ცნობილი ბრენდების ახალი კონკურენტი - ჩინური სმარტფონების მიმოხილვა

ელექტრონულ მოწყობილობებს შორის უზარმაზარი ნიშა ჩინეთის წარმოების პროდუქტებს უჭირავს. მიზეზი კი მაღალი ტექნიკური მახასიათებლების ფასთან კომბინაციაა.

დღეს გვინდა გავეცნოთ ძლიერსა და მაღალხარისხიან ჩინურ ტელეფონებს, შევისწავლოთ მათი მახასიათებლები, უპირატესობები და უარყოფითი მხარეები და დავადგინოთ რატომ იზრდება ამ ბრენდების პოპულარობა.

Xiaomi Poco X3 NFC 6/128 გბ

ტელეფონი Xiaomi,  რომლის  გაყიდვები 2020 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში დაიწყო, სწრაფად მიიაქცია  მომხმარებლების ყურადღება.

მუშაობს Android OS-ზე (ვერსია 10), დიდი, გლუვი ეკრანით, სწრაფი IPS მატრიცითა და მაღალი გარჩევადობით.  მობილური ტელეფონი  შესაფერისია ნებისმიერი მიზნისა და ამოცანისთვის.

ცნობილი ბრენდების ახალი კონკურენტი - ჩინური სმარტფონების მიმოხილვა

შესაძლებელია ორი სიმ-ბარათის მოთავსება, აქვს გვერდითი სკანერი, მხარს უჭერს უბარათო გადახდას და შეუძლია შეინახოს 128 გბ-მდე მოცულობის სხვადასხვა ფაილი.

ოპერაციულ სიჩქარეს უზრუნველყოფს მძლავრი პროცესორი და 6 გბ-იანი ოპერატიული მეხსიერება. აკუმულატორის სიმძლავრიდან გამომდინარე, საშუალო დატვირთვით, ტელეფონი ერთიდან ორ დღემდე გაგიძლებთ. მთავარი კამერა 64 MP-იანია, ხოლო წინა კამერა - 20.

ძირითადი მახასიათებლები:

  • ეკრანი (დიაგონალი, მატრიცა) – 6.67 ინჩი, IPS;
  • კამერა (მთავარი/წინა) - 64/20;
  • პროცესორი - Qualcomm Snapdragon 732G;
  • მეხსიერება - 6/128 გბ;
  • წონა - 215 გრამი.

დადებითი:

  • სტერეო დინამიკები;
  • 120 ჰერციანი ეკრანი;
  • პროცესორის კარგი შესრულება.

მინუსები:

  • პროგრამა არ არის ოპტიმიზირებული.

Xiaomi Poco F2 Pro 8/256 გბ

Poco F2 Pro-ს მაღალი ავტონომიურობა, სწრაფად დამუხტვის შესაძლებლობა, ძლიერი თანამედროვე პროცესორი და დიდი მეხსიერება აქვს. 64 MP-იანი მთავარი კამერა იღებს ხარისხიან ფოტოებსა და ვიდეოებს 8K რეზოლუციით.

თითის ანაბეჭდის სკანერი მდებარეობს ეკრანის ქვეშ. აქვს უბარათო გადახდის ფუნქცია, ყველა უსადენო საკომუნიკაციო არხი, 4G და 5G მხარდაჭერა და სხვა.

ცნობილი ბრენდების ახალი კონკურენტი - ჩინური სმარტფონების მიმოხილვა

ძირითადი მახასიათებლები:

  • ეკრანი (დიაგონალი, მატრიცა) - 6.67, AMOLED;
  • კამერა (მთავარი/წინა) - 64/20;
  • პროცესორი - Qualcomm Snapdragon 865;
  • მეხსიერება - 8/256 გბ;
  • წონა - 219 გრამი.

დადებითი:

მინუსები:

  • უკაბელო დატენვა და სტერეო დინამიკები.

HONOR 20 Lite 4/128 გბ

HONOR მობილური  დამზადებულია მქრქალი, შავი მინისა და მეტალის კორპუსით. მოდელის ეკრანის დიაგონალია 6.15 ინჩი და რეზოლუცია 2312x1080 პიქსელი.

ტელეფონის კამერა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სამმოდულიანი მთავარი კამერა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალი ხარისხის ფოტოები. ხოლო 24MP-იანი წინა კამერით თქვენი სელფი უნაკლო იქნება.

ცნობილი ბრენდების ახალი კონკურენტი - ჩინური სმარტფონების მიმოხილვა

128 გბ0-იანი მეხსიერების წყალობით, შეგიძლიათ გადაიღოთ უსასრულო რაოდენობის ფოტოები და ვიდეოები. თითის ანაბეჭდის ფუნქცია და სახის სკანერი კი პასუხისმგებელია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე.

მახასიათებლები:

  • ეკრანი 6.15 ინჩი;
  • რეზოლუცია 2312x1080 პიქსელი;
  • მეხსიერება - 4/128 გბ.

დადებითი:

  • კამერა;
  • შესრულება;
  • მეხსიერება.

Isurve.ge ინტერნეტ მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი მოდელი, გადაიხადოთ ბარათით და მიიღოთ ფასდაკლება ტელეფონებზე, ხოლო შეძენილ ნივთს ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას უფასოდ მოგართმევთ.

პოპულარული მოდელები

მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05 - 4G
299 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A15 - 4G
479 ლარი / თვეში 26 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A05S 4G
389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
მობილური ტელეფონი Samsung Galaxy A25 - 5G
699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი