Braun და Philips ეპილატორების შედარება
ქალბატონები ხშირად ამჯობინებენ, რომ სხეულიდან ნებისმიერი არასასურველი თმა მოიშორონ, რათა მუდმივად ლამაზად გამოიყურებოდნენ. ამისთვის კი, იტარებენ სხვადასხვა პროცედურას და უწევთ დიდი დროის დახარჯვა ესთეტიკის ცენტრებსა თუ სალონებში.
თუმცა, იმისათვის, რომ თავის მოვლის პროცესი სახლის პირობებშიც სასიამოვნო იყოს, გთავაზობთ Braun და Philips ეპილატორების მიმოხილვას, რომელიც უკეთ დაგეხმარებათ მახასიათებლების გარკვევაში.
დღევანდელი ბლოგით დაგეხმარებით შეარჩიოთ საუკეთესო ეპილატორი, რომლის გამოყენებაც მუდმივად კომფორტული იქნება.
ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის isurve.ge საიტზე წარმოდგენილია ეპილატორების სამი განსხვავებული ტიპი:
დენის კაბელით - ასეთი ეპილატორები შესაფერისია, ფეხებისთვის, მაგრამ რთულად მისასვლელი ადგილებისთვის, პროცედურის ჩატარება ცოტა პრობლემური იქნება. შეარჩიეთ საკმარისად გრძელი მავთული, რათა გამოიყენეთ კომფორტულად.
ბატარეის მოდელები - მუშაობს 15-დან 40 წუთამდე. ყურადღება მიაქციეთ მოდელებს, რომელთა დატენვას ერთ საათზე ნაკლები დრო სჭირდება და შეიძლება მუშაობდეს მინიმუმ ნახევარი საათი მაინც.
კომბინირებული - ეპილატორები, რომელთა დაკავშირება შესაძლებელია დენის წყაროსთან და ასევე მუშაობენ ბატარეებით.
BRAUN Silk-epil 5-541
BRAUN ეპილატორი საკმაოდ კომფორტულია იმ ქალებისთვის, რომლებიც პირველად იკეთებენ ეპილაციის პროცედურას. 24 პინცეტის გამო, ეპილაცია არც ისე მტკივნეულია, რადგან იღებს ყველა თმას. პროდურის ხელმეორედ ჩატარების დრო 4 კვირამდეა.
ამ ეპილატორის პლუსებში შეიძლება განვიხილოთ:
- პინცეტის ოპტიმალური რაოდენობა;
- დამატებითი აღწურვილობების არსებობა;
- ავტონომიურად მუშაობის დრო - 30 წუთი;
- მოსახერხებელი სახელური;
- 2 სიჩქარე;
- ხელმისაწვდომი ღირებულება.
უარყოფითი მხარეები:
- არ მუშაობს ელექტროენერგიით;
- ტურბო ეპილაციის რეჟიმისთვის არასაკმარისი პინცეტი;
- შუქის არარსებობა.
PHILIPS HP6422 / 01 Satinelle
რეიტინგის შემდეგ ადგილს იკავებს PHILIPS ეპილატორი, რომელიც საკმაოდ კომპაქტურია, იწონის 300 გრამს და აქვს ორი სიჩქარე. მოყვება 2 სამაგრი და ფუნჯი მოწყობილობის გასაწმენდად. ენერგიის მომარაგება კი ხდება ქსელიდან.
დადებითი:
- კომპაქტური,
- ლაკონური დიზაინი;
- კომფორტული სახელური;
- ორი სიჩქარის არსებობა;
- გრძელი კაბელი;
- ხელმისაწვდომი ფასი.
ნაკლოვანებები:
- შედარებით მაღალი ხმაური;
- შესაფერისია მხოლოდ მშრალი ეპილაციისთვის;
- არ აქვს აკუმულატორი ამიტომ, სამოგზაუროდ მისი გამოყენება არ ღირს;
- განათება არ აქვს;
- პინცეტის სისტემა.
PHILIPS Satinelle BRE620
კერამიკული დისკები, ეპილაციისთვის განკუთვნილი ფართო თავი, ერგონომიული დიზაინი და სველი თმის მოცილების შესაძლებლობა - ეს არის ფილიპს ეპილატორის დადებითი მახასიათებლები. მწარმოებლის აზრით კი, მოწყობილობა იღებს ყველაზე ტიპის თმას.
უპირატესობები:
- ერგონომიული დიზაინი;
- ეპილაციისთვის საჭირო ფართო თავი;
- ეპილატორის გამოყენება შესაძლებელია როგორც მშრალ, ასევე - სველ კანზე;
- განათების ოპტიმალური სისტემა;
- 2 სიჩქარე;
- ავტონომიური მუშაობის დრო - 30 წუთამდე;
- ხელმისაწვდომი ფასი.
ნაკლოვანებები:
- მუშაობს მხოლოდ აკუმულატორიდან;
- არ აქვს გამაგრილებელი ფუნქცია.
ჩვენი წინა ბლოგის თემა იყო: ლაზერული ეპილაცია სალონში მიუსვლელად
პოპულარული მოდელები