ერთად შევარჩიოთ ხელოვნური ნაძვის ხე
ძალიან მალე ხარის წელი შემოაბიჯებს, რაც ნიშნავს, რომ წინ ჯადოსნური დღესასწაული - ახალი წელია!
ოჯახისა და მეგობრებისთვის საჩუქრების შერჩევის გარდა, კიდევ ერთი საკითხი უნდა გადაწყვიტოთ - რომელი ხელოვნური ნაძვის ხე დაამშვენებს თქვენს სახლს.

ახალი წლისთვის თუ ხელოვნური ნაძვის ხის ყიდვას ფიქრობთ, ჩვენი მიმოხილვა დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. რეიტინგში თავმოყრილია ყველაზე პოპულარული და მაღალხარისხიანი ნაძვის ხეები, რომელთა შეძენა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც.
1 ადგილი - ხელოვნური ნაძვის ხე „ნორმანდია
„ნორმანდია“ წარმოუდგენლად რეალური ნაძვია, რომელსაც ფუმფულა ტოტები და დამყოლი წიწვები აქვს. ასორტიმენტში შედის კლასიკური და თანამედროვე სილუეტის ნაძვის ხეები განათებებითა და თოვლიანი ეფექტებით.

მე-2 ადგილი მშვენიერი Bayberry ხელოვნური ნაძვის ხე ამერიკული ბრენდის National Tree Company-სგან
National Tree-ის საახლწლო ხე გამოირჩევა ბრწყინვალებითა და ფერების სიმდიდრით. წიწვები ცოცხალი ნაძვების მსგავსია, რომელიც მეტ სიმკვრივეს მატებს. ულამაზესი ნაძვის ხის ყიდვა შეგიძლიათ ჩაშენებული განათებებით.
მე-3 ადგილი - ლურჯი ნაძვის ხე გირჩებით
ამერიკული მოდელი მწვანე და ყავისფერი ლაქებით ხეს კიდევ უფრო რეალისტურს ხდის. ხოლო PVC წიწვები ხეს წარმოუდგენლად სქელსა და დიდებულ იერს სძენს. მისი შეძენა შეგიძლიათ კლასიკურ და კომპაქტურ სილუეტში.
მე-4 ადგილი - „თოვლის ზღაპარი“ - ძალიან ორიგინალური საახალწლო ნაძვის ხე
National Tree Company-ის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საახალწლო ხე, რომელიც დეკორაციების გარეშეც კი, ელეგანტურად გამოიყურება. აქვს ყინვაგამძლე ეფექტი, ოდნავ ბრწყინვალე, ხოლო დიზაინი მოიცავს გირჩებსა და ტოტებზე არსებულ წითელ კენკრას. წიწვები დამზადებულია PVC მასალისგან.
მე-5 ადგილი - Furry Carolina ნაძვი National Tree Company-სგან
ხელოვნურ ფიჭვს შესანიშნავი სილუეტი აქვს - თითქოს რომელიმე ოსტატი მის ფორმაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. გირჩები, დახვეწილი ფერი და წიწვების შერწყმა, ხეს ბუნებრივ იერს სძენს. ხელოვნური ფიჭვი წარმოდგენილია განათებებით ან მის გარეშე.

მე-7 ადგილი - ულამაზესი დიზაინის ნაძვის ხეები Winsor
ეს არის ნაძვის ხე დათოვლილი ბოლოებით, რომლის შეძენა ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე - isurve.ge-ზეც შეგიძლიათ. სახლში ასეთი ულამაზესი ნაძვის ხის არსებობა, ნამდვილად შეგიქმნით ზღაპრულ განწყობას.
მე-8 ადგილი - დათოვლილი ნაძვის ხე „ტრიუმფი“ Triumph Tree-ს კომპანიისგან
ხელოვნური ნაძვის ხეების რეიტინგი წარმოუდგენელია დათოვლილი ნაძვის ხეების გარეშე. ფუმფულა თეთრი ნაძვი ჰოლანდიური წარმოებისაა, რომლის PVC წიწვების კომბინაცია ხეს მეტ სიმკვრივეს ანიჭებს და სილუეტს მეტად მდიდრულს ხდის.

მე-9 ადგილი - „ტყის სანთელი“ National Tree Company-სგან
დახვეწილი და კომპაქტური ხელოვნური ნაძვის ხე ნებისმიერი სივრცის ორიგინალური გაფორმების საშუალებას მოგცემთ. ჩამოკიდებული ტოტები და ხის სადგამი ბუნებრივი ნაძვის ხის არსებობის განცდას ქმნის. ნაძვი წარმოდგენილია სხვადასხვა ზომით კომბინაციაში, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სახლისთვის, ასევე - ბინისთვის.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







