დაბალბიუჯეტიანი სარეცხი მანქანები

დღევანდელ აღწერაში გვინდა წარმოგიდგინოთ საუკეთესო და ამავე დროს იაფიანი სარეცხი მანქანების რეიტინგი, რომლებიც ისევე კარგად უმკლავდებიან თავიანთ საქმეს, როგორც სხვა თანამედროვე ტიპის სარეცხი მანქანები.

თუკი ჩვენს ბლოგებს აქტიურად ადევნებთ თვალს, ყოველთვის ვცდილობთ ახალი ტიპის მანქანების განხილვა შემოგთავაზოთ, რომელთა ღირებულებაც, რა თქმა უნდა, შედარებით მაღალია.

ბუნებრივია, რაც უფრო თანამედროვე ფუნქციებისა და მახასიათებლებისაა სარეცხი მანქანა, ფასიც უფრო მაღალი აქვს. ფასს კი იმ პროგრამების მრავალფეროვნება ზრდის, რომელსაც მწარმოებლები მუდმივად, ყოველ ჯერზე ამატებენ.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი სარეცხი მანქანები, რომლებიც იაფიანია, მაგრამ ამავე დროს, საკმაოდ ხარისხიანი.

ამის დასტურად, გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ კონკრეტული მოდელების განხილვა და დაგანახოთ მათი შესაძლებლობები. ამასთან შეგახსენებთ იმასაც, რომ ნებისმიერი ტიპის სარეცხი მანქანის იაფად ყიდვა შეგიძლიათ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე, სადაც ასევე მოქმედებს განვადების პირობებიც.

ATLANT 50У102

ვიწრო სარეცხი მანქანა, რომელიც განკუთვნილია 10 წლიანი უპრეტენზიო გამოყენებისათვის, აღჭურვილია კოლექტორის ძრავით. გარდა ამისა, მის ფუნქციური შესაძლებლობები აერთიანებს 15 სხვადასხვა პროგრამას, დაწყებული დელიკატური და დასრულებული ინტენსიური რეცხვით.

ასევე გათვალისწინებულია ტემპერატურისა და სიჩქარის შერჩევის, მარტივი დაუთოებისა და დაგვიანებული დაწყების ფუნქციები.

დაბალბიუჯეტიანი სარეცხი მანქანები

მართვის პანელი აღჭურვილია მბრუნავი გადამრთველით და მექანიკური ღილაკებით, ხოლო ინფორმაციული დისპლეი  აჩვენებს ყველა საჭირო ინფორმაციას არჩეული რეჟიმის, ოპერაციული პარამეტრებისა და პროგრამის  დარჩენილი დროის შესახებ.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მაქსიმალური დატვირთვა 5 კგ;
  • ენერგიის კლასი A + (169 კვტ/წელი);
  • ბარაბანის დატრიალების სიჩქარე 1000 rpm;
  • ზომები 60x40x85 სმ.

დადებითი:

  • საკმაოდ დიდი ტევადობა;
  • ეკონომიური მუშაობა;
  • პროგრამების დიდი არჩევანი;
  • თვითდიაგნოსტირების ფუნქცია.

მინუსები:

  • ხმაურიანი მუშაობა;
  • არ არის გათვალისწინებული ბავშვთა დაცვა.

საშუალო ოჯახისთვის მოსახერხებელი და ეკონომიური მოდელია, რომელიც შესაფერისია სამზარეულოს დიზაინში ჩასასმელად ან  პატარა აბაზანაში მოსათავსებლად.

Indesit BWSD 51051

სარეცხი მანქანა Indesit-ის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა 10 წელია. აქვს 16 სტანდარტული პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ეფექტურად და ეკონომიურად გარეცხოთ ყველა სახის ჭუჭყიანი ტანსაცმელი, თუნდაც მატყლი და რბილი ქსოვილები. ასევე შესაძლებელია ტემპერატურისა და დატრიალების სიჩქარის შერჩევა.

დაბალბიუჯეტიანი სარეცხი მანქანები

ჩამონტაჟებული ტაიმერი საშუალებას გაძლევთ გადადოთ მუშაობის დაწყება  თქვენთვის სასურველ დროს. აქ არის ბავშვთა დაცვა, გაჟონვისგან დაცვა, ქაფის დონის კონტროლი და თეთრეულის განაწილება მაღალსიჩქარიანი მუშაობის რეჟიმში.

ძირითადი მახასიათებლები:

  • მაქსიმალური დატვირთვა 5 კგ;
  • ენერგიის კლასი A +;
  • დატრიალების სიჩქარე 1000 rpm;
  • ზომები 60x43x85 სმ.

დადებითი:

  • მოცულობითი ბარაბანი;
  • ხანგრძლივი მომსამსახურების ვადა;
  • წყლისა და ელექტროენერგიის ეკონომიური მოხმარება;
  • პატარა ზომები;
  • უამრავი პროგრამა;
  • სუნი მოხსნის ფუნქცია;
  • მოსახერხებელი მართვა.

მინუსები:

  • მართვის ბლოკი მოკლე სარეცხი პროგრამებისთვის ტემპერატურის გაზრდის საშუალებას არ იძლევა. ძალიან ჭუჭყიანი ტანსაცმლის კარგად გარეცხვას 2-4 საათი სჭირდება;
  • მცირე ეკრანი;
  • მაღალი ხმაურის დონე.

შესანიშნავი მოდელია მცირე ოჯახისთვის, რომელიც კარგად უმკლავდება ნებისმიერ დაბინძურებულ ტანსაცმელს. მომხმარებლებს მოსწონთ მანქანის კომპაქტური ზომა, ხელმისაწვდომი ღირებულება და მოწყობილობის მაღალი საიმედოობა.

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 7კგ Hagen HFW710S
სარეცხი მანქანა 7კგ Hagen HFW710S
Regular price 1,100.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 6კგ Hagen HFW610S
სარეცხი მანქანა 6კგ Hagen HFW610S
Regular price 799.00 ლარი 669 ლარი / თვეში 36 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7კგ Hagen HFW710W
სარეცხი მანქანა 7კგ Hagen HFW710W
Regular price 1,050.00 ლარი 729 ლარი / თვეში 40 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7 კგ INDESIT WIN710W
სარეცხი მანქანა 7 კგ INDESIT WIN710W
Regular price 1,300.00 ლარი 869 ლარი / თვეში 47 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი