ელექტრო და ხელის სამართებელი
რა განსხვავებაა ერთჯერად და მრავალჯერად საპარსებს შორის?
მიუხედავად იმისა, რომ უკვე სხეულიდან თმის მოშორების უთვალავი მტკივნეული თუ ნაკლებადმტკივნეული გზა გვაქვს, იქნება ეს ვაქსინგი, შუგარინგი, ფოტოეპილაცია თუ ლაზერული ეპილაცია, ყველას განსხვავებული ტიპის მომხმარებელი ყავს, რომელთაც ერთი მიზანი აერთიანებთ - უთმო სხეული.
ამ მეთოდებს შორის, ყველაზე იაფი და ტრადიციული - პარსვა, მაინც ყველაზე გავრცელებული გზაა სასურველი შედეგის მისაღწევად.
პარსვა კულტურაში კარგად დანერგილი, ძალიან ადვილი პროცედურაა და თანაბრად ნაცნობია ორივე სქესისთვის.
საპარსებისა და სამართებლების უპირატესობანი
თანამედროვე ეპოქა საპარსებისა და სამართებლების ფართო არჩევანს გვაძლევს. ხელის სამართებელი (საპარსი), ისევე როგორც ელექტრო ალტერნატივა, წარმატებით გამოიყენება როგორც ფეხებზე, ისე იღლიისა და ბიკინის ზონებზეც.
აღიარებულია, რომ ქალების უმრავლესობა უპირატესობას ჩვეულებრივ საპარსს ანიჭებს, თუმცა, არჩევანის გაკეთება არც ისე იოლია, მითუმეტეს, რომ პროდუქტების ჩამონათვალი მცირე ნამდვილად არ არის: მრავალჯერადი გამოყენების საპარსი და ელექტროსაპარსი ხომ საბოლოო ჯამში უფრო იაფი ჯდება და გარემოსთვისაც უკეთესია.
ერთჯერადი საპარსი ერთხელ ან რამდენჯერმე, ლიმიტირებულად გამოიყენება. ძირითადად, სხვადასხვა ხარისხისა და ბრენდის პროდუქტები სამიდან, მაქსიმუმ ათ გაპარსვამდე ძლებს, თუმცა ეს რიცხვი ინდივიდუალურია.
თუ ამჩნევთ, რომ სამართებელი დაბლაგვდა ან უბრალოდ კანს გიუხეშებთ, ესეიგი უნდა გამოცვალოთ, ამ შემთხვევაში კი ერთმნიშვნელოვნად მთლიანად საპარსის გადაგდება გიწევთ.
ცალსახაა, რომ ერთჯერადი გამოყენების საპარსებს აქვთ გარკვეული უპირატესობები: ისინი იაფია და მომხმარებლის შეუცვლელი მეგობრები არიან მოგზაურობისას.
გარდა ამისა, თანამედროვე ერთჯერადი საპარსები, მრავალჯერადის მსგავსად, სამ ან ხუთპიარიანი სამართებლითაა აღჭურვილი. კარგი დიზაინი კი საშუალებას იძლევა პარსვისას კანის დაზიანება მაქსიმალურად გამოირიცხოს.
მთავარი განსხვავება ერთჯერადსა და მრავალჯერადს შორის ისაა, რომ მრავალჯერადი საპარსის ტარის გადაგდება არ გიწევთ - მას მხოლოდ სამართებლის კატრიჯის შეცვლა სჭირდება.
ზოგადად, შეცვლილი სამართებელი 5-10 პროცედურას ყოფნის. ერთჯერადი საპარსის მსგავსად, თუ კანი გაგიწითლდათ, სამართებლის პირები დაბლაგვდა ან გამაგრდა, ახალი კატრიჯის დროა.
ელექტრო და მექანიკური საპარსების შესადარებლად, შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს წინა პოსტს.
ეს გამოსავალი პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბევრად უფრო ჭკვიანურია - ასე ხომ ნაკლები პლასტმასი მოხვდება გარემოში.
კიდევ ერთი პლიუსი ისაა, რომ სამართებლების სახეობები საჭიროებისამებრ შეგიძლიათ ცვალოთ და საპარსის ტარს მრავალპირიანი, გელიანი ან მგრძნობიარე კანისთვის შექმნილი სამართებლები დაუმაგროთ.
საპარსების ყველაზე წარმატებულ ბრენდებს შორის განიხილავენ Philips-ის საპარსებს, ასევე Braun-ს, Panasonic-ს და ა.შ
ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში, მთავარია პროდუქტმა თქვენი საჭიროებები დააკმაყოფილოს და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმაროთ.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...
-
ბალახის სათიბი - ყველა ბრენდის მიმოხილვა ქართულ ბაზარზე
ბალახის სათიბი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ხელსაწყოა ქართულ ბაზარზე და ეზოსა და ბაღის მოვლის განუყოფელ ნაწილს წარმოად...