Makita ბენზო ხერხები

ბენზო ხერხი Makita გამოირჩევა გაზრდილი საიმედოობითა, ხანგრძლივი მუშაობითა და ერგონომიულობით. შიდა წვის ძრავის გამო, დანადგარები მთლიანად ავტონომიურია, ხოლო ბენზინის ავზის არსებობა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ისინი ცივილიზაციისგან შორს  თუნდაც მთელი დღის განმავლობაში.

ჩვენ გადავხედეთ იაპონელი მწარმოებლის მთელ ასორტიმენტს, რათა მიმოგვეხილა Makita-ს საუკეთესო ბენზო ხერხები, რომლებიც გამოცდილია არა მხოლოდ მუშაობაში, არამედ - დროშიც.

Makita EA7300P 60

პირველ ადგილზეა Makita-ს ერთ-ერთი გიგანტი, რომლის ძრავის  სიმძლავრე 5.44 ცხენის ძალაა. ხერხის სიჩქარე უზრუნველყოფს ყველანაირი ხის საიმედო ჭრას, ხოლო ძრავა, რომელიც მუშაობის დროს თბება, მწარმოებელმა სპეციალურად პლასტმასის საფარით დაფარა.

დანადგარის გაჭედვის ან დარტყმის დროს, ელექტრონული მუხრუჭი მყისიერად აქტიურდება,  რაც მომხმარებლებისთვის კიდევ ერთი პლიუსია.

Makita ბენზო ხერხები

რადგან სხეულის ყველა მოძრავი ნაწილი საბოლოოდ უკავშირდება სახელურს, ამიტომ, ბენზო ხერხს აქვს  მძლავრი ანტივიბრაციული სისტემა, რათა  მუშაობის დროს არ მოხდეს ოპერატორის ხელების დაღლა.

უპირატესობები:

  • ძრავის ყველა ცხელი ნაწილი დაფარულია სპეციალური დამცავი საფარით;
  • აქვს ელექტრონული მუხრუჭი;
  • სახელურზე გათვალისწინებულია დიდი რეზინისებრი ბალიშები.

უარყოფითი:

  • 6.3 კგ წონის გამო რთულია ბენზო ხერხის მართვა;
  • მაღალი ფასი.

Makita-EA5000P_38

მეორე ადგილზეა უფრო კომპაქტური ბენზო ხერხი, რომელიც აღჭურვილია 3.8 ცხენის ძალით. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2800 ვატია.

მთავარი სახელური სრულად რეზინირებულია, რომელიც მუშაობის დროს დამატებით კომფორტს ქმნის. ტექნიკური სითხეების გარეშე, მაკიტა ბენზო ხერხის წონაა 5,4 კგ.

Makita ბენზო ხერხები

უპირატესობები:

  • მუშაობის მაღალი ხანგრძლივობა;
  • ძველ მოდელებთან შედარებით მშვიდი ოპერაცია;
  • შეფერხების შემთხვევაში გათვალისწიებულია ჯაჭვის მუხრუჭი;
  • ბენზინის ეკონომიური მოხმარება.

უარყოფითი:

  • მაღალი ფასი.

Makita-EA4301F_45

მესამე ადგილს იკავებს Makita EA4301F 45, რომელიც აღჭურვილია შესანიშნავი ძრავით. უკანა მხარეს მოთავსებული ბენზინის ავზის მოცულობა 400 მლ-ია. ხერხი იწონის 4.8 კგ-ს და აქვს ანტი ვიბრაციული სისტემა, ასევე ჯაჭვის სამუხრუჭე და დამცავი საფარი.

Makita ბენზო ხერხები

მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ ის ფაქტი, რომ ხერხს ზეთის მომარაგების რეგულირება გააჩნია. გარდა ამისა, ენერგიისა და სიგრძის თანაფარდობის თვალსაზრისით, ეს ჯაჭვური ხერხი მართლაც იდეალურია, რომელსაც 2200 W ან 2.95 ცხენის ძალა აქვს.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მოდელი უნივერსალური ფუნქციონირებისა, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ შეშის საჭრელად, ბაღში ხეების მოსაჭრელად და სხვა სამუშაოებისთვის (მაგალითად, ფანჯრებისა და კარების ღიობების ჭრისთვის). მოწყობილობის ენერგია კი საშუალებას გაძლევთ თავდაჯერებულად გაუმკლავდეთ როგორც რბილ წიწვოვან მცენარეებს, ისე - მუხასა და წიფელს.

უპირატესობები:

  • საიმედო ხერხი;
  • დაცვის მექანიზმები და ფუნქციები;
  • მაღალი ხარისხის შეკრება;
  • გრძელი მეორე სახელური;
  • შეესაბამება დეკლარირებულ ძალას.

ბენზო ხერხების სხვადასხვა მოდელების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

ჯაჭვური ხერხი ROYAL TURBO RNG5800
ჯაჭვური ხერხი ROYAL TURBO RNG5800
Regular price 359.00 ლარი 299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ჯაჭვური ხერხი TOTAL TGSLI20128
ჯაჭვური ხერხი TOTAL TGSLI20128
Regular price 579.00 ლარი 399 ლარი / თვეში 22 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მინი ჯაჭვური ხერხი Total TGSLI2068
მინი ჯაჭვური ხერხი Total TGSLI2068
Regular price 309 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი