ბლენდერი vs საკვების პროცესორი
რომელი ხელსაწყოს მახასიათებელია ბასრი დანები, რომელიც ბრუნავს წარმოუდგენელი სისწრაფით - ბლენდერი თუ საკვების პროცესორი? ფაქტობრივად, ორივე. იმისდა მიუხედავად, რომ ბლენდერსა და საკვების პროცესორს აქვს ბევრი მსგავსებები, ეს მოწყობილობები ემსახურება სხვადასხვა დავალებებს.
ბლენდერი უმჯობესია სითხისათვის და გამოიყენება მაგალითად, Smoothie-ს გასაკეთებლად, მაშინ, როცა საკვების პროცესორს ვიყენებთ უფრო შრომატევადი დავალებებისათვის, როგორიცაა ცომის მოზელვა ან ბოსტნეულის დაჭრა.
რა თქმა უნდა, ზოგიერთი ბლენდერი საკმარისად მძლავრია, რათა თავი გაართვას დავალებებს, რომელიც განკუთვნილია საკვების პროცესორისათვის. თუმცა, ამჟამად განვიხილოთ ძირითადი განსხვავებები ბლენდერსა და საკვების პროცესორს შორის.
ძირითადი განსხვავებები ბლენდერსა და საკვების პროცესორს შორის
თუ თქვენ ოდესმე გიყიდიათ საკვების პროცესორი, ალბათ შეგიმჩნევიათ გრძელი სია იმისა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ამ ხელსაწყოს, როგორიცაა დაქუცმაცება, დაჭრა, შეზავება და პიურეს სახით დამზადება.
ბლენდერი წლების განმავლობაში უფრო დაიხვეწა, თუმცა საკვების შეზავების გარდა, მისი ფუნქცია არ შეცვლილა. რათქმაუნდა, ძლიერი ბლენდერი ყინულსაც კი დაამსხვრევს.
საუკეთესო ბლენდერები, როგორიცაა Vitamin 5200 შეუძლია დაამზადოს ყველაფერი, ნაყინიდან დაწყებული, თხილის კარაქით დამთავრებული, მაგრამ თქვენს ტიპიურ ბლენდერს არ აქვს უნარი გაუმკვლავდეს ისეთ დავალებებს, როგორსაც შეძლებს საკვების პროცესორი.
ამ ორ ხელსაწყოს შორის გვხვდება უამრავი გადაკვეთის წერტილი. თუმცა, ორივე გამოირჩევა სხვადასხვა ფუნქციებით.
ბლენდერი იდეალურია წვნიანის, პიურესა და Smoothie-ს მოსამზადებლად. თუმცა, ზოგიერთ ბლენდერს აქვს მარტივად დაღვრადი რეზერვუარები, დანარჩენი სხვა მოწყობილია ისე, რომ შეგვეძლოს იგივე ცილინდრიდან დალევა, რომლითაც ვაკეთებდით Smoothie-ის. ბლენდერის ფუნქციაა, გაუმკვლავდეს სითხეს უკეთესად, ვიდრე საკვების პროცესორი.
საინტერესოა, რომ ისურვეზე ბლენდერი ყველაზე დიდი ფასდაკლებით იყიდება ქართულ ინტერნეტ სივრცეში.
მაგალითად, NutriBullet Pro-ს შეუძლია მარტივად გაუმკლავდეს მკვებავ Smoothie-ს. თუმცა, არ არის აღიარებული, როგორც საუკეთესო ხელსაწყო კარაქისა და პურის დასამზადებლად. მას შეუძლია ბოსტნეულის, თხილისა და სხვა პოტენციური Smoothie-ის ინგრედიენტების დაფქვა.
საკვების პროცესორი იდეალურია შრომატევადი დავალებებისათვის, როგორიცაა ცომის მომზადება. მას აქვს ფართო შერევის თასები და ძირითადად მოყვება უამრავი აქსესუარები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას დავჭრათ სტაფილო, დავაქუცმაცოთ ყველი ან მოვზილოთ ცომი.
საკვების პროცესორი შესანიშნავია მცხობელთათვის, ბლენდერი კი საუკეთესო არჩევანია იმათთვის, ვისაც მოსწონს წვნიანი საუზმე.
მაშასადამე, რომელი ხელსაწყოა თქვენთვის იდეალური? მოდით ასე ვთქვათ, ბლენდერი უკეთესია სითხისათვის, ხოლო საკვების პროცესორი კი საუკეთესოა უფრო მოსქო ფაქტურასათვის, როგორიცაა ცომი და კარაქი.
თუ მეტი რჩევა გჭირდებათ, გაიგეთ, როგორ შეარჩიოთ ბლენდერი.
თუმცა, მას შემდეგ რაც, ზღვარი ბლენდერსა და საკვების პროცესორს შორის დაბლენდერებულია, თქვენ შეგიძლიათ იპოვნოთ ისეთი ხელსაწყო, რომელიც ორივე დავალებას გაუმკლავდება.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას