სარეცხი მანქანა 8კგ Electrolux EW2T528S კლასი B
სარეცხი მანქანა 8კგ Electrolux EW2T528S კლასი B
Regular price 1,399.00 ლარი 1,259 ლარი / თვეში 68 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 3 წელი

სარეცხი მანქანა ელექტროლუქსი

სარეცხი მანქანა ელექტროლუქსი - ყველა მოდელი, საუკეთესო ფასი, ონლაინ საბანკო განვადება და უფასო საკურიერო სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ელექტროლუქსი სამზარეულო და საოჯახო ელექტრო მოწყობილობების ბაზარზე დიდი ხანია პრემიუმ ბრენდის პოზიციას იკავებს. სარეცხი მანქანა ელექტროლუქსი ფაქტიურად უკვე დიდი ხანია ცალკე ფრთიან ფრაზად ჩამოყალიბდა.

ელექტროლუქსი სარეცხი მანქანა საუკეთესო საგარანტიო პირობებით

ეს შვედური კომპანია, ისევე როგორც სხვა სკანდინავიური ორგანიზაციები ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე.

მაღალი ხარისხის ნამდვილი მაგალითი, კი მათი სარეცხი მანქანაა, რომელიც წლობით მოგემსახურებათ ერულად და პრობლემის შემქმნის გარეშე.

ხარისხის მიღების მიზეზი ალბათ მარტივია - 4 დღიანი სამუშაო დღით და ნაკლებ სტრესული გარემოთი როგორც ჩანს სარეცხი მანქანებიც საკმაოდ კარგი გამოდის.

ზუსტად ეს ჰარმონია და სიმშვიდე გამოსჭვივის ზემოხსენებულ მოწყობილობებში.

სხვათა შორის, ელექტროლუქსი ირჩევს ქვეყნების მიხედვით თუ რომელი ბრენდით იყოს წარმოდგენილი. საქართველოში, ჩვენდა სასიხარულოდ მისი მთავარი ფლაგმანი, უშუალოდ ორგანიზაციის დასახელება - ელექტროლუქსი შეგვხვდა. სხვა ბრენდები, რომლებსაც ეს ორგანიზაცია ფლობს და უშვებს არის:

  • AEG
  • Zanussi (სარეცხის მანქანების ძალიან დიდი ბრენდი)
  • Simpson
  • Gibson
  • Eureka
  • და მრავალი სხვა.

ორგანიზაცია ძირითად ამოსავალ წერტილად ხარისხს მიიჩნევს. სწორედ ამიტომ არის რომ სარეცხი მანქანა ელექტროლუქი ფაქტიურად მაღალი ხარისხის და გამძლეობისა სინონიმად იქცა.

თუმცა, სკანდინავიური ქვეყნების ეკოლოგიურობისადმი სწრაფვა ყველასთვის ცნობილია. ეს ზუსტად ის მეორე კომპონენტია რომელშიც ელექტროლუქსი შეუდარებელია. მათი სარეცხის მანქანები ყველაზე მცირე რაოდენობის ელექტროენერგიასა და წყალს მოიხმარს იგივე დატვირთვის შემთხვევაშიც კი.

მაგალითისთვის, ცნობილი სახლის მოწყობილობების შემფასებელი კომპანია reviewed.com ელექტროლუქსის ბრენდებს მოიხსენიებს - one of the most efficient washers we’ve ever tested.

ბრენდის ხარისხი მხოლოდ გამძლეობაში არ გამოიხატება, არამედ მის ინოვაციურ პროდუქტებშიც. მაგალითისთვის ამ კომპანიის პრემიუმ კლასის სარეცხი მანქანები შეიარაღებულნი არიან Perfect Steam ფუნქციით, რომელიც უკეთეს შედეგს განაპირობებს.

ფუნქცია LuxCare კი ზრუნავს თქვენს ტანსაცმელზე, რომ მათმა ცვეთამ, ფერის გახუნება, ან თუნდაც გახევამაც კი მინიმალური მოცულობას მიაღწიოს (მართლაც, ამ კომპონენტშიც ჯობია კონკურენტებს).

ელექტროლუქსი კონკურენტებისგან გამორჩეულია იმით რომ აქცენტირდება მხოლოდ და მხოლოდ საოჯახო, სამზარეულო ტექნიკაზე. მაგალითისთვის იგივე სამსუნგის სარეცხი მანქანების ან ბოშის სარეცხი მანქანების პარალელურად თუ ამ კომპანიებსვე სხვადასხვა პროდუქტებს შეხვდებით (გინდაც ავტომობილსა და ტელეფონის სახით), ელექტროლუქსი ფაქტიურად სამზარეულოს ფარგლებს არ სცდება (ტელევიზორის კუთხითაც კი).

შესაბამისად, ამ ლაზერული ფოკუსის ხარჯზე ორგანიზაცია ახერხებს სრული კონცენტრაცია მოახდინოს სამზარეულო პროდუქტებზე და მაქსიმალურად მაღალი ხარისხით, და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისაღები ფასით მიაწოდოს იგი საბოლოო მომხმარებელს.