ისარგებლე საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკის სფეისი სერვისებით, ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე
ქართული ონლაინ მაღაზია ისურვე უკვე 4 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით ლიდერობს, რაც 90 000-ზე მეტი ერთგული მომხმარებლის დამსახურებაა.
21-ე საუკუნის ციფრულ ეპოქაში, მითუმეტეს პანდემიის კვალდაკვალ, ფაქტობრივად, ყველა ბიზნესის გაციფრულება მოხდა. არც პანდემიის შემდგომი წლები იქნება გამონაკლისი, ვინაიდან, ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა მომხმარებელთა ქცევის ფორმები და მსყიდველობითი მიდგომები.
გამარტივებული სისტემის ჩამოყალიბება და სწორად მიწოდება ისურვეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის წყალობითაც, ქართული ელექტრონული კომერციის გამოკვეთილი ლიდერია.
უკვე 4 წელია, რაც კომპანია აქტიურად ემსახურება 90 000-ზე მეტ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით და ოპერატიულ რეჟიმში აწვდის ნებისმიერ ნივთს დიდ ქალაქებს, რაიონებსა და მაღალმთიან სოფლებს.
მომხმარებელთა გაზრდილ რაოდენობასა და მრავალფეროვნებას საიტის მოქნილი სპეციფიკაც უზრუნველყოფს, სადაც წარმოდგენილია სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები, საყოფაცხოვრებო მსხვილი-წვრილი ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები და სხვა პროდუქციები.
საიტზე შესაძლებელია განვადების მარტივი პირობებით სარგებლობლობა, ანგარიშსწორების მეთოდებად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირი საბარათე გადახდის, საბანკო გადარიცხვის, კურიერთან გადახდის ან განვადებით შეძენის მეთოდები.
სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ ონლაინ მაღაზია ისურვე და ქართული ციფრული ნეობანკი სფეისი დამეგობრდნენ რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სფეის განვადებით სარგებლობა.
რა უპირატესობებით სარგებლობლობის საშუალებას იძლევა სფეის განვადება?
ქართული ნეობანკი გაძლევთ იმის მარტივ შესაძლებლობას, რომ დისტანციურად და მომენტალურად, 24/7-ზე განახორციელოთ გადახდებთან დაკავშირებული ყველა პროცესი.
რადგან ისურვეს მომხმარებელთა მზარდმა რაოდენობამ განვადების სერვისებზე ხელმისაწვდომობის საჭიროება თავიდანვე წარმოშვა, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სფეისთან დამეგობრება, რადგან ციფრულ ბანკის სერვისებში გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რომელიც ბანკებსა და მომხმარებლებს შორის შეიძლება წარმოიშვას.
სფეისი კლიენტთა ფართო აუდიტორიას საშუალებას აძლევს, რომ გადახდებისას ზედმეტი ბიუროკრატიისა და დამატებითი ოპერაციების გარეშე ისარგებლოს. ამასთან, სრულიად გამჭირვალეა თითოეული გადახდა და მომხმარებელს აღარ მოუწევს დაფარული საკომისიოებით სარგებლობა.
<გარანტირებული სიმარტივე> - დაარსების დღიდანვე ონლაინ მაღაზიის სლოგანია, რომლის საფუძველზეც, ისურვეს ძირითადი მიზანი მომხმარებლებისთვის გამარტივებული შოპინგის დანერგვა გახდა. სფეისის საქმიანობაც ისურვეს სლოგანის იდეას იზიარებს ვინაიდან, გთავაზობთ ყველაზე მარტივ, სწრაფსა და გამჭირვალე ყოველდღიურ მომსახურებას, სადაც არ მოგიწევთ ბანკის რიგებში დგომა და ზედმეტი ენერგიის, დროის დახარჯვა. ფინანსების მართვა კი ხდება მობილური აპლიკაციით, რომელსაც დამატებული აქვს ქეშბექისა და ლოიალობის უნიკალური პროგრამა, რათა საჩუქრად დაიბრუნოთ დახარჯული თანხის ნაწილი.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...