ჩასაშენებელი სარეცხი მანქანები
ის, ვისაც სარეცხი მანქანის განთავსება სააბაზანოში არ შეუძლია, მათთვის იდეალური ვარიანტია ჩასაშენებელი სარეცხი მანქანები, რომელთა განთავსება სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ სამზარეულოს ინტერიერშიც.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე ჩასაშენებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანი გვაქვს წარმოდგენილი, გამონაკლისი არც სარეცხი მანქანები აღმოჩნდა, რომლებიც მოწოდებულია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ.
smeg LSTA147S
ამ სრული ზომის მქონე სარეცხი მანქანის სიღრმე 56 სმ-ია. რაც შეეხება სიმაღლეს - 82 სმ-ია. სამწუხაროდ, მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოწყობილობის მაღალი ფასი და მუშაობის ხარისხი ერთმანეთთან თანაფარდობაში საერთოდ ვერ მოდის და ღირებულება ძალიან გაზვიადებულია. მაგალითად, 7 კგ მოცულობა ამ სიღრმისთვის შეიძლება მართლაც არასაკმარისი ჩანდეს.
მანქანა გთავაზობთ ელექტრონული მართვის შესაძლებლობას. თითოეული კგ სარეცხის გარეცხვისას კი მოიხმარს 0.17 კვტ/სთ. შედეგად, ექსპერტებმა ამ მოდელს ენერგოეფექტურობის A + კლასი მიანიჭეს. გარდა ამისა, ბარაბანს შეუძლია 1400 rpm სიჩქარით ბრუნვა. თეთრეულის მოთავსება ხდება 30 სანტიმეტრიან ლუქში, რომელიც იხსნება 180 გრადუსით.
პროგრამებიდან ხელმისაწვდომია 15 ერთეული, მაგრამ ამის გარდა აქვს სხვადასხვა დამატებითი რეჟიმი მაგალითად, ღამის რეჟიმი და დაგვიანებით დაწყების ტაიმერი. მოდელს ასევე აღჭურვილია გაჟონვისგან დაცვის ფუნქციითა და ბავშვთა კონტროლით.
გარეცხვის დროს ხმაურის დონე 56 დბ-ს აღწევს, ხოლო ტრიალის დროს - 72 დბ-ს.
უპირატესობები:
- გაშრობის ფუნქცია;
- ბარაბანის ტრიალი ხორციელდება ძალიან მაღალი სიჩქარით;
- მოიხმარს არც თუ ისე მაღალ ელ.ენერგიას;
- არსებობს ტაიმერი რეცხვის დაწყების გადასადებად;
- აქვს გაჟონვისგან დაცვის ფუნქცია;
- აღჭურვილია დიდი რაოდენობით პროგრამებითა და დამატებითი რეჟიმებით.
უარყოფითი:
- ძალიან ლაკონური რუსულენოვანი ინსტრუქცია;
- ხმაურის მაღალი დონე;
- ძალიან მაღალი ღირებულება.
Electrolux PerfectCare 700 EW7W3R68SI
ეს ჩასაშენებელი სარეცხი მანქანა ელექტროლუქსი ასევე სრული ზომისაა, რომლის სიღრმე 54 სმ-ს არ აღემატება, მაგრამ წინა მოდელისგან განსხვავებით, Electrolux ცოტა უფრო ფართოა. მისი ბარაბანი შეიძლება დაიტვირთოს 8 კგ სარეცხით, რაც მისაღები პარამეტრია.
გაშრობის ფუნქციას აქაც შეხვდებით, რომლის გასააქტიურებლად უნდა ჩატვირთოთ არაუმეტეს 4 კგ სარეცხი.
მოდელის მართვა ხდება მარტივი პანელის გამოყენებით, რომლის ფუნქციებსაც ასაკოვანი ადამიანებიც მშვენივრად უმკლავდებიან. საერთო ჯამში, მოწყობილობა გთავაზობთ 14 სარეცხ პროგრამას, მაგრამ ასევე წარმოდგენილია დამატებითი რეჟიმებიც. მოდელი შეესაბამება A +++ ენერგოეფექტურობის კლასს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გარდა აღნიშნული დადებითი მახასიათებლებისა, მოდელს შეუძლია „დაიკვეხნოს“ გაჟონვისგან სრული დაცვის ფუნქციითაც. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ მოდელი სულაც არ არის იაფიანი სარეცხი მანქანა(სარეცხი მანქანის დაბალბიუჯეტური მოდელების მიმოხილვა, იხილეთ ბმულზე)
რაც შეეხება ხმაურის დონეს, ინვერტორული ძრავის საშუალებით შესაძლებელი გახდა მისი შემცირება 46 და 70 დბ-მდე, შესაბამისად, რეცხვისა და ტრიალის რეჟიმში არ გამოსცემს შემაწუხებელ ხმებს, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის.
უპირატესობები:
- კარგი სიმძლავრე;
- ხელმისაწვდომია გაშრობის რეჟიმი;
- მოიხმარს ძალიან დაბალ ელექტროენერგიას;
- შესაძლებელია ბარაბანის მაღალი სიჩქარით ტრიალი;
- აქვს გაჟონვისგან დაცვის ფუნქცია;
- პროგრამების დიდი რაოდენობა;
- ხელმისაწვდომია ორთქლით მომარაგება;
- არც ისე მაღალი ხმაურის დონე.
უარყოფითი მხარეები:
- გარანტიის სტანდარტული პერიოდი;
- მაღალი ფასი;
- წყლის დიდი რაოდენობით მოხმარება.
პოპულარული მოდელები