ფასდაკლებები ქვაბების ნაკრებზე - განახლებული ფასები და არჩევანი
ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიურპრიზების შეთავაზებას და გთავაზობთ სრულიად ახალ, ქართული ინტერნეტ ბაზრისთვის უპრეცენდენტო ფასდაკლებას გრანიტის, ემალისა და უჟანგავი ფოლადის ქვაბებზე.
ახალი პირობები ვრცელდება როგორც მათთვის, ვინც პროდუქციას ბარათით ყიდულობს, ისე იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც ქვაბების ნაკრები განვადებით ყიდვით აპირებს საკუთარი სამზარეულოს გამდიდრებას.
გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად გავზარდეთ პროდუქციის ასორტიმენტი, დავამატეთ ახალი ბრენდები, ფერები და მოდელები, ამიერიდან თითოეული ნაკრები საშუალოდ 40-50 ლარით იაფად გახლავთ წარმოდგენილი და ამის საშუალება აღნიშნულ ბაზარზე მოღვაწეობის რამდენიმე წელმა და სურვილმა მოგვცა, მომხმარებლებისთვის სააღდგომოდ, როცა ამ პროდუქციაზე მოთხოვნა პიკს აღწევს, სპეციალური პირობები შეგვეთავაზებინა.
როგორც ბაზრის ლიდერები, ასევე გთავაზობთ განსაკუთრებულ ქვაბებს, მაგალითად Bausten-ის ბრენდის, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან იყიდება და აღნიშნულმა სეტებმა გამოჩენისთანავე განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.
ასევე იხილეთ: პოსტი გერმანული ქვაბების შესახებ.
ანალოგიურად, თითქმის 10 ახალი ნაკრები დაემატა Savasan-ის თურქულ ემალის ქვაბებსაც, ასევე ევროლუქსს და ა.შ.
აღნიშნულ შეთავაზებებს ამიერიდან აქტიურად შეხვედებით ჩვენს სოციალურ ქსელებსა და სხვა სარეკლამო საშუალებებში.
კიდევ უფრო გავაუმჯობესეთ მიტანის პირობებიც და ამიერიდან რუსთავსა და თბილისის შემოგარენში (წყნეთი) შეძენილ ქვაბების ნაკრებს იმავე ან დღის მეორე ნახევარში გაკეთებული შეკვეთების შემთხვევაში მეორე დილით მოგიტანთ, მოკლედ, ერთი დღით უფრო სწრაფად და რაც მთავარია, ისევ უფასოდ :)
უახლოეს გეგმებში გვაქვს სააქციო შეთავაზებების დახვეწაც. თუ საჩუქრების არჩევის შესაძლებლობა აქამდე მხოლოდ კონკრეტულ მოდელებზე გეძლეოდათ, ძირითადად Dessini-ს პროდუქციაზე, სულ მალე ანალოგიურ აქციებს თითქმის ყველა ბრენდზე იხილავთ, თანაც რაც შეიძლება მრავალფეროვანს.
მადლობა, რომ ისურვეთ და გვენდობით!
პოპულარული მოდელები