მიმოვიხილოთ ქვაბების მწარმოებელი რამოდენიმე ცნობილი ბრენდის ჭურჭელი
დღევანდელ ბლოგში გვინდა წარმოგიდგინოთ ქვაბების ნაკრების კონკრეტული მწარმოებლები, რომლებიც მრავალი წელია მომხმარებლებისგან დიდი კმაყოფილებით სარგებლობენ.
Regenti
მომხმარებლები მიჩვეულნი არიან იმ ფაქტს, რომ მაღალი ხარისხის სამზარეულო ჭურჭელი ძირითადად ევროპის ქვეყნებში მზადდება. რეგენტი გამონაკლისია, რადგან მისი წარმოება ჩინეთში ხდება.
ქვაბების ნაკრების ინოვაციური მახასიათებლები კომპანიას საშუალებას აძლევს დაიკავოს წამყვანი პოზიცია თავის სეგმენტში, გახდეს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის პრიოზიორი და გაახაროს მომხმარებლები დახვეწილი დიზაინისა და შესანიშნავი ხარისხის ქვაბებით. ყველა პროდუქტი სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომელიც მთელ მსოფლიოში, პროფესიონალი შეფ-მზარეულების მიერ დადებითადაა შეფასებული.
ქვაბები დამზადებულია 18/10 უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო მათი ფორმები მორგებულია დიასახლისის საჭიროებებზე. სახელურების საფარი არ თბება ამიტომ, მომზადების პროცესში ძალიან მოსახერხებელია. მრავალშრიანი ქვედა საფარი თანაბრად და თანდათანობით თბება, ხოლო ტაფები შესანიშნავია ინდუქციური ქურებისთვისაც.
Tefal Simpleo B9074474
ოპტიმალური ზომისა და თანამედროვე დიზაინის Tefal ქვაბები ნაკრები , რომელიც შესაფერისია ინდუქციური ქურებისთვის და შესაძლებელია ღუმელშიც გამოყენება. წარმოდგენილი ჭურჭლის დიამეტრი 20 სმ-ია, მოცულობა კი - 2.7 ლიტრი. შიგნით აქვს წყლის გაზომვის მასშტაბი.
Kelli KL-4226
დიდი მოცულობის, ორმაგი ფსკერის მქონე ქვაბი, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის ღუმელისთვის. მაღალხარისხიანი ფოლადის სახელურები კი არ თბება.
14 ლიტრიანი მოცულობის მქონე დიდი ზომის ქვაბი შესანიშნავია სხვადასხვა საკვების მოსამზადებლად: სალათების, კომპოტების, მურაბებისა და ა.შ. მრავალშრიანი ქვედა ფენა თანაბრად ანაწილებს სითბოს, ამიტომ წებოვანი საფარის გარეშეც, საკვები არ იწვება ჭურჭლის შიდა ზედაპირზე. კომპლექტს მოყვება შუშის თავსახური.
Invicta
ფრანგული ბრენდი Invicta ცნობილია ხელმისაწვდომი ღირებულების თუჯის ქვაბებით. ყველა მათგანი ეკოლოგიურად სუფთა და ჰიგიენურია, თანაბრად ანაწილებენ სითბოს, ხელს უშლიან საკვების დაწვას, ინარჩუნებენ ყველა ინგრედიენტის გემოს, არომატს და კვების თვისებებს. გარდა ამისა, ქვაბი განკუთვნილია მზა კერძების ხანგრძლივად შენახვისთვის. მინანქრის რამდენიმე ფენა, რომელიც ფარავს ჭურჭელს, თუჯს იცავს კოროზიისგან.
Ruffoni
მრავალი წელია ქვაბებს სხვადასხვა მასალისგან, მათ შორის: სპილენძის, თუნუქის, ბრინჯაოს, ვერცხლისა და უჟანგავი ფოლადისგან ამზადებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებენ საკვების მომზადების დროს მექანიკურ და ქიმიურ მოქმედებებს.
რუფონის ქვაბებისა და ტაფების ნაკრები სრულად შეესაბამება FDA-ს გლობალური ტყვიისა და კადმიუმის უსაფრთხოების სტანდარტებს. ცნობილ შეფ-მზარეულებთან თანამშრომლობით კი ვითარდება და იხვეწება ახალი მოდელები.
Zwilling J. A. Henckels
გერმანული ბრენდის Zwilling J. A. Henckels-ის ქვაბები დამზადებულია დაპატენტებული SIGMABOND ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ მოხარშვას, ენერგიის მოხმარების შემცირებას და სითბოს ხანგრძლივად შენარჩუნებას. ძირითადი მასალა უჟანგავი ფოლადისაა, რომლითაც შესაძლებელია ჯანსაღი საკვების მომზადება, ხოლო ჭურჭლის მომსახურების ვადა პრაქტიკულად შეუზღუდავია.
პოპულარული მოდელები