Bestway საუკეთესო კარკასული აუზები

კარკასული აუზები გასაბერი მოდელებისგან მათი ზომით, მასალებით და დიზაინით განსხვავდება. ისინი იმდენად დიდია, რომ რამდენიმე მოზრდილს ადამიანსაც თავისუფლად იტევს. მაღალი ხარისხის მეტალის ჩარჩო უამინდობის გამო არ გაფუჭდება, განსაკუთრებით თუ დამცავი ტენტი აქვს.

მაგრამ კარკასული აუზები  ასევე საკმაოდ ძვირია, რადგან მიეკუთვნება ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Bestway და Intex . isurve.ge საიტზე წარმოდგენილია აღნიშნული მწარმოებლების არა მხოლოდ კარკასული, არამედ - ასაწყობი და გასაბერი აუზები.

რადგან ზაფხულიც ახლოვდება, ბასეინებზე მოთხოვნაც მნიშვნელოვნად იზრდება. ამდენად, ყოველთვის შეგიძლიათ თადარიგის დაჭერა და ჩვენი ონლაინ  მაღაზიის საიტზე სასურველ დროს აუზების ყიდვა.

Bestway 56886

Bestway აუზი წარმოდგენილია ძალიან ორიგინალური დიზაინით. კარკასული მოდელი არ არის წარმოდგენილი ლურჯ ფერში. ამის ნაცვლად, მწარმოებლებმა ის უჩვეულო დიზაინით დაამშვენეს, რომელიც აგურის კედელს წააგავს. უჩვეულო დიზაინის გამო, იგი განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებსა და მოზარდებს.

აუზები Bestway 56886

თასი 549 სმ დიამეტრისაა, ხოლო სიღრმე 132 სმ აღწევს. აუზის ასავსებად 26000 ლიტრი წყლის გამოყენება მოგიწევთ. ჩარჩო კი დამზადებულია ფოლადისგან, რომელიც გამძლეა კოროზიის და სხვა დეფექტების მიმართ.

კარკასული აუზი Bestway საუკეთესო გამოსავალი იქნება საზაფხულო აგარაკებისთვის. ის საკმარისად დიდია, მაგრამ ამის მიუხედავად, სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ ააწყოთ ზედმეტი ინსტრუმენტების გარეშე. მისი ინდივიდუალური დიზაინის წყალობით, თასი მოერგება ნებისმიერ ექსტერიერს.

ამ მოდელის მთავარი მინუსი მაღალი ფასია. ასევე, ის რომ ნაკრებში არ არის შედის ტენტი, სარემონტო ნაკრები და აუზის წყლის ტუმბო.

Bestway 56488

Bestway მრგვალი აუზი ოჯახისთვის. კომპლექტს მოყვება ბავშვებისთვის მოსახერხებლად ასასვლელი კიბე, ხოლო თასში თავსდება 14970 ლიტრი წყალი, იმ პირობით, რომ ის 90%-ით სავსე უნდა იყოს.

აუზები bestway 56488

აქვს ავტომატური წყლის ფილტრაციის სისტემა და სწრაფი გადინების სარქველი. საყრდენი მილები კი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მოდელი ხელმისაწვდომია რამდენიმე ზომაში.

Bestway 56488 არის ღრმა, დიდი და საიმედო აუზი, რომლის აწყობა, დასუფთავება და მოვლა ძალიან მარტივია. მინუსებში ერთიანდება სტრუქტურის ზომები და წონა (70 კგ), რის გამოც ეს ვარიანტი აგარაკებისთვის ყოველთვის  შესაფერისი არ არის, რადგან გამგზავრებამდე მუდმივად მოგიწევთ აუზის დაშლა.

Bestway 56475

ვისაც მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავს, Bestway 56475 კარკასულ აუზს უნდა მიაქციოს ყურადღება. აუზს რეკორდული ზომა აქვს - 732 * 366 * 132 სმ, რის გამოც ასეთი „გიგანტის“ შევსებას ბევრი წყალი - 30 000 ლიტრზე მეტი სჭირდება.

აუზის აწყობა ძალიან ადვილია, რადგან ნაკრები შეიცავს დეტალურ ინსტრუქციას. მრგვალი მილები გამძლე პლასტმასის ჩამკეტებით, საიმედოდაა დაცულია კოროზიისგან.

აუზები Bestway 56475

აღნიშნულ მოდელს  საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, თუმცა,  ყიდვისას იღებთ არა მხოლოდ ჩარჩოს და ბაზას, არამედ ფილტრაციის სისტემას, მიწაზე დასაფენ მასალასა და  ტენტს. აწყობამდე საჭიროა ყურადღებით შეისწავლოთ ადგილი, სადაც აპირებთ აუზის დაყენებას. უზარმაზარი მართკუთხა აუზი  ყველა ეზოში ვერ ჩაეტევა.

ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ საუკეთესო კარსაკასული აუზები ბავშვებისათვის, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები