ლაზერული ნიველირი - მშენებლობის თვალი

თუკი სამშენებლო სექტორში აქტიურად ხართ ჩართულები ან სახლის მშენებლობას იწყებთ, გეცოდინებათ, რომ ლაზერული ნიველირები აუცილებლად და უპირობოდ გჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუკი არასდროს გამოგიყენებიათ ლაზერული ნიველირი და არ იცით კონკრეტულად რა სამუშაოების მიმდინარეობისას გჭირდებათ, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით ინფორმაციის მოწოდებაში. 

რისთვის გამოყენება ლაზერული ნიველირი?

ლაზერული ნიველირი ძირითადად სამშენებლო სამუშაოებისთვის  გამოიყენება, რომელსაც ლაზერული პროექტორი აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც წარმოქმნის წითელ ხაზს და ეხმარება მშენებელს განსაზღვროს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური სისწორე. სწორედ ეს სისწორე განაპირობებს იმას, თუ როგორი სიზუსტით მოხდება სამშენებლო კონსტრუქციების დაპროექტება.

თუ  ლაზერის შეძენას აპირებთ, მაგრამ არ იცით რომელი აირჩიოთ, მაშინ ეს ბლოგი ნამდვილად თქვენთვისაა. მოკლედ, არსებობს ერთ-ერთი ასეთი ტიპი - ოპტიკური დიაპაზონის ლაზერი, რომელიც  მიეკუთვნება პასიურ ფორმას. სამშენებლო მოწყობილობებში იგი გამოიყენება ოპტიკურ დონეზე, თეოდოლიტებსა და სხვა მოწყობილობებში.  

ლაზერული ნიველირი - მშენებლობის თვალი
ულტრაბგერითი ლაზერი - ერთ-ერთი პირველი საზომი სამშენებლო მოწყობილობაა, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა, მაგრამ მშენებლების მიერ დიდი  აღიარება ვერ მოიპოვა. ულტრაბგერითი ლაზერით მანძილი გამოითვლება სიგნალის დროისა და სიჩქარის საფუძველზე, სიგნალის წყაროდან ობიექტამდე და სიგნალის მიმღებამდე. ულტრაბგერითი ლაზერის შეძენა საკმაოდ საეჭვო გადაწყვეტილებაა, რადგან ასეთ ინსტრუმენტს ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, რომელთაგან ერთ–ერთი დაბალი სიზუსტით გამოირჩევა და რაც უფრო დიდია მანძილი, მით უფრო დიდია შეცდომის მაჩვენებელი. (ძირითადად, მათი სიზუსტე მითითებულია პროცენტულად, მაგალითად +/- 0.5% შედეგი.) ამ ტიპის ლაზერით თითქმის შეუძლებელია გარკვეულ წერტილზე სიზუსტის მოძებნა.  მართალია, მოწყობილობას აქვს ჩამონტაჟებული ლაზერული მაჩვენებელი, რომლის ვიზუალურად განთავსებაც სამიზნეზე შესაძლებელია, მაგრამ ის მაინც ვერ უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის გარანტიას.

გაითვალისწინეთ: ლაზერული ნიველირის მოწყობილობა აუცილებლად ზუსტი უნდა იყოს, რომელიც დაეხმარება როგორც პროფესიონალ მშენებლებს, ასევე - სახლის ხელოსნებს. ულტრაბგერით მოდელთან შედარებით, სხვა ლაზერულ ნიველირებს აქვთ მრავალი უპირატესობა სიზუსტის და ფუნქციონალური თვალსაზრისით.

ლაზერული ნიველირი Leica disto D510

დღესდღეობით ბაზარზე უამრავი მწარმოებლის, სხვადასხვა მოდელის ლაზერული ნიველირი არსებობს, მაგრამ თუნდაც ამხელა არჩევანის შესაძლებლობის ფონზე,  შესაძლებელია ამ მოწყობილობის წარმოებაში უდავო ლიდერის გამოყოფა.  ერთ-ერთი ასეთი Leica disto D510-ია.  თუ მათ უახლეს მოდელებს გადახედავთ, მაშინვე მიხვდებით, რომ ეს არის ყველაზე თანამედროვე მოწყობილობა, რომელშიც ყველანაირი მახასიათებლები ერთ კომპაქტურ პაკეტშია მოთავსებული. თქვენ ვერ ნახავთ ასეთ ფუნქციებს სხვა კომპანიების ლაზერულ ნიველირებში.

ლაზერული ნიველირი - მშენებლობის თვალი

ლაზერული ნიველირები არა მხოლოდ კონსტრუქციულია, რომელზეც გამოსახულია გაზომვის შედეგი, არამედ ეს არის  მოწყობილობები, რომლებიც სწრაფად ითვლიან სამიზნემდე მანძილს (2000 მეტრამდე)  და შედეგები პირდაპირ აისახება მოწყობილობაზე.

გარდა ამისა, მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვა დამატებითი მრავალი ფუნქცია, მაგალითად, ბალისტიკური კალკულატორი კორექტირების გამოსათვლელად და მოძრავი ობიექტის სიჩქარის გამოანგარიშების ფუნქცია. ასეთი დიაპაზონის ტიპები არ არის შესაფერისი სამშენებლო ამოცანებისთვის, რადგან მათში შეცდომა +/- 1 მეტრია.

 წამყვანი ბრენდის, დევალტის ლაზერული ნიველირის განხილვა კი შეგიძლიათ შესაბამის ლინკზე იხილოთ.

ასევე შეგახსენებთ რომ ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ლაზერული მანძილმზომი წამყვანი ბრენდებისგან საუკეთესო ფასად

 

პოპულარული მოდელები

ლაზერული ნიველირი შტატივთან ერთად BOSCH GLL 2-20 G+BT 150 Tripod (0601065001)
ლაზერული ნიველირი შტატივთან ერთად BOSCH GLL 2-20 G+BT 150 Tripod (0601065001)
Regular price 669 ლარი / თვეში 36 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ლაზერული ნიველირი BOSCH GLL 2-20 G
ლაზერული ნიველირი BOSCH GLL 2-20 G
Regular price 609 ლარი / თვეში 33 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ოპტიკური ნიველირი Bosch GOL 26 D
ოპტიკური ნიველირი Bosch GOL 26 D
Regular price 849.00 ლარი 699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თვითსწორებადი ლაზერული ნიველირი Total TLL255245
თვითსწორებადი ლაზერული ნიველირი Total TLL255245
Regular price 1,214 ლარი / თვეში 65 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი