კონდინციონერი - ყველა ამ წესის ცოდნა დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ნივთი, რომელიც მომავალში თქვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის
ჩვენ შეგვიძლია გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა თუ როგორ ავარჩიოთ კონდინციონერი სწორად, მარტივად და რაც ყველაზე მთავარია მოგიყვებით იმ დეტალებზე, რაც უნდა იცოდეს ყველა მომხმარებელმა სანამ გადაწყვეტს კონკრეტულად ამა თუ იმ ფირმის კონდიციონერები დაათვალიეროს, იყიდოს განვადებით ან ფასდაკლებით.
რა კრიტერიუმებით ფასდება და რომელი ფირმები სარგებლობენ უფრო მეტი მოთხოვნით ბაზარზე? - ამ უკანასკნელ კითხვაზე პასუხს ნებისმიერი ტექნიკის მაღაზიაში მიიღებთ.
სასურველია ვიცოდეთ, რომ ძირითადი კრიტერიუმები, რომლითაც კონდიციონერები ირჩევა არის ახალი თანამედროვე ძრავი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიით ჩვეულებრივ სისტემებთან შედარებით 30%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
სანამ ტიპების განხილვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ ბოლო რამდენიმე წელია ფასის და ხარისხის გათვალისწინებით, ძალიან პოპულარულია ბრენდ TCL-ის კონდიციონერი.
არჩევანი თქვენზეა!
ინვერტორული კონდინციონერი
თანამედროვე ინვერტორული კონდინციონერი (ინვერტორულ სპლიტ-სისტემებს კომპრესორის სიხშირე-მართვის ძრავა გააჩნიათ და კონდინციონერების ცალკეულ ტიპად ითვლება. ინვერტორს ცვალებადი დენი გადაყავს მუდმივში და მუდმივი კი ცვალებადში.
მეორე ცვლილების დროს ძაბვა და სიხშირე იცვლება, რაც კომპრესორის ბრუნვის სიხშირის თავისუფალი რეგულირების საწინდარია და შესაბამისად სიცივისა და გაციებისაც.
მოცემული ტემპერატურის მისაღწევად ინვერტორული კონდიციონერი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტი სიმძლავრით მუშაობს (დაახლოებით 15 %-ით). მოცემული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ კონდინციონერი არ ჩერდება, ის დაბალ ბრუნვაზე მუშაობს და ზუსტად ინარჩუნებს აღნიშნულ ტემპერატურას.
ამასთან ის უხმაუროდ მუშაობს. ჩვეულებრივი კონდინციონერი ტემპერატურის შენარჩუნებისთვის გამუდმებით ითიშება და ირთვება. ინვერტორული კი გამუდმებით მუშაობს და ამისთვის მხოლოდ აუცილებელ სიმძლავრეს იყენებს.
სწორედ ამიტომ ის ელექტროენერგიას 15%-50%-მდე ნაკლებს წვავს. ამასთან ცნობილია, რომ კომპრესორის ცვეთასა და მწყობრიდან გამოყვანას კონდიციონერის გამუდმებით ჩართვა-გამორთვა იწვევს.
ინვერტორულ კონდიციონერს, რომელიც გამუდმებით მუშაობს ეს არ ემუქრება და ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამართულად მოგემსახურებათ).
ასევე გასათვალისწინებელია TURBO რეჟიმი; სწრაფი გათბობა/გაგრილება; AUTO რეჟიმი; ტემპერატურის ავტომატური რეგულირება;
DEFROST - გალღობის ჭკვიანი რეჟიმი, რომელსაც მიკროპროცესორი აკონტროლებს.
TIMER - ტაიმერი, რომელიც უფრო მარტივს ხდის ტემპერატურის კონტროლს მაშინაც კი, როცა შენობაში არ იმყოფებით. მისი მეშვებით უახლოეს 24 საათის განმავლობაში ტექნიკის პარამეტრების და საჭირო რეჟიმის კონფიგურაცია შეიძლება.
ყველა ამ ტექნიკური მახასიათებლების შემდეგ შეგვიძლია გავთვალოთ ოთახების რაოდენობა და უკვე მონტაჟის დროს ყურადღება მივაქციოთ მზის მხარეს, კონდენციონერიდან მომდინარე ჰაერის ნაკადს, რომელიც სასურველია არ იყოს მიმართული კონკრეტულად ადამიანებისკენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილი გვაქვს საძინებელში დამონტაჟება.
გისურვებთ გრილ ზაფხულს და თბილ მყუდრო გარემოს ზამთარში.
ვირჩევთ ხარისხზე ორიენტირებულ ტექნიკას, არ ვზოგავთ ფულს და მომავალში ვიბრუნებთ, როგორც ერთგვარ ინვესტიციას.
იქამდე კი, გაიგეთ მეტი თქვენს კონდიციონერზე.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...