ჩოფერები - სამზარეულოს კომპაქტური ასისტენტები
ჩოფერები შეუცვლელი სამზარეულოს მოწყობილობებია, რომლის სწორი შერჩევის შემთხვევაში, ნამდვილად გახდება დიასახლისის საიმედო თანაშემწე.
სხვადასხვა კერძის მომზადებისას, ჩოფერი ხელს უწყობს დროისა და ენერგიის დაზოგვას, ხოლო მისი ამოცანაა ნებისმიერი სახის საკვების - ხორცის, ხილისა და ბოსტნეულის დაჭრა და დამუშავება.
როგორ შევარჩიოთ ჩოფერები?
ჩოფერის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ რამდენიმე მნიშვნელოვან მახასიათებელს:
- ძალა - მოწყობილობა, რომელიც მუშაობს 200 ვტ-მდე სიმძლავრით, შესაფერისია მცირე რაოდენობის მოხარშული და რბილი ინგრედიენტებისთვის;
- თასის ზომა - 1 ლიტრამდე ტევადობა გათვლილია ერთი ან ორი ადამიანისთვის. სამ ან მეტკაციანი ოჯახისთვის საჭიროა დიდი მოცულობის თასი;
- პულსის რეჟიმი - საშუალებას აძლევს დანას იმუშაოს შეფერხების გარეშე;
- გადახურებისგან დაცვა - მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელიც იცავს ძრავას გადახურებისგან.
Zigmund & Shtain CH-12R
მინი ჩოფერს 1 ლიტრიანი თასი აქვს, რომელიც მცირე რაოდენობის საკვების გადამუშავების შემთხვევაში გამოგადგებათ. 500 ვატიანი, მძლავრი ძრავის წყალობით, მოწყობილობა რამდენიმე წამში დაამუშავებს ბოსტნეულსა და ხილს, ასევე ყველსა და კაკალს.
მუშაობის ეფექტურობას უზრუნველყოფს ორმაგი დანები, რომლებიც ერთმანეთზე მაღლა მდებარეობს. მათი პირები დამზადებულია მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგან, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ.
თასი დამზადებულია გამძლე მინისგან, რომელიც არ მისცემს პროდუქტებს უცხო სუნსა და გემოს.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 500 ვტ;
- დენის კაბელის სიგრძე - 1.2 მ;
- თასის ზომა - 1 ლ;
- დანართების რაოდენობა 1.
დადებითი:
- მოსახერხებელი;
- კომპაქტური;
- სწრაფი
მინუსები:
- მოკლე დენის კაბელი;
- პატარა თასი.
Philips HR 1393 Daily Collection
Philips ჩოფერი აღჭურვილია ძლიერი ძრავით, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაამუშაოთ თუნდაც მყარი მასალები.
ტევადი 0.7 ლიტრიანი ჭურჭელი აადვილებს დიდი რაოდენობით მასალების დატვირთვას, ხოლო უჟანგავი ფოლადის დანა პასუხისმგებელია საკვების მაღალხარისხოვან დაჭრაზე.
ჩოფერის კორპუსი დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან და მისი ყველა კომპონენტის გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხი მანქანაში ან თბილი წყლითა და სარეცხი საშუალებებით.
მსხვილი პროდუქტების დამუშავებისას და ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, ისინი წინასწარ უნდა დაჭრათ ნაჭრებად. უსაფრთხო მუშაობისთვის, ნაწილები უნდა ამოიღოთ ელექტროძრავის მთლიანად გაჩერების შემდეგ!
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 450 ვტ;
- სიჩქარის რაოდენობა - 1
- თასის ზომა - 0.7 ლ.
დადებითი:
- მოსახერხებელი;
- მცირე ზომის;
- ხელმისაწვდომი ფასი.
მინუსები:
- მუშაობს ხმამაღლა;
- თასის საყრდენს არ აქვს რეზინის რგოლი.
Moulinex DJ755G Fresh Express
Moulinex აქვს ხუთი სხვადასხვა დანართი, რომელიც დაგეხმარებათ განსხვავებული ფორმით დაამუშაოთ ნებისმიერი მასალა.
დანართები შენახვა მოხერხებულად შეიძლება თავად ჩოფერის კორპუსში, რის გამოც მუდმივად არ მოგიწევთ მათი ძებნა.
მოწყობილობის სიმძლავრეა 200 ვტ, რითაც შესაძლებელია ზედმეტი ენერგიის მოხმარების გარეშე ეფექტურად და სწრაფად იმუშაოს.
ჩოფერის ლაკონური დიზაინი, მრავალფეროვანი პლასტმასისა და გამჭვირვალე, გლუვი გამარტივებული ფორმის კომბინაცია, საშუალებას მოგცემთ ადვილად განათავსოთ იგი ნებისმიერ სამზარეულოს ინტერიერში.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 200 ვ;
- დანართები - 5 ცალი;
- დენის კაბელის სიგრძე - 1.2 მ.
დადებითი:
- კომპაქტური;
- მსუბუქი წონა;
- ადვილად იწმინდება.
მინუსები:
- დაბალი სიმძლავრე;
- რბილი საკვები უფრო იჭყლიტება, ვიდრე იჭრება.
პოპულარული მოდელები