გაზქურების დიდი რჩევანი
თქვენი აზრით, თანამედროვე დროში, რისთვის უფრო იყენებს ადამიანი გაზქურას, საჭმლის მოსამზადებლად თუ გასათბობად? გაზქურის უმთავრესი ფუნქცია ხომ საჭმლის მომზადებაა!
- ჩასაშენებელი გაზქურის ზედაპირი
- ერთ ქურიანი გაზქურა
- ორ ქურიანი გაზქურა
- კომპაქტური გაზქურა
გავეცნოთ ზოგად რეკომენდაციებს, რომელიც საერთო და განმასხვავებელია თითოეული მათგანისთვის.
როგორც ვთქვით, სხვადასხვა სახის გაზქურები ერთმანეთისგან მახასიათებლებით განსხვავებულია. მაგალითად, მათი სიმაღლე სხვადასხვაა და განსხვავებული ღირებულება აქვს, თუმცა, საერთოც აქვთ. ყველა მათგანი დაახლოებით 60 სმ სიგანისაა. რაც მეტს იხდით გაზქურაში, უფრო მეტ ფუნქციას ყიდულობთ ამ ფორმით, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს რომ გამართლებულია ძვირადღირებული ინვესტიციის გაკეთება. პირველ ეტაპზე, თავად უნდა გქონდეთ გააზრებული თქვენი საჭიროებები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ძებნა.
ერთ და ორ ქურიანი გაზქურების შეძენამდე , ერთ-ერთი პირველი კითხვა რაც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, საკმარისი თუა იგი თქვენი საჭიროებების დასაფარად. შემდეგ უკვე გასათვალისწინებელია გაზქურის პარამეტრები რამდენად შესაბამისობაშია თქვენი სამზარეულოს ზომებთან.
ორ ქურიან მოდელს რაც შეეხება, კიდევ უფრო მოზრდილი გაბარიტები აქვს ერთ ქურიანთან შედარებით და ზომების გადაუმოწმებლად მისი შეძენა, შესაძლოა სანანებელი გაგიხდეთ.
თუმცა, ერთ ქურიანი და ორ ქურიანი, პატარა მოდელების შეძენის მთავარი უპირატესობა არის მისი კომპაქტურობა, გადაადგილების შესაძლებლობა და ფასი.
უარყოფითი ის აქვს, რომ ყველა კერძის მომზადებას ვერ შეძლებთ. მაგალითად, საკონდიტრო ნაწარმის მომზადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგეძლებათ, თუ ის ტაფაზე მზადდება.
ყიდვისას მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უწევს გაზისა და დენის ქურებს შორისაც.
კომპაქტური და ჩასაშენებელი გაზქურების 99% უკვე აქვს გაზისა და დენის მოხმარების ფუნქცია. მწარმოებლები ითვალისწინებენ რისკს ცხობის დროს, როდესაც გაზი ან დენი მოულოდნელად ითიშება და ამის გამო წყალში იყრება დიასახლისის შრომა. გარდა ამისა, ხშირად გვსმენია მზარეულებისგან, რომ ზოგიერთი კერძს დენის გაზქურაზე მომზადება უფრო სრულყოფილს ხდის.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...