LG, Samsung მაცივრები NO FROST სისტემით

ახალი მაცივრების  შეძენისას, NO FROST სისტემის არსებობა თითქმის ”ჰიგიენური სტანდარტია”, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს მფლობელებს რეგულარული გაალღობისგან.

ფასის ხელმისაწვდომობის და სტანდარტული დიზაინის გათვალისწინებით, ჩვენ მოვამზადეთ მაცივრების  ყველაზე წარმატებული მოდელების სია, რომლებიც არ საჭიროებენ გალღობას.

ორივე მოდელის საერთო მახასიათებლები კი ასე გამოიყურება:

  • სამაცივრე და საყინულე ცალკე კარებით;
  • საყინულე ქვედა სივრცეში;
  • NO Frost სისტემა ორივე კამერისთვის;
  • განცალკევებით ინსტალაციის შესაძლებლობა;
  • მრავალნაირი გაგრილების სისტემა (უზრუნველყოფს ერთი და იგივე ტემპერატურას როგორც სამაცივრე, ასევე საყინულის კამერების ყველა დონეზე);
  • ელექტრონული კონტროლი;
  • ენერგიის მოხმარების კლასი - არა ნაკლები „A“- ზე.

LG GA B409 UEQA

No Frost  სისტემის მქონე LG მაცივრები  წარმოებულია რუსეთში არსებულ LG-ის  ქარხანაში. ტექნიკის ზომებია 59.5x65.1x189.6 სმ, ხოლო წონა 77 კგ-ია. მაცივრის კამერის მოცულობა - 217 ლიტრია, საყინულე კი - 86 ლიტრია. კორპუსის კრემისფერი ელფერი და გვერდითი კედლების საინტერესო დიზაინი ბევრ მომხმარებელს მოსწონს.

LG, Samsung მაცივრები NO FROST სისტემით

მაცივარი მიეკუთვნება ენერგოეფექტურობის კლასს „A“. გარდა ამისა, სპეციალური ფუნქციის საშუალებით, შესაძლებელია მრავალი სახის საკვების შენახვა გარკვეული დროის განმავლობაში.

უპირატესობები:

  • ხმაურის დონე არაუმეტეს 42 დბ-ს აღწევს;
  • სასიამოვნო ფერი და ტექსტურა;
  • კომპრესორის ძრავის 10 წლიანი გარანტია;
  • Multi Air Flow სისტემა.

უარყოფითი:

  • ღია კარის შემთხვევაში გამოსცემს ხმოვან სიგნალს;
  • ძალიან მყიფე სახელურები.

Samsung RB-37 J5441SA

Samsung მაცივრები No Frost სისტემით იწარმოება პოლონეთში, სამსუნგის ქარხანაში. მასალებისა და  შესრულებული სამუშაოების ხარისხი მაღალ დონეზეა აყვანილი, რასაც არაერთი კმაყოფილი მომხმარებელი ხმამაღლაც აღნიშნავს. მაცივრის ზომებია - 59.5x67.5x201 სმ, წონა - 72 კგ.

ამ მოდელის მაცივრის საერთო მოცულობა 269 ლიტრია, ხოლო საყინულე - 98 ლიტრია. მომხმარებლებს განსაკუთრებით მოსწონთ მიმზიდველი, მაღალტექნოლოგიური დიზაინი, რომელსაც მეტალის იერი დაყვება. თუმცა,  ბევრი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ დაბინძურება და ნათითურები ძალიან მკაფიოდ აჩნდება ზედაპირს.

LG, Samsung მაცივრები NO FROST სისტემით

მაცივარი მიეკუთვნება ენერგოეფექტურობის  A + კლასს, რაც ნიშნავს წელიწადში 314 კვტ ელექტროენერგიის მოხმარებას. ინვერტორული ტიპის კომპრესორისა და თავად ძრავის მაღალი ხარისხის გამო, მაცივარს შემაწუხებელი ხმაური არ აქვს.

ელექტრონული მართვა ხდება კომპაქტური LCD ეკრანის საშუალებით. ზოგადად, Samsung RB-37 J5441SA-ს,  ფუნქციონირების მნიშვნელოვან ასპექტებთან დაკავშირებით რაიმე სერიოზული უარყოფითი მიმოხილვა არ აქვს. ამ მოდელის ერთადერთი უარყოფითი მხარე მაღალი ფასია, თუმცა ობიექტურად თუ მივუდგებით, ის საკმაოდ მისაღებია საშუალო ფასის სეგმენტისთვის.

უპირატესობები:

  • მაღალტექნოლოგიური დიზაინი;
  • ხარისხიანი მასალები და წარმოება;
  • მისაღები მოცულობა;

უარყოფითი:

  • კორპუსის ადვილად დაბინძურებადი ზედაპირი;
  • მაღალი ფასი.

პოპულარული მოდელები

მაცივარი მშრალი ყინვით Samsung RT53K6530SL კლასი A+
მაცივარი მშრალი ყინვით Samsung RT53K6530SL კლასი A+
Regular price 3,299.00 ლარი 2,699 ლარი / თვეში 145 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
ჩასაშენებელი მაცივარი ნახევრად მშრალი ყინვით BEKO BCSE400E40SN b300
ჩასაშენებელი მაცივარი ნახევრად მშრალი ყინვით BEKO BCSE400E40SN b300
Regular price 2,399 ლარი / თვეში 129 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
მაცივარი მშრალი ყინვით BOSCH KDN43VL20U კლასი A+
მაცივარი მშრალი ყინვით BOSCH KDN43VL20U კლასი A+
Regular price 2,299.00 ლარი 1,849 ლარი / თვეში 99 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
მაცივარი მშრალი ყინვით HITACHI HRTN5255MXCS
მაცივარი მშრალი ყინვით HITACHI HRTN5255MXCS
Regular price 1,699.00 ლარი 1,149 ლარი / თვეში 62 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE