Bosch და Philips უთოების შედარება

უთო ნებისმიერი დიასახლისის შეუცვლელი ასისტენტია ამიტომ, მის გარეშე ყოველდღიური ცხოვრება ცოტა წარმოუდგენელია.

მოწყობილობის ფუნქციები განკუთვნილია ტანსაცმლის დაუთოებისთვის,  ქსოვილების დეზინფექციისთვის, უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად და სხვა პროცედურებისთვის.

ამასთან, ყველაზე საიმედო უთოც კი, გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა გაფუჭდეს, ზედაპირი დაუზიანდეს და სრულიად გამოუსადეგარი გახდეს. ასეთ ვითარებაში მფლობელს უწევს მარტივი გადაწყვეტილების მიღება: რომელი უთოს ყიდვა სჯობს? სწორედ ამისთვის, გადავწყვიტეთ, რომ ორი ბრენდის უთო - Bosch და Philips  წარმოგვედგინა.

Bosch და Philips უთოების შედარება

Bosch TDA 2З25

ტანსაცმლის კომფორტული დაუთოებისთვის Bosch უთოს  ყველანაირი ფუნქცია აქვს. ენერგიას მოიხმარს ეკონომიურად, თბება სწრაფად, შესაფერისია ნებისმიერი ტიპის ქსოვილთან მუშაობისთვის და აღჭურვილია დასუფთავების სისტემით.

ფასის, პარამეტრებისა და ხარისხის მაღალი თანაფარდობით, ბოშის უთომ დადებითი შეფასებები მიიღო მომხმარებლებისგან.

მახასიათებლები:

  • მაქსიმალური სიმძლავრე: 1800 ვტ;
  • მეტალი: კერამიკა;
  • წყლის ავზის მოცულობა: 1.2 კგ.

 

დამატებითი პარამეტრები:

  • თვითწმენდის სისტემა;
  • უწყვეტი ორთქლის მიწოდება (20 მლ/წთ-მდე რეგულირებით);
  • ორთქლის დარტყმა (ვერტიკალური გათბობა 50 მლ/წთ-მდე);
  • კომპლექტში შედის საზომი ჭიქა.

დადებითი:

  • სწრაფად თბება;
  • ეკონომიური ენერგიის მოხმარება;
  • უძლებს სტაბილურ დატვირთვას;
  • ადვილად სრიალებს ნებისმიერ ქსოვილზე;
  • მოსახერხებელია მისი ტარება.

უარყოფითი:

  • ორთქლის მომარაგების ავტომატური რეგულირება;
  • არ არსებობს წვეთების საწინააღმდეგო სისტემა (გამორთვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, წვეთები უნებლიედ მიედინება);
  • წყლის შესავსები ხვრელი არ არის დახურული (ვერტიკალურ მდგომარეობაში წყალი გადმოისხმება უთოდან);
  • ძალიან სწრაფად ცივდება (მუდმივად საჭიროებს ელექტროენერგიის მიწოდებას); ღილაკების ღარები არ აქვს;
  • მოკლე დენის კაბელი.

Philips Azur GC 45ЗЗ

ერგონომიული და საიმედო უთო Philips-ისგან. მუდმივი ორთქლით (45 გ/წთ-მდე), უმკლავდება ყველაზე დაკუჭულ თეთრეულსაც კი.

აქვს ჩამონტაჟებული კონტეინერი, რომელიც გამოიყენება კირქვის მასის შესაგროვებლად. კონტეინერის გარეცხვა და კირქვის გაწმენდა შესაძლებელია თვითგამწმენდი სისტემის გამოყენებით.

Bosch და Philips უთოების შედარება

ბრენდირებული ალუმინის საფარი SteamGlide Plus კარგად სრიალებს ნებისმიერ ქსოვილზე. ტემპერატურისა და მომარაგებული ორთქლის ოდენობის ავტომატური რეგულირება კი დადგენილია ქსოვილის ტიპის მიხედვით.

Triple Precision უთოს თავი ადვილად ამუშავებს ძნელად მისადგომ ადგილებს, რადგან აქვს შესაბამისი ფორმა და ღილაკები.

მახასიათებლები:

  • მაქსიმალური სიმძლავრე: 2400 ვტ;
  • ზედაპირი: ალუმინის/SteamGlide Plus;
  • დენის კაბელი: 2 მ;
  • წყლის ავზი: 300 მლ.

დამატებითი პარამეტრები:

  • დუღილისგან დაცვა;
  • ვერტიკალური გათბობა;
  • კონტეინერის დასუფთავების სისტემა;
  • ანტი წვეთოვანი სისტემა;
  • უწყვეტი ორთქლის მიწოდება (50 მლ/წთ-მდე რეგულირებით);
  • ორთქლის დარტყმა (ვერტიკალური გათბობა 190 გ/წთ-მდე);
  • ეკო რეჟიმი.

დადებითი:

  • ოპტიმალური ღირებულება;
  • ძლიერი;
  • სწრაფი გათბობა;
  • მარტივი გამოყენება;
  • მოსახერხებელი სახელური და თავი;
  • ორთქლის უწყვეტი მიწოდება;
  • მსუბუქი წონა (1.55 კგ სადგამით);
  • მოსახერხებელი დიზაინი.

პოპულარული მოდელები

უთო BRAUN SI5017GR
უთო BRAUN SI5017GR
Regular price 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
უთო BRAUN IS1514VI
უთო BRAUN IS1514VI
Regular price 449 ლარი / თვეში 25 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
უთო BRAUN IS3041/1WH
უთო BRAUN IS3041/1WH
Regular price 739.00 ლარი 619 ლარი / თვეში 34 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
ორთქლის უთო KIWI GARMENT STEAMER KSI 640 8681438109033
ორთქლის უთო KIWI GARMENT STEAMER KSI 640 8681438109033
Regular price 114.00 ლარი 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი