Dewalt-ის ტოპ 5 ბურღი-სახრახნისი (შურუპავიორტი) 2 ელემენტით
isurve.ge-მ რომ Dewalt-ის სრული კატალოგი შემოგთავაზათ ალბათ უკვე შეამჩნევდით და უამრავმა თქვენგანმა ჩვენი შესაბამისი სარეკლამო ბანერებიც ნახა. ამ ლეგენდარული გერმანული ბრენდის არჩევანი უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ხელსაწყოსა თუ დანადგარს მოიცავს, თუმცა დღეს თქვენს ყურადღებას ე.წ შურუპავიორტებზე შევაჩერებთ და შეგიძლიათ გაეცნოთ 5 ყველაზე გაყიდვადი მოდელის მიმოხილვას.
დევალტის აკუმულატორიანი ბურღი სახრახნისები, გარდა იმისა, რომ ძალიან გამძლე და მრავალფუნქციურია, ხასიათდება იმითაც, რომ განსაკუთრებულად მძლავრი ელემენტები აქვთ. ჩვენი ხუთეული მათ შორის ყველაზე პოპულარული, ორ ბატარეიანი მოდელებისგან შევადგინეთ. მიმდევრობა გაყიდვების კუთხით პირობითია და ფასის მიხედვით გახლავთ დალაგებული.
5. DEWALT DCD710C2 - 2 სიჩქარიანი, 10 მმ-იანი ვაზნით
სწრაფმომჭერი ვაზნით აღჭურვილი,10.8 ვ-იანი ბატარეიანი ხელსაწყო, რომელიც ხის მასალის შემთხვევაში 20 მმ-ს, ხოლო მეტალში 10 მმ-ს ბურღავს.
ხელსაწყოს აქვს რევერსული (უკან) მოძრაობის ფუნქცია, განათება, ყველა ტიპის რეგულატორი და მოყვება შესაბამისი ჩანთა-ჩემოდანი.
მისი ღირებულება 444 ლარს, ხოლო განვადებით თვეში 24 ლარს შეადგენს.
4. DCD780C2 - ნახევარ საათიანი სრული დატენვის დროით
შემდეგი მოდელის ვაზნის დიამეტრი 13 მმ-ია. წინასთან შედარებით უფრო გრძელი ბურღვის მანძილით გამორჩევა, 38მმ და 13მმ შესაბამისად ხესა და მეტალში.
აქვს 18ვ-იანი ელემენტი (2 ცალი) და ჩართვის ღილაკის ბლოკირება. აკუმულატორის სრულად დატენვის დრო კი მხოლოდ 30 წუთს შეადგენს, რაც ძალიან დიდი პლუსია მსგავსი ტიპის ელექტრო ხელსაწყოს გამოყენების დროს.
3. DCD771C2 - სპეციალური სამაგრითა და სხვა აქსესუარებით
553 ლარიანი კიდევ ერთი დევალტის ბურღი-სახრახნისი აკუმულატორზე, 2 სიჩქარით, რომელთაგან პირველის შემთხვევაში მაქსიმალური ბრუნვის რიცხვი წუთში 450, ხოლო მეორის - 1500 გახლავთ.
აქვს მაქსიმალური 13 მმ-იანი ვაზნის დიამეტრი, 16 რეჟიმი ბრუნვის დროს და ასევე სპეციალური დრელის ფუნქცია, გამოირჩევა ჩემოდნით, ქამარზე სამაგრით, განათებით და ცხადია, რევერსული ბრუნვის შესაძლებლობით.
გარდა ამისა, აქვს მაგნიტის დამჭერი, იწონის 1.5 კგ-ს და განვადების შემთხვევაში მისი ყიდვა თვეში 30 ლარად შეგიძლიათ.
2. DCD795D2 - დარტყმითი ბურღი, განსაკუთრებით გამძლე, უნახშირო ძრავის ტიპით
გადავედით პრემიუმ მოდელებზე, რომლებიც გარდა სიმძლავრისა და ფუნქციონალისა, სპეციალური ძრავებითაც ხასიათდებიან. დევალტის მიერ დაპატენტებული, განსაკუთრებული უნახშირო ძრავი მას განსაკუთრებულ გამძლეობას ანიჭებს და მიუხედავად იმისა, რომ 900 ლარი ღირს, საკმაოდ ბევრი მომხმარებლისთვის ძალიან სასურველი ხელსაწყოა.
გამორჩეულ კლასს ის სიჩქარეებითაც ადასტურებს, პირველ სიჩქარეზე ბრუნვის რიცხვი წუთში 2000-ს, ხოლო მეორეზე 35000 (!)-ს აღწევს.
გამოიყენება როგორც სტანდარტულ ხესა და მეტალზე, ისე აგურზე სამუშაოდაც.
აქვს დარტყმის, ძრავის მუხრუჭი, განათების, ფიქსაციის, რეგულირების, მოტორის დაცვის (ელექტრონული) და ყველა სხვა თანამედროვე და საჭირო ფუნქცია.
ჩანთასთან ერთად მოყვება მაგნიტური მჭერი და დამატებითი სახელური, ხოლო განვადების ფასი თვეში 49 ლარია.
1. DEWALT DCD796P2 - წინა მოდელის მსგავსი, ოღონდ უფრო მძლავრი ძრავითა და მაღალი ბრუნვების რიცხვით
- მაქსიმალური სიღრმე ბურღვისას: ხე/მეტალი/აგური: 40მმ/13/13მმ;
- ყველა ფუნქცია და აქსესუარი რაც წინა მოდელს ჰქონდა;
- ფასი: 1209 ლარი, ან განვადებით თვეში 65 ლარი;
- აჩქარების რეჟიმი;
- პირველი სიჩქარე - 0-550-200 და მეორე - 0-9350-34000;
პოპულარული მოდელები