მატრასები ჩვენს ონლაინ მაღაზიაში

isurve.ge-ზე ამიერიდან სახლის კატეგორიას მატრასებიც დაემატა და გავითვალისწინეთ რა უამრავი მომხმარებლის თხოვნა, უმაღლესი კლასის, ყველა ზომისა და სპეფიციკის ასორტიმენტს გთავაზობთ.

პროდუქცია თურქული წარმოებისაა, რაც საქართველოში ამ პროდუქტის ერთგვარ ხარისხის სტანდარტად ჩამოყალიბდა და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოთხოვნა გერმანულ ან იტალიურ მოდელებზეც, ხარისხს შორის განსხვავება იმდენად მცირე, ხოლო ფასში იმდენად მაღალია, რომ ვფიქრობთ, არჩევანი სწორედ თურქული ნედლეულით დამზადებულ ვარიანტებზე უნდა შეაჩეროთ.

მატრასები ჩვენს ონლაინ მაღაზიაში

ზოგადად, მატრასების მაღაზიაზე მოთხოვნა საწოლთან ერთად მისი შეძენისას არსებულმა მაღალმა ფასმა განაპირობა. საძინებლის ავეჯის მწარმოებელი ან გამყიდველი კომპანიები, მატრასებს საკმაოდ ძვირად ყიდიან და მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს ურჩევნია საწოლი ცალკე, ხოლო მატრასი ცალკე იყიდოს.

მატრასები იაფად ამიერიდან ჩვენს უკვე არსებულ <ონლაინ სავიზიტო ბარათებს> შეემატება და გამომდინარე იქიდან, რომ ფასი, მწარმოებელთან უშუალო თანამშრომლობის წყალობით ბაზარზე მინიმალური გვაქვს, ხოლო ხარისხობრივად ყველა არსებულ სტანდარტზე მაღალ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ, ვფიქრობთ, შენაძენით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

უკვე შეიმჩნევა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნით ხასიათდება ორთოპედიული მატრასები და ჩვენც შესაბამისად, 4 სხვადასხვა სისქისა და საბოლოო ჯამში 50-მდე სხვადასხვა ზომის მოდელს გთავაზობთ.

ასორტიმენტის მრავფეროვნებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახლდათ მომხმარებლისთვის მათი წარმოებისა და შემადგენლობის სპეციფიკაზე ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა. რაც გავითვალისწინეთ და თითოეული პროდუქტის გვერდი მაქსიმალურად ინფორმატიული და თქვენზე მორგებულია.

ყურადღების მიღმა არ დაგვიტოვებია არც განვადებისა და უფასო მიტანის საკითხები, რაც მსგავსი პროდუქციის შემთხვევაში ძალიან პრიორიტეტულია ხოლმე და გთავაზობთ, მიიღოთ ონლაინ საბანკო განვადებით ან პირდაპირ საიტზე ყიდვის მეშვეობით გაკეთებული შენაძენი უფასოდ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

პოპულარული მოდელები

კომფორტის ტიპის მატრასები Sleepy
კომფორტის ტიპის მატრასები Sleepy
199 ლარი / თვეში 11 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
სტანდარტის ტიპის მატრასები Sleepy
სტანდარტის ტიპის მატრასები Sleepy
149 ლარი / თვეში 9 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ორთოპედიული მატრასები Sleepy
ორთოპედიული მატრასები Sleepy
494 ლარი / თვეში 27 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ინდივიდუალურ ზამბარებიანი მატრასები Sleepy
ინდივიდუალურ ზამბარებიანი მატრასები Sleepy
499 ლარი / თვეში 27 ლარიდან
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია