყიდოთ!

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას