საუკეთესო კარსაკასული საბავშვო აუზები

ზაფხულის ცხელ სეზონზე სიამოვნებით მივაშურებთ ხოლმე ზღვისპირა სანაპიროებს, მაგრამ ვისაც აგარაკი აქვს და საკუთარ ეზოში ურჩევნია კომფორტის მოწყობა, ასეთ შემთხვევაში, ხარისხიანი აუზების ყიდვა  ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა.

გამომდინარე იქიდან, რომ მოდელების რამდენიმე სხვადასხვა ტიპი არსებობს, ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზე შეგხვდებათ როგორც გასაბერი აუზები, ასევე - კარკასული, ასაწყობი და საბავშვო აუზები.

დღეს გვსურს შემოგთავაზოთ კონკრეტულად საბავშვო აუზები,  რომლებიც შესანიშნავი ვარიანტია ცხელ ამინდში პატარების დასვენებისთვის.

კარკასული აუზების მთავარი დადებითი ისაა, რომ სპეციალური აქსესუარების დახმარებით, რკინის ან პლასტმასის კონსტრუქციები მარტივად თავსდება ერთმანეთში. გარდა ამისა, ასეთი დიზაინის აუზები ადვილად იშლება და იწყობა, ხოლო ზამთარში (შენახვის დროს) დიდ ადგილს არ იკავებს.

საბავშვო კარკასული აუზის არჩევისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციოთ უსაფრთხოებას. მრგვალი ან ოვალური ფორმის თასი ოპტიმალურია, სიღრმე კი შეირჩევა ბავშვის ასაკის შესაბამისად.

Bestway Splash in Shade Play 56432-56193

Bestway საბავშვო აუზი გამოირჩევა მაღალი სიძლიერითა და სტაბილურობით. კარკასული ტიპის მოდელს მრგვალი ფორმა აქვს,  სტრუქტურის დამონტაჟებისთვის კი, არ გჭირდებათ სპეციალური ორმოს მომზადება ან ზედაპირის მობეტონება.

თასის წარმოებისთვის, მწარმოებელმა გამოიყენა მკვრივი ვინილი (2 ფენა) და პოლიესტერი (1 ფენა). ჩარჩო თუთიისაა და დაფარულია ფოლადის კონსტრუქციით. აუზის დიამეტრია 2.44 მ, ხოლო სიმაღლეა 0.51 მ.

საუკეთესო კარსაკასული საბავშვო აუზები

ბავშვებისთვის მზის სხივებისგან თავის ასარიდებლად, აუზის გადასაფარებელი დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც არ ატარებს ულტრაიისფერ სხივებს.

უპირატესობები:

  • ძალა;
  • მდგრადობა;
  • ხარისხიანი მასალები;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

უარყოფითი:

  • თხელი ჩარჩო.

Intex Mini Frame 57173

ყველაზე პატარა ბავშვებისთვის შესაფერისია კარკასული აუზები Intex  Mini Frame 57173. მოდელს აქვს კვადრატული ფორმა, რომლის სიგრძეა 1.22 მ, ხოლო თასის სიღრმე მხოლოდ 30 სმ-ია.

აუზის სტაბილურობას უზრუნველყოფს ლითონის გამძლე ჩარჩო, რომელზეც დამაგრებულია ვინილის და პოლიესტერის მასალის თასი. სტრუქტურა იწყობა 30 წუთში და პარალელურად, თასი ივსება 337 ლიტრი წყლით.

საუკეთესო კარსაკასული საბავშვო აუზები

მომხმარებლები აღნიშნავენ  აუზის სიმსუბუქეს, კომპაქტურობას, სწრაფ აწყობასა და უსაფრთხოებას.

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე და კომპაქტურობა;
  • დაბალი ფასი;
  • სწრაფი აწყობა;
  • რბილი ფსკერი.

უარყოფითი:

  • ფეხები ცუდად ფიქსირდება ჩარჩოში.

Jilong Kids Frame Pool

ჩინური კომპანია Jilong აწარმოებს საბავშვო კარკასული აუზების  ცალკეულ სერიას, რომელიც მოიცავს განსხვავებული ფერისა და ზომის რამდენიმე მოდელს. კედლების სიგანე 1.2-დან 1.55 მ-მდეა. აუზები მრგვალი ფორმისაა, გვერდების სიმაღლე (33 სმ) ოპტიმალურია პატარებისთვის.

საუკეთესო კარსაკასული საბავშვო აუზები

ბევრი მშობელი იყენებს ამ მოდელებს სათამაშოდ. მათი აწყობა მარტივია და 15 წუთში იშლება, რისთვისაც რაიმე ინსტრუმენტი არ გჭირდებათ. სტრუქტურა შედგება რბილი ფენის თასისა და ფოლადის ჩარჩოსგან.

აუზის დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე.

ძირითადი უპირატესობები:

  • იდეალური აუზები 3 წლიდან ბავშვებისთვის;
  • უსაფრთხო კუთხეები;
  • განკუთვნილია 3 წლიდან ბავშვებისთვის;
  • მაღალი სიმტკიცე;
  • კომპაქტურობა;
  • შესანიშნავი ღირებულება.

ნაკლოვანებები:

  • მცირე ასორტიმენტი.

პოპულარული მოდელები

კარკასული აუზი 5700 ლიტრი Bestway 56405 ზომა სმ: 400x211x81
კარკასული აუზი 5700 ლიტრი Bestway 56405 ზომა სმ: 400x211x81
Regular price 800.00 ლარი 489 ლარი / თვეში 27 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
კარკასული აუზი 3300 ლიტრი Bestway 56404 ზომა: 3,00 მ x 2,01 მ x 66 სმ
კარკასული აუზი 3300 ლიტრი Bestway 56404 ზომა: 3,00 მ x 2,01 მ x 66 სმ
Regular price 499.00 ლარი 349 ლარი / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
გასაბერი აუზი 34 ლიტრი Intex 57107
გასაბერი აუზი 34 ლიტრი Intex 57107
Regular price 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
კარკასული აუზი 6473 ლიტრი Bestway 56681 ზომა: 366*76 სმ
კარკასული აუზი 6473 ლიტრი Bestway 56681 ზომა: 366*76 სმ
Regular price 620.00 ლარი 449 ლარი / თვეში 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE