მაცივარი - სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი

მაცივარი ყველა სახლის ფასდაუდებელი ნივთია, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სამზარეულოში საპატიო ადგილსაც კი იკავებს. საჭიროების შემთხვევაში, კარგი მაცივრის არჩევასა და ყიდვაში ფული არასოდეს უნდა დაინანოთ, რადგან რაც უფრო თანამედროვე დიზაინისა თუ ფუნქციებისაა მაცივარი, მით მეტ კომფორტს განიჭებთ.

შერჩევის დროს, მყიდველთა უმეტესობა ჯერ დიზაინით, ხოლო შემდეგ უკვე მისი ფუნქციებით ინტერესდება.

მაცივარი - სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი

რა თქმა უნდა, დიზაინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ადამიანი თვალით კმაყოფილებასაც განიცდის, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მაცივრის მუშაობისა თუ გამძლეობის მახასიათებლები.

ბლოგის აღწერაში დაგეხმარებით მოგცეთ საჭირო რჩევები მაცივრის შეძენასა თუ მოვლასთან დაკავშირებით და აქვე გაგაცნობთ ჩვენ პროდუქციას, რომელიც საიტზეა განთავსებული.

დღესდღეობით ტექნიკის ბაზარზე უამრავი სხვადასხვა დიზაინის მაცივარი გხვდება, ამიტომ ყიდვის დროს, მარტივი შესაძლებელია თვალი აგვიჭრელდეს და გადაწყვეტილებაც ისე მარტივად ვერ მივიღოთ.

პრინციპი: „შევარდა, იყიდა, გამოვარდა“ რთულად ამართლებს, რადგან ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებაზე დაფიქრება პირადად თქვენთვისაა მნიშვნელოვანი. მით უფრო მეტი ყურადღება გმართებთ, თუ მაცივარს ძალიან იაფად ნახულობთ რომელიმე მაღაზიაში.

პირველ რიგში, ყიდვამდე დაფიქრდით რამდენ სულიანი ოჯახისთვის გჭირდებათ მაცივარი და როგორია თქვენი ოთახის ფართი? ნუ წახვალთ ვარაუდზე. უმჯობესია, წინასწარ იცოდეთ ზომები: სიმაღლე, სიგრძე, სიღრმე, სადაც უნდა განათავსოთ მაცივარი. არსებობს სხვადასხვა გაბარიტიანი სამი სახის მაცივარი: პატარა (50-160 სმ), საშუალო (160- 210 სმ) და დიდი (180-210 სმ).

ამის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ, საფუძვლიანად დააკვირდეთ ისეთ მახასიათებლებს როგორიცაა:

კამერები (ორკამერიანია თუ ერთი);

  • როგორია ყინვის ფუნქცია (მშრალი თუ ნახევრად მშრალი);
  • როგორია საერთო მოცულობა (მაცივრის კამერის მოცულობა ცალკე ითვლება, ხოლო საყინულის - ცალკე);
  • როგორ მოიხმარს ელექტროენერგიას;
  • როგორი აქვს ხმაურის დონე;
  • აქვს თუ არა მოსახერხებელი სათავსოები, თაროები, კარის კალათები.

მაცივრის შეძენის შემდეგ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საჭიროა მისი სწორად მოხმარება, რაც გულისხმობს შემდეგს: რამდენად სწორად ვანაწილებთ საკვებ პროდუქტებს თაროებზე, სად ვინახავთ ბოსტნეულს, ხორცეულს, როგორ ვწმენდთ პერიოდულად და ა.შ.

რჩევა: თუ ახალშეძენილ მაცივარს მიიტანთ სახლში, ნუ ჩართავთ მას 8-10 საათის განმავლობაში და ასევე არ გამოგრჩეთ არც სხვა რჩევები მაცივრის შერჩევისას.

ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ მაცივარში საკვები პროდუქტები თადახულ კონტეინერებში მოათავსოთ. ამასთან, სასურველია, არ მოხდეს მათი ერთმანეთთან მჭიდროდ განთავსება. ნებისმიერი პრუდუქტი ისედაც შეიცავს წყალს და არ არის სასურველი მათი რეაქციაში შესვლა.

რაც შეეხება მაცივრის პერიოდულ წმენდას, აკრძალულია ჩართულ მდგომარეობაში საათობით კარის გამოღება და ამ მდგომარეობით მაცივრის გასუფთავება. ასეთ დროს მარტივი შესაძლებელია, ტექნიკა საერთოდ გამოვიდეს მწყობრიდან და გაუმართავი გახდეს.

გაითვალისწინეთ, რომ დენის წყაროდან 20-30 წუთის გათიშვის შემდეგ უნდა დაიწყოთ მისი წმენდა მხოლოდ ნახევრად მშრალი ტილოთი. დასრულების შემდეგ კი დაელოდეთ ოდნავ გამოშრობას და ამის შემდეგ უკვე ჩართეთ.

გაითვალისწინეთ: თუ არ არის ამის ხშირი საჭიროება, ნუ გამოაღებთ მაცივრის კარს მუდმივად.

პოპულარული მოდელები

მაცივარი HYUNDAI RHB250RT კლასი A+
მაცივარი HYUNDAI RHB250RT კლასი A+
Regular price 2,448.00 ლარი 1,399 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი
მაცივარი GRAETZ GT278W
მაცივარი GRAETZ GT278W
Regular price 1,199.00 ლარი 899 ლარი / თვეში 49 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ჩასაშენებელი მაცივარი ნახევრად მშრალი ყინვით BEKO BCSE400E40SN b300
ჩასაშენებელი მაცივარი ნახევრად მშრალი ყინვით BEKO BCSE400E40SN b300
Regular price 2,399 ლარი / თვეში 129 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 4 წელი