ინოვაციური გამოგონება - ფოტოეპილატორი
გაპარსვა შეიძლება რუტინული და დამღლელი იყოს, როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა ფოტოელიპატორი შექმნეს, რომელიც მარტივად უმკვლავდება დავალებას.
თუ დაიღალეთ ყოველდღიური პარსვისგან და გსურთ ხელმისაწვდომი, მაგრამ ეფექტური საშუალება, ანუ ეპილაცია სახლის პირობებში ლაზერული ეპილატორით, ეს გამოგონება სწორედ თქვენთვისაა.
მისი გამოყენების შემდეგ მიხვდებით თუ რამდენ დროს, ფულსა და ენერგიას დაზოგავთ ყოველდღიურად.
იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ძალიან დიდი არჩევანია, შეიძლება ცოტა დაგაბნიოთ არჩევის პროცესმა. თქვნთვის სასურველი ფოტოეპილატორის შესაძენად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი.
მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ, რამდენად შეესაბამება ლაზერული ეპილაციის აპარატი თქვენი კანის ტიპსა და თმის სისქეს. ჩვენი მიმოხილვები დაგეხმარებათ აირჩიოთ საუკეთესო მოწყობილობა, რომელიც ზუსტად შეასრულებს თვქენს საჭიროებებს.
შემოგთავაზებთ ფოტოეპილატორების ორ სახეობას, რომელიც გაგარკვევთ მის შესაძლებლობებში.
Tria Hair Removal Laser 4X
Tria არის თმის მოცილების საშუალება, რომელზეც ბევრია დამოკიდებული. სანდოა იმის გამო, რომ იგი იყენებს დიოდური ლაზერის ტექნოლოგიას, როგორც ამას დერმატოლოგები გვეუბნებიან.
მაგრამ სანამ შეიძენთ, უმჯობესი იქნება თუ დერმატოლოგთან გაივლით კონსულტაციას და ის გეტყვით რომელი ტიპის აპარატია თქვენი კანისთვის საუკეთესო
მათ, ვისაც უსაფრთხოების საკითხი აინტერესებს, გეტყვით, რომ FDA-ს მიერ არის დამტკიცებული მისი უსაფრთხოება სახლის პირობებში.
გამოყენება შესაძლებელია როგორც სახეზე, ისე სხეულის ნებიმსიერ ადგილში.
მიმზიდველი და დახვეწილი დიზაინი მუშაობის პროცესს უფრო კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის.
მათთვის ვისაც ღია ფერის თმა აქვს შეიძლება ნაკლებად ეფეტქური აღმოჩნდეს ამ ფოტოეპილატორის გამოყენება, რადგან ის გათვლილისა მუქი თმის მქონე ადამიანებისთვის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ მოდელით მუშაობა პატარ-პატარა ტერიტორიებზეა შესაძლებელი და შესაბამისად, მეტად შრომატევადია.
პლიუსები:
- ძალზე ეფექტურია თმის აღსადგენად
- უსაფრთხოება დამტკიცებულია FDA-ს მიერ
- გამოყენება შესაძლებელია სახესა და სხეულზე
მინუსები:
- შედარებით მტკივნეულია მისი გამოყენება.
- ეფექტურობისთვის საჭიროა ერთზე მეტი პროცედურა
Braun Gillette Venus Silk – Expert IPL 5001
ეს IPL მოწყობილობა განკუთვნილია თქვენი კანის მელანინისთვის შესაფერის დონზე დასაყენებლად, SensoAdapt-ის საშუალებით.
შექმნილია უფრო დიდ მონაკვეთებზე სამუშაოდ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოწყობილობა ბაზარზე.
შექმნილია მთელი თქვენი სხეულისთვის, ასე რომ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი შედეგი მიიღოთ ნებისმიერ ადგილზე. იქნება ეს თქვენი ზედა ტუჩი თუ ბარძაყები.
ასევე, ძალიან სასარგებლოა ინტეგრირებული კანის კონტაქტის სენსორი, რადგან დარწმუნებული ხართ, რომ თითოეულ ადგილზე ზუსტად ისე იტარებთ პროცედურას, როგორც საჭიროა.
საინტერესო საკითხავი: დამატებითი ინფორმაცია ფოტოეპილატორებზე.
Braun Gillette Venus Silk არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ვარიანტი, რადგან მას შეუძლია მკურნალობა მსუბუქი და საშუალო კანის ფერისთვის, ასევე, მსუბუქი შავი თმისთვის.
როგორც კაბელიანი მოწყობილობა, საშუალებას გაძლევთ დაამთავროთ პროცედურა ისე, რომ არ დაგჭირდეთ გაჩერება ბატარეის დასატვირთად.
პლიუსები:
- შეგიძლიათ დააყენოთ რეჟიმი თქვენი კანის ტიპის მიხედვით
- უმტკივნეულოა გამოყენებისას
- მოკლე დროში უფრო დიდი ტერიტორიების გაკეთებაა შესაძლებელი
მინუსები:
- შედარებით არა კომფორტული დიზაინი
- მგრძნობიარე ღილაკის გამო შეიძლება შემთხვევით შეიცვალოს რეჟიმი